| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2017 |
ფშაველად დავბადებულვარ, მოველ ფიქრებად, ნისლებად. იმდენა რამე მაწუხებს, გულ დარდითაღა ივსება. ჩქარ–ჩქარა მიდის საწუთრო, დღენიც ჩქარ–ჩქარა ილევა. ცხოვრება კიბე ყოფილა, წლები ლაგდება ფილებად. წყალი მიდგება მოდგება, კალაპოტს გადმოდინდება, წარსული არსად არ ქრება, რჩება მემკვიდრეთ დარდებად. მითომ სუყველა მთარდება, გული გვიწყრება ნამცეცა. გვიწყდება ურთიერთობა, რასაც შევხარით ბალღებად. მოდის მზე, წვიმა, გრიგალი, თავს, რაღა არ გადავხდება, სიცოცხლე ამოოხვრაა, გზად, ვინღა არ შამოგვხვდება. ხან, სიხარული გვეძლევა, ხან კი, გაჩენა გვზიზღდება, ხან სად, მიგვაგდებს ცხოვრება და მოთმინებაც ილევა, ხან, ისეთ რამეს გვარგუნებს, ვმადლით, ჩვენ ბედის განგებას. აპრილ–მაისის ვარდივით, გაიშლებ–გაიფურჩქნება, ცხოვრება ეკბატინივით,. სამოთხედ გადაგვეშლება ხან. ყველა უკუღმართდება ყველაში ხელი გვეშლება. სწყინდება ნათელს ფინება, სულ სადღაც გაგვიფრინდება, როცა საწუთროს შავხარით, წაღმა სუყველა ლაგდება, გრნობა–გონება ზენიტობს, ხარ ირემივით ლაღდება, გულს, რო საგულეს ვერა ვტევთ, ქმნა საქმნელისაც გალღვება, მურგვალთ, დაგვნათის ხანაც მზე, ღამ–ღამთ, ვარსკვლავთაც შავთელავთ. წაწლის თვალებში კიაფობს სურვილ–სიყვარულ შავბნელა. ტიალო ბედისწერაო წაღმა უკუღმა მბრუნაო, რად გამაჩინე ან რადღა მიწად რაადღა მგულაო, მითომ შენ მადლიერი ვარ, ლაღად ზეცაცა მხურაო. მიყვარს ჩემ ბაღნარ სამშობლო, ნიადაგ მისთვინ ვზრუნაო. შავ ზღვას არავის ვანებებ, მურგვალთ საზღვრეზე ვცურაო, მტერს ჯავრს აღარას შავარჩენ, თუ კარზე მამადგებაო. შვილებს სიყვარულს ვუნერგავ, ერთგულად, თქმასა ვბედაო. დასავლეთის ქარ უბერავს, ნაგავ რამ გადახვეტაო, ცოტა ხან, კიდევ მაცალე გულისკარს გადავკეტაო. მე ჩემი მინდა, სხვას მისა, მე მწიფე ნაყოფს ვბერტყაო. საზღვრებსაც არ გადავცდები, ღმერთმა რო დამიწესაო. სხვის ბოროტებას უარი, მე ხო სიკეთეს ვთესაო. ცხოველებს ვათვინიერებ და მხოლოდ მერე ვწყემსაო, ნაგლეჯებს ისევ ვაბრუნებ და ძველ ადგილზედ ვკემსაო. ხელშაშლას თუ ვინ დაიწყებს, ვაი მის შავსა დღესაო. ვერ გავახარებ ვერასდროს, ჩემ მიწა–წყალზე მტერსაო. მე გამოვაცლი მუდამცა, ტკბილ ვაზის ნაჟურს, მთხლესაო. დავამჯობინებ მუდამცა, ბნელ ღამეს, ნათელ დღესაო. სხვის ბაღში ნერგად რა უნდა, ჩემ მსხმოიარე ხესაო. ჩემ, ჩემ იქნება მუდამა, თესლს, ჩემ მიწაზე ვთესაო. სარეველას კი, ვაცილებ, სამართალს ვანდობ ღმერთსაო. აი, ესეთა წესი გვაქვ, ხმელ ხეს, არა ვყრით ქერქსაო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. უდიდესი მადლობა მუხა, მეუდაბნოვე.
მუხა ჩვენთან სოფელში ასე ეძახიან.
მეუდაბნოვე ძალიან მიხარია თქვენი დედულეთთან ჩემი სულიერი ტკბილი სიახლოვე. ყველა ფშაველი ჩემი ოჯახის წევრიმგონია, განსაკუთრებით აქ. სულში გამონათებაა მათი დანახვა, გაგონება და ყვეაფერი კარგი მათზე, მათი სიმღერას კი ზეცაში ავყავარ.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა მუხა, მეუდაბნოვე.

პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. უდიდესი მადლობა მუხა, მეუდაბნოვე.

2. მომეწონა. ფშაური კილო ძალიან მიყვარს, დედულეთის კილოა. მომეწონა. ფშაური კილო ძალიან მიყვარს, დედულეთის კილოა.
1. ფშაველად რომ დავბადებულიყავი, იქედან ფეხს არ დავძრავდი. მომეწონა სასიამოვნო ლექსია, მაგრამ ფშაველები მთხლეს- გურულებივით მთხლეს ეძახიან? ისე ლიტერატურულად კლერტი ქვია მგონი ხო?!
ფშაველად რომ დავბადებულიყავი, იქედან ფეხს არ დავძრავდი. მომეწონა სასიამოვნო ლექსია, მაგრამ ფშაველები მთხლეს- გურულებივით მთხლეს ეძახიან? ისე ლიტერატურულად კლერტი ქვია მგონი ხო?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|