ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2017


უუფლებოდ!

არ მქონდა უფლება და მაინც ჯიუტად
ფიქრები ცოდვისფერ ოცნებად დავქსელე,
შეგეხე თვალებით, ხელებით, ტუჩებით,
თუმც სულის  ფურცლებზე კვლავ ზეცად ჩაგწერე.
ვერ შეგვწვდი ვერც მაშინ... ახლაც ისე შორს ხარ...
მანძილს რა ხელი აქვს, სუნთქვით ხარ გულს იქით,
არასდროს მიგრძვნია ისე უმწეობა,
როგორც ახლა, როცა ფუნჯს ავლებ სხვა ფიქრით.
ახლა ისე სუსტი მგონია სამყარო,
ვდარდობ არაფერმა გავნოს და გატკინოს,
უფლება წამართვეს და მაინც გდარაჯობ
ჩემსავით, ეულმა ზღვამ შენც არ გაგყინოს.
ვდგავარ უუფლებო და კვლავ სიჯიუტით
შენს ახალ ნაბიჯებს კვალში ვუსაფრდები,
გეხები შორიდან გულგრილი ნიღაბით,
და სნეულს, უღირსი ისევ მედარდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები