*** _სწრაფვა ზეცისკენ_ თავი XV
ბედისწერა ცრუ მოძღვებაა, რომლითაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი საზრდოობს. თუ ღმერთმა თავისუფალი ნების არჩევის უფლება მოგვცა მაშინ არანაირი წინასწარმეტყველება არ არსებობს ჩვენზე. დაშვებული ცოდვები ჩვენვე გვეკუთვნის და ნუ შევაწმინდავთ, პილატესავით ბედისწერის აფსურდულობას იმას რის დანაშაულსაც თავად ვგრძნობთ. არც ბედისწერის და არც მამა ზეციერის ბრალი არაა თუ ჭაობში თავით ვეშვებით. ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა და არჩევანიც მხოლოდ და მხოლოდ პირად გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ადამიანთა ჩვევაა ამგვარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დანაშაულის არ აღიარება. საკუთარი თავი "ასეთებად" ჩვენვე ვაქციეთ და არა ბედისწერის კანონ ზომიერებამ. ცხოვრება იმ სახლს ჰგავს, რომლის აშენებასაც თავად ვცდილობთ. ეტაპობრივად დადგმული ყოველი აგური - ყოველი დღეა. მთავარია მყარად ვიდგეთ, როგორც ძლიერი სახლის ძლიერი საძირკველი, რადგან ჩვენზე მოშურნე ადამიანები ჭექა-ქუხილივითა და ქარბორბალასავით მოვარდებიან, წაგვართმევენ და შემოგვაცლიან იმ ყველაფერს რის აშენებასაც მთელი არსებობა შევალიეთ. თუ ადამიანებს მისცემთ უფლებას დაანგრიონ სახლი, რომელიც მომავლისათვის, თქვენი შვილებისთვის ააგეთ, ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ზღვარი გაუგონარ ბოროტებასთან მათ არ გააჩნიათ. და თუ ამ ყველაფრის შემდგომ ბედისწერის მაინც გწამთ... გეტყვით, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხელთაა და სწორედ თქვენზეა დამოკიდებული მისი წარმართვა. მე არ ვეგუები ბედის იმ მიმართულებას, რომელიც ზეცისკენ სწრაფვას მაიძულებს. მინდა იმ სამყაროს ნაწილი მერქვას, რომელშიც - ომი, გადაუჭრელი პრობლემების ცივილიზებულ მოქმედებად რჩება. სადაც ხალხის გარკვეული მასისთვის -დრო ყველაფრის მკურნალია, თუმცა სულიერი იერების ტკივილი მოსვენების საშუალებას არ აძლევს. დრო არ არის მკურნალი. დრო ის არის ვინც შენს ახალგაზრდა შვილს სიცოცხლე მოუსწრაფა, მამა ბრძოლის ველზე წაგართვა, ხოლო მშობელ დედას მწარე სიბერე არგუნა. დრო ის არის ვინც გასულდგმულებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყნად ყველა ტკივილი ღრმა ჭრილობად შემოგრჩეს სხეულში. თუ თავად არ მოერგე სამყაროს ის არასდროს იბრუნებს შენს გარშემო. ის არასდროს შეიცვლება უკეთესობისკენ თუ ჩვენ არ ვიყავით ამის მოქმედი ძალა. ამის და მიუხედავად მაინც მინდა იმ სამყაროს ნაწილი ვიყო, რომელშიც თუნდაც ერთჯერადად გაცემული სიყვარული ასმაგად გიბრუნდება უკან. სამყაროში სადაც სიკეთის სააშკარაოზე გამოტანის შედეგად თავთ, -ცილისმწამებლების არმია დაგაცხრება, რომლებიც შეეცდებიან უარყოფითი ზრახვები იპოვენ შენში. სამყაროში სადაც თანამედროვეობას აყოლილი თაობა მამა-პაპურ ტრადიციებს დავიწყების საშუალებას აძლევენ. სამყაროში სადაც მიმტევებლობას ნაკლად გითვლიან, ხოლო ქრისტეს მოძღვრება სკოლების გარეთ დატოვეს. უფლის მოწყალებას ითხოვენ. გარეთ გამოსულნი კი ტაძრებისკენ იშვერენ თითს, რომლებშიაც ბევრად უფრო სუფთა სამყაროა ვიდრე მათ სულებში. აყოლილები არიან სხვისი შეცდომების განკითხვას, თუმცა ერთხელაც არ დაფიქრებულან, რამდენად კარგები არიან იმ სხვებზე. აღსასრულს თქვენი მხრებით მოათრევთ მათკენ ვისაც არაფერი დაუშავებია. მიეცით ადამიანებს შანსი, რომელთაც თავისი სისპეტაკით შეუძლიათ ის ჭაობი დააშრონ თქვენს გადასარჩენად, რომელშიც იძირებოდით. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ერთს გირჩევდით. - ღმერთმა ადამიანებს სული შთაბერა, ხოლო ის ნიღბები, რომლებიც მათ მახინჯ სულს მალავენ თავად მოირგეს. უფრთხილდით იმ ადამიანებს, რომლებიც მომღიმარი სიყალბის უკან იმალებან. ყოველთვის ყურადღებით ვიყავი ასეთ ადამიანებთან, რომლებსაც უჭირდათ რეალური სახის დამალვა და უდაო იყო მათში ბინძური სულის არსებობა. მე ჩემი ალბათობის თეორიას მივყვები, რომელიც უცხოა იმ სამყაროსგან სადაც ახლა ვარ... და რომ მქონოდა ღვთიური შესაძლებლობების ძალა უთუოდ გადავასხვაფერებდი ყველაფერს. შევქმნიდი ქვეყნიერებას ჩემი წარმოსახვისამებრ, სადაც აღარ იარსებებდა ალბათობა ღმერთის არსებობისა. ყოველ ადამიანს უკან ავედევნებოდი მალულად, რათა მათი დარდები უკეთ გამეგო. სხეულიდან ამოვაგლეჯდდი უარყოფით თვისებებს, რომლებსაც ერთ დიდ ოთახში მივუჩენდი ადგილს, რის შემდეგადაც ცეცხლს წავუკიდებდი და სამუდამოდ გავაქრობდი ბოროტებას. დანარჩენ დღეებში ყოველი ქუჩის ყოველ უბანში მოსახლეობას დავურიგებდი წიგნებს უანგაროდ და თან საკუთარი სულიდან სიყვარულის პატარა ნამტვრევს გავაყოლებდი. აღარ ვიფიქრებდი მომავლის ავბედითობაზე მაშინ, როდესაც სიკეთით სავსე აწმყოს შევქმნიდი. ყველა სასწავლო დაწესებულების კარებს ფართოდ გავაღებდი და ღმერთს მივცემდი საშუალებას, რათა დაბრუნებულიყო ახალგაზრდთა გულებში. იმის შემდგომ კი რაც ქვეყნიერება გახდებოდა ისეთი, როგორც მე წარმომედგინდა -მშვიდად ავდგებოდი და განვაგრძობდი სწრაფვას ზეცისკენ. იქ მაღლა ღრუბლებით შემოკერილ სამოთხეში, სადაც ამაყი და ბედნიერი ნაბიჯებით შევაბიჯებდი ჩუმად.
*** ოთახის შესასვლეთან ვიდექი პროდუქტებით ხელში და ვუყურებდი სიკეთის უდიდეს მაგალითს. ბავშვები ბედნიერი სახეებით შემოეხვივნენ ნანკასა და მის მეგობრებს და სათითაოდ დაიტაცეს მათთვის განკუთვნილი საჩუქრები. აშკარა იყო ეს პირველად არ ხდებოდა მათ თავს. ყოველი ახალი სათამაშოს აღმოჩენისას ერთნაირი ოვაცია და ცნობისმოყვარეობა მოჰყვებოდა ბავშვების მხრიდან. ყველანი ერთმანეთის სათამაშოებს ათვალიერებდნენ გაბრწყინებული თვალებით, და სიხარულისგან აქეთ-იქით ხტუნავდნენ. მასწავლებლებმა მალევე შეამჩნიეს ჩემი იქ ყოფნა. ღიმილიანი სახეებით მომიახლოვდნენ და პარკებში დარჩენილი პროდუქტები გამომართვეს. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ სიტუაციაში. პარკები ფრთხილად მივაწოდე და ნელ-ნელა მათ მივუახლოვდი. ბიჭებმა სკამები ერთმანეთის გვერდი-გვერდ დააწყეს, წრიულად და გიტარით ხელში ჩამოსხდნენ. ვუყურებდი მათ ნათელ სახეებს და ვფიქრობდი, რომ შეუძლებელიც კი იქნებოდა, რომ ნანკას ნაირ ქარიზმატულ ახალგაზრდს ვერ მოეპოვებინა მათი სიყვარული. იმ ბავშვებში, რომლებსაც ყველაზე მეტად მატერიალურ ღირებულებებთან შედარებით ადამიანური ყურადღება და სითბო ახალისებთ. მივხვდი, რომ ქველმოქმედება ეს პირობითია იმ სიყვარულით აღსავსე ძალასთან რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ ერთმანეთთან. განა რა უნდა იყოს ამაზე უფრო ღირებული, თუ არა - მომავალ თაობაში ნაპოვნი ბრწყინვალება?! ვამაყობდი იმით, რომ იმ ქვეყნის შვილი ვიყავი, რომლებშიც ეს ახალგაზრდები მუხლ ჩაუხრელი შრომით ნაშოვნი თანხებით ასეთ საოცრებებს ახდენდნენ. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავურბოდი საკუთარი ნაწერების ტყვეობას, რათა რეალობის აღქმა არ დამეკარგა, თუმცა ის რაც ახლა ჩემს გარშემო ხდებოდა... ერთი-ერთში ემთხვეოდა ჩემივე ნაწარმოების იდეოლოგიას. სიყვარულის ნათელი ფერები ყოველი ის ადამიანი იყო ჩემს გარშემო, რომლებიც ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში აღმოვაჩინე. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ მათ თავად გამოიკვლიეს გზა ჩემი უფერული ყოფისკენ და მასში ის სინათლე შემოიტანეს, რომელსაც ჩემი სული ინახვდა ღრმად. ყველაფერი რეალობად აქციეს, რაზედაც ვოცნებობდი. ნუთუ შეიძლება კაცი ოცნების გარეშე დარჩეს? არა... არა მგონია. რომ არა ოცნებებისკენ შეუპოვარი ლტოლვა არც არაფერი მოხდებოდა ამ ქვეყნად ახალი. სიკეთე აღარ იქნებოდა ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყველა აქ მყოფთ ქველმოქმედების სახელით გააერთიანებდა. ვგრძნობდი თუ, როგორ ამიფორიაქდა სხეულში სული და როგორი სისწრაფით იწყო მოძრაობა ძარღვებში სისხლმა. მათ გვერდი ახლოს ჩამოვჯექი, რადგან ცოტათი ფეხზე დგომა გამიჭირდა. ალბათ ემოციების ბრალია. სათამაშოები ირგვლივ კი არ მიმოფანტეს, არამედ თავდაყირა დააყანეს იქაურობა, თუმცა ბავშვური სიგიჟითა და სილაღით არც ესენი ჩამორჩებოდნენ მათ. ვატოს სახეზე ერთი-ორი მხიარული მიმიკური ჟესტიც კი საკმარისი იყო იქ მყოფთა გულიანი სიცილისათვის. სადაც სიკეთე და სიყვარულია იქ არ არსებობს თაობათა შორისი ზღვარი. ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი ეს სულიერი ერთობლიობის მაგალითია. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, თუმცა ბედისწერის მე მჯერა. კარგია, თუმცა ბედისწერის მე მჯერა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|