 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 დეკემბერი, 2017 |
კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს - გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!
ერთმა ძალიან კარგმა მანდილოსანმა – მარიამ ბეჟიტაშვილმა გაბრიელ ჯაბუშანურზე დოკუმენტური ფილმი გააკეთა, იხილეთ ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=yg2jv2dv2iQ
ჩემმა ერთ–ერთმა საუკეთესო მეგობარმა – ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ გაბრიელის ლექსზე „ერთგულება“ სიმღერა დაწერა, იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=cP-bsSjh1ZI
დაბოლოს:
გაბრიელ ჯაბუშანურისადმი
არხოტის მთებზე ღრუბლები ნელ-ნელა მიირწევიან, ქორ-შევარდენთა გუნდები სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები შლილ ფერდობებზე წვებიან, პოეტის ლექსთა მარულა ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო, არხოტი გელის შენია, ვაჟასთან ერთად შენცა ხარ მთის პოეზიის გენია.
მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.
https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story
ეს ლექსი 2010 წლის ზაფხულში დავწერე, ხოლო სიმღერად 2011 წლის გაზაფხულზე იქცა... ჩემმა მეგობარმა ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით 15 წუთში მოარგო მუსიკა ამ ჩემს ექსპრომტად დაწერილ ლექსს.
გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი იყო თავის თაობაში... უცებ მოვიდა მასზე სიტყვები გონებაში და მეც ცარიელ ფურცელზე გადავიტანე გონებაში აღბეჭდილი სიტყვები.
ამ სიმღერის პრემიერა 2011 წლის 26 ივნისს შედგა მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოზე, ამ სიმღერის პოპულარიზაციაში არანაკლები წვლილი მიუძღვის გელა დაიაურს, რომლისაც მე უზომოდ მადლიერი ვარ... უღვთოდ გასწირა განგებამ ეს არაჩვეულებრივი პოეტი, ვიცი, რომ მასაც ძალიან უყვარს ჯაბუშანურის პოეზია.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოთარ ბატონო! ძალიან მომეწონა, საინტერესო და კარგი პუბლიკაციაა, უფრო უკეთესი ვიდეოები, ვნახე დღეს ერთი და და სხვებსაც ვნახავ, ' გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას ვიცნობ იზა ჟაჭვაძის სტატიებიდან. აი, ეს მზიურში გამართული ხევსურული საღამოს ვიდეო თუ გაქვს დადე. ხომ იცი როგორ მიყვარს ხოლმე, სიმღერების მოსმენა შენი შესრულებით .
ოთარ ბატონო! ძალიან მომეწონა, საინტერესო და კარგი პუბლიკაციაა, უფრო უკეთესი ვიდეოები, ვნახე დღეს ერთი და და სხვებსაც ვნახავ, ` გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას ვიცნობ იზა ჟაჭვაძის სტატიებიდან. აი, ეს მზიურში გამართული ხევსურული საღამოს ვიდეო თუ გაქვს დადე. ხომ იცი როგორ მიყვარს ხოლმე, სიმღერების მოსმენა შენი შესრულებით .
3. ურაკპარაკის (და არამხოლოდ) მემატიანე ხარ, ოთარ. :)
ურაკპარაკის (და არამხოლოდ) მემატიანე ხარ, ოთარ. :)
2. არაუშავს... არაუშავს...
1. დიდებულია ლექსიც და მუსიკაც, გუშინ ვერ შეგეხმიანეთ პრეზენტაციაზე, რომ აირია წამოვედი) დიდებულია ლექსიც და მუსიკაც, გუშინ ვერ შეგეხმიანეთ პრეზენტაციაზე, რომ აირია წამოვედი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|