მას შემდეგ, რაც მამაჩემის ნაჩუქარი სახლი გავყიდე, რომელშიც ყველა კედელი თავისი ხელით ამოაშენა, გააკრა შპალერი და ზედ ყვავილივით გადაიყვანა თავისი სული, იატაკიც თავად დააგო, მყარად რომ მევლო (არავის ენდო), გააკეთა აბაზანა, სამზარეულო... ავეჯიც კი, ყველა ოთახში... და იყო ამაყი, რომ ასეთი სახლი მაჩუქა - თავისი ხელით გაკეთებული, სადაც მე აუცილებლად ბედნიერი ვიქნებოდი... მას შემდეგ, რაც ეს სახლი გავყიდე, სულ მეშინია, რომ ერთხელაც ვნახავ სიზმარს: რომ აი, მოდის მამაჩემი, როგორც მოდიოდა შაბათობით, ბაზრიდან, დატვირთული. ლიფტი არ მუშაობს და ფეხით ამოდის მეექვსე სართულზე, ცალ ხელში საზამთრო უჭირავს, მეორე ხელში ხილით დამძიმებული პარკი და ერთგული მეგობარი - ხის ყავარჯენი. ამოდის მხნედ და კარზე ზარს რეკავს. ელოდება, რომ მე გავაღებ, საზამთროს და ხილს ჩამოვართმევ, ჩავეხუტები, ჩაეხუტება შვილიშვილიც... ელოდება, სახე უცინის... მაგრამ კარს აღებს სხვა და ეუბნება, რომ მისი შვილი იქ აღარ ცხოვრობს. მე კი ვდგავარ ჩემი სიზმრის ფანჯარასთან, სირცხვილისგან ფარდის უკან ვიტუზები და ვხედავ, როგორ დგას შუა ქუჩაში დაბნეული და მხრებში მოხრილი მამაჩემი, ცალ ხელში საზამთრო უჭირავს, მეორე ხელში - ხილით დამძიმებული პარკი და ჩემზე მეტად ერთგული ყავარჯენი და ყველა გამვლელს ეკითხება: -ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ?! -ხომ არ იცით, სად არის ახლა ჩემი შვილი?! და რომ ვერ მპოულობს, სიზმარშიც კვდება და იქიდანაც სამუდამოდ მიდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. არც კი ვიცი რამდენჯერ უნდა დავუბრუნდე ამ ლექსს... სულ რამდენიმე ლექსი ვიცი რომლის წაკითხვასაც ამდენი ემოცია მოაქვს ისევ და ისევ აღფრთოვანება და სიყვარული ლექსს და ავტორს არც კი ვიცი რამდენჯერ უნდა დავუბრუნდე ამ ლექსს... სულ რამდენიმე ლექსი ვიცი რომლის წაკითხვასაც ამდენი ემოცია მოაქვს ისევ და ისევ აღფრთოვანება და სიყვარული ლექსს და ავტორს
13. სულის შემძვრელია... მოკლემეტრაჟიანი ფილმივითაა, სულ 1 წუთი უნდა. შეუდარებელია! სულის შემძვრელია... მოკლემეტრაჟიანი ფილმივითაა, სულ 1 წუთი უნდა. შეუდარებელია!
12. ყოჩაღ, ლელა! გამაჟრიალა!
ყოჩაღ, ლელა! გამაჟრიალა!
11. მოგვიანებით, მაგრამ დიდი მადლობა ყველას :) მოგვიანებით, მაგრამ დიდი მადლობა ყველას :)
10. ჩემი მოწონებაც დავტოვე.. ჩემი მოწონებაც დავტოვე..
8. ძალიან ემოციურია! ძალიან ემოციურია!
7. ეს ნაწერი ქულებით არ იზომება! უძლიერესია! ეს ნაწერი ქულებით არ იზომება! უძლიერესია!
6. ვიცი და მახსოვს. ამას რა დამავიწყებს! :* ვიცი და მახსოვს. ამას რა დამავიწყებს! :*
5. მშვენიერია!!! 5 მშვენიერია!!! 5
4. ჩემზე ერთგული ყავარჯენი...... ეეჰჰ... მართლა კარგია... მგონი ყველას აქვს გაყიდული , მამის სახლი ერთხელ მაინც.... ჩემზე ერთგული ყავარჯენი...... ეეჰჰ... მართლა კარგია... მგონი ყველას აქვს გაყიდული , მამის სახლი ერთხელ მაინც....
3. ამ ლექსის ყოველ წაკითხვაზე ვიზაფრები...
ამ ლექსის ყოველ წაკითხვაზე ვიზაფრები...
1. იმდენად მძაფრი და ემოციურია! ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს და მოწონება „მამის სახლს“!..
+5 იმდენად მძაფრი და ემოციურია! ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს და მოწონება „მამის სახლს“!..
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|