| ავტორი: ზვიადიი ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2017 |
დილა
ოჩოფეხივით გაშლილ მდელოზე ნისლი შუაგულს ფორთხვით დაბობღავს ფიფქების მოსვლას მთები ელოდნენ უეცრად ბორცვზე ნისლი გამოჩნდა
შემკრთალი ნისლი ხლართავს აპეურს მინდვრის წალკოტი ხევში იღვიძებს ვხედავ ვენახებს წლობით დამშეულს და ბილიკები თეთრად ვიხილე
შორით ჭექაა ,ქუხილის მსგავსი მეხის ტყორცნაა, ვით ზარბაზანის სუფრის ბოლოში დამჯდარა მახვში ვით მეომარი და ფარნავაზი
ღვინო ჩქეფს ჯამში, როგორც ჩანჩქერი გარეთ კი ნისლი აპეურს ხლართავს წკნელებს ვჭოკრავ და მზეს შორს გავცქერი წევს ფიქალივით ფინია კართან
ღამის ზმორებას მზის სხივი მოჰყვა იღვიძებს მთა და ღამის მსტოვრები კედლის ბოლოზე დაკიდულ ხონჩას რთავს შუქი თეთრი იაგუნდებით
ბრწყინავს მინდორზე ჩალის ღერები მთებს გაუხდია შავი ძაძები მდინარე ბორგავს და გახელებით ტალღებს ვერ აწვდენს ჩიტებს გაფრენილს
დილის მორევში იწვის საბძელი გაფრენილ ჩიტებს ვერ დააბრუნებ მიკვირს ამ დილას როგორ გავძელი გულს იმედები გაანადგურებს.
იისფერი საღამო
იისფერია ახლა საღამო ჰორიზონტები ელვარებს მკრთალად შემომენთები ჩემო მაყარო და ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა
მაშორებს მთვარეს კილომეტრები ტირიან კარის ნათესავები თუ სად ჩავქრები, ვერ ავენთები მიაქვთ სიკეთე სავსე ნავებით
რეკენ ზარები მირზაანისა ზარის კივილზე ყმუის ლეკვები გაბრწყინებულა მთვარე აშიკად გაჯერებული უცხო კერებით
მიირხევიან ხეთა ჩრდილები სხივებს სთავაზობს გავსილი მთვარე დაბუდებილი სულში იჭვებით ყავარჯენივით ვეყრდნობი კარებს
მონოტონური იწვება ღამე რტოებს ეკვრიან აბლაბუდები ისევ ვეყრდნობი სალოცავ კარებს ის გავსილია ყარაულებით
ღამის ტარიგებს ახრჩობს ნიავი სმენაშეკრული იკივლებს ჭოტი მოიწევს ჩემკენ მსგავსი მირაჟის აყივლებული ტეხურა მორბის
იისფერ ღამეს გასდევს იჭვები და ლერწამივით ვერ ავინთები ღამე ამგვარი იყო პირველი ცაში მფრინავი თეთრი ქედნებით
იისფერია ახლა საღამო ჰორიზონტები ელვარებს მკრთალად შემომენთები ჩემო მაყარო და ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|