 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 9 იანვარი, 2018 |
არც ისეთი განათლებული ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე და არც ისეთი უვიცი, არ ცოდნის რომ არ შემრცხვეს (ვინც არაფერი არ იცის, არ ცოდნის უხერხულობასაც არ გრძნობს) !.. სადღაც შუაში ვარ... ცოდნასა და უცოდინარობას შორის გაჩხერილი... გაჩხერილს ვამბობ, რადგანაც ეს ადგილი და მდგომარეობა სულაც არაა შესაშური, არც გამმაამაყებელი... ზოგიერთები თავს გენიოსებად მიიჩნევენ ამა თუ იმ საკითხზე ელემენტარულ ცოდნას თუკი ფლობენ. მე კი პირიქით, მთრგუნავს ამგვარი ელემენტარულობა, საოცრად მამძიმებს ცოდნის ასეთი სიმსუბუქე... მამძიმებს, რადგან ასეთი ყოფნა იმ ჩიტის გასაცოდავებულ ფრენას გავს, რომელსაც რაღაც გარემოების გამო ერთი ფრთა მოსტეხია და დაღლის პიკს მიღწეული შეუდრეკელი მოთმინებით, საღი ნახევრით, მაინც ჯიუტად ცდილობს მოვალეობის მოხდას... სწორედ რომ მოვალეობის მოხდას გავს, ჩემი და ჩემი მსგავსი ადამიანების, განათლებასთან შორიახლო სიარული. იმ მოვალეობისას, რომელიც საზოგადოების წინაშე გვაკისრია - " ისე ვისაუბროთ, ისე ვიმოქმედოთ, რომ ჩვენმა ნათქვამმა და ქცევამ ჩვენივე პიროვნება არ დააზიანოს." მრცხვენია ასეთი მოვალეობის... მრცხვენია და ვცდილობ... ვცდილობ ორი გზიდან ერთ-ერთი ავირჩიო: ან დავკარგო ის მცირედიც, რაც გამაჩნია, ანდაც... უფრო მეტი წიგნიერებით გავამდიდრო არსებული სიღარიბე... მე მეორეს ვირჩევ...თანდაყოლილი ან შეძენილი "ქონების" დაკარგვას მის გაზრდას ვამჯობინებ!.. და თქვენც, ჩემნაირებო, ჩემზე ცოტათი ნაკლებებო და ცოტათიც მეტებო... თქვენც ვისაც გჯერათ, რომ გენიოსები ხართ, კეთილი გულით გირჩევთ ჩემსავით მეორე გზას გაყვეთ, მეორე - ხიფათებით დატვირთულ, მაგრამ შედეგიან, მზისთვალა ბილიკს! გაყევით და გამზიანდით, განათდით, განათლდით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. Geniosoba es aris xedava, romelic horizontis yvela punqts erti tvalis movlebit agiqvams.... Geniosoba es aris xedava, romelic horizontis yvela punqts erti tvalis movlebit agiqvams....
2. არანაირად არაა ცოდნა გენიოსობა და არც ეს ნაწერი არაა პროზა სხვა-ში ჯობდათ დაგედოთ ან ფორუმზე ყველაზე კარგ ვარიანტში არანაირად არაა ცოდნა გენიოსობა და არც ეს ნაწერი არაა პროზა სხვა-ში ჯობდათ დაგედოთ ან ფორუმზე ყველაზე კარგ ვარიანტში
1. ისა და,ბარემ აქ ვარ და უცებ განვავრცობ: წიგნიერ და განათლებულ კაცს,სულ აქვს იმის განცდა, რომ არაფერი არ იცის.უწიგნურს კი,პირიქით. მხატვრული ლიტერატურის(რომელიც ყველაფერს აღემატება) არ ცოდნა, შეიძლება იმდენად არ იყოს სასირცხვილო,ვიდრე სურვილის არ ქონ რომ აივსო.სამწუხაროდ ბოლო კატეგორია უმეტესობაა. რაც შეეხება რიტურიკულ კითხვას(სათური),ვთქვათ ასე და მეც შეკითხვით დავიწყებ: - რამდენად განსაზღვრავს გენიოსობის ფაქტორი გენიოსის მოქმედების ავ/კარგს?
- გენიოსი ნიშნავს კეთილს? აინშტაინი... რა მოუტანა მინმა გამოგონებამ ქვეყნიერებას? შეიძლება მითხრათ ნაგასაკი, ხიროსიმა და ჩერნობილიო, მაგრამ გიპასუხებ რომ ამავე დროს 100 ობით მილიონ ადამიანს მოუტანა ელექტრო ენერგია.
ნიუტონმა 2 კატისათვის 2 ნახვრეტი გააკეთა, ერთი დიდი და მეორე პატარა...
ხოლო ერთი ფიზიკოსი (გვარი აღარ მახსოვს ზუსტად) გენიოსად არ მოიხსენიება, მაგრამ საკმაოდ ცნობილია. სახლის ჭიშკარი ძნელად ეღებოდა, როცა მიუთითეს რომ ხომ არ შეეზეთა ან რამე მოეხერხებინა ჭიშკრისათვის რომ კარგად ემუშავა, მან მიუგო. ის ისედაც კარგად მუშაობს, ყველა, ვინც აღებს ამ ჭიშკარს გარკვეული რაოდენობის წყალს ტუმბავსო. (აი პრაქტიკული ჭკუა)
გენიოსი არ აკეთებს არც სიკეთეს და არც ბოროტებას, ის აკეთებს თავის გასაკეთებელს. გარკვეული დრო და საზოგადოება მის მიერ გაკეთებულს შეაფასებს/განსაზღვრავს და მივიღებთ ე.წ. კეთილ ან ბოროტ ნამოქმედარს.
მოცარტს სიკეთე არ უკეთებია, მან თავისი საქმე აკეთა, მაგრამ მის მიერ გაკეთებული შეფასდა როგორც სიკეთე. ამ სიკეთის არსი ის არის, რომ მან აამაღლა ადამიანი როგორც გონებრივი პოტენციალის მქონე ჰუმანური ინდივიდი ანუ ადამიანი ქმნის არა მარტო ბომბებს, არამედ ასეთ შედევრებსაც.
ნაპოლეონს ჩემი აზრით ისევე როგორც ცეზარს ან ალექსანდრე მაკედონელს სიკეთე არ უკეთებიათ, შეიძლება ითქვას რომ მათ საქმეებს ბევრი ბოროტებაც კი მოყვა, მაგრამ საზოგადოება პატიობს. დღეს აღარავინ ამახვილებს აქცენტს მათი ნამოქმედარის უარყოფით მხარეებზე და ეს გასაგებიცაა.
ყველა ჭკვიანი -გენიოსი არ არის.პირიქითაც.
.ვან გოგი გენიოსი იყო, მაგრამ ელემენტარული იმის ჭკუაც კი არ ყოფნიდა რომ თავისი თავი იდიოტად არ ჩაეთვალა და ერთი სურათის მაგივრად 10 და უფრო მეტი სურათი გაეყიდა.
თუმცა გენიოსების ერთ-ერთი თვისებაა ის რომ თავისი საქმის მეტი მათ არაფერი არ აინტერესებთ. მშივრები, ჩაუცმელნი იყვნენ, ოღონდაც თავისი საქმე აკეთებინე.
(მოკლედ სიჩქარეში თუ რაიმე გაიგეთ მადლობა უდიდესი) ასე იცის შემოქმედებითმა კრიზისმა,დაგახატინებს,დაგაწერინებს,სულს ამოგაცლის )
ისა და,ბარემ აქ ვარ და უცებ განვავრცობ: წიგნიერ და განათლებულ კაცს,სულ აქვს იმის განცდა, რომ არაფერი არ იცის.უწიგნურს კი,პირიქით. მხატვრული ლიტერატურის(რომელიც ყველაფერს აღემატება) არ ცოდნა, შეიძლება იმდენად არ იყოს სასირცხვილო,ვიდრე სურვილის არ ქონ რომ აივსო.სამწუხაროდ ბოლო კატეგორია უმეტესობაა. რაც შეეხება რიტურიკულ კითხვას(სათური),ვთქვათ ასე და მეც შეკითხვით დავიწყებ: - რამდენად განსაზღვრავს გენიოსობის ფაქტორი გენიოსის მოქმედების ავ/კარგს?
- გენიოსი ნიშნავს კეთილს? აინშტაინი... რა მოუტანა მინმა გამოგონებამ ქვეყნიერებას? შეიძლება მითხრათ ნაგასაკი, ხიროსიმა და ჩერნობილიო, მაგრამ გიპასუხებ რომ ამავე დროს 100 ობით მილიონ ადამიანს მოუტანა ელექტრო ენერგია.
ნიუტონმა 2 კატისათვის 2 ნახვრეტი გააკეთა, ერთი დიდი და მეორე პატარა...
ხოლო ერთი ფიზიკოსი (გვარი აღარ მახსოვს ზუსტად) გენიოსად არ მოიხსენიება, მაგრამ საკმაოდ ცნობილია. სახლის ჭიშკარი ძნელად ეღებოდა, როცა მიუთითეს რომ ხომ არ შეეზეთა ან რამე მოეხერხებინა ჭიშკრისათვის რომ კარგად ემუშავა, მან მიუგო. ის ისედაც კარგად მუშაობს, ყველა, ვინც აღებს ამ ჭიშკარს გარკვეული რაოდენობის წყალს ტუმბავსო. (აი პრაქტიკული ჭკუა)
გენიოსი არ აკეთებს არც სიკეთეს და არც ბოროტებას, ის აკეთებს თავის გასაკეთებელს. გარკვეული დრო და საზოგადოება მის მიერ გაკეთებულს შეაფასებს/განსაზღვრავს და მივიღებთ ე.წ. კეთილ ან ბოროტ ნამოქმედარს.
მოცარტს სიკეთე არ უკეთებია, მან თავისი საქმე აკეთა, მაგრამ მის მიერ გაკეთებული შეფასდა როგორც სიკეთე. ამ სიკეთის არსი ის არის, რომ მან აამაღლა ადამიანი როგორც გონებრივი პოტენციალის მქონე ჰუმანური ინდივიდი ანუ ადამიანი ქმნის არა მარტო ბომბებს, არამედ ასეთ შედევრებსაც.
ნაპოლეონს ჩემი აზრით ისევე როგორც ცეზარს ან ალექსანდრე მაკედონელს სიკეთე არ უკეთებიათ, შეიძლება ითქვას რომ მათ საქმეებს ბევრი ბოროტებაც კი მოყვა, მაგრამ საზოგადოება პატიობს. დღეს აღარავინ ამახვილებს აქცენტს მათი ნამოქმედარის უარყოფით მხარეებზე და ეს გასაგებიცაა.
ყველა ჭკვიანი -გენიოსი არ არის.პირიქითაც.
.ვან გოგი გენიოსი იყო, მაგრამ ელემენტარული იმის ჭკუაც კი არ ყოფნიდა რომ თავისი თავი იდიოტად არ ჩაეთვალა და ერთი სურათის მაგივრად 10 და უფრო მეტი სურათი გაეყიდა.
თუმცა გენიოსების ერთ-ერთი თვისებაა ის რომ თავისი საქმის მეტი მათ არაფერი არ აინტერესებთ. მშივრები, ჩაუცმელნი იყვნენ, ოღონდაც თავისი საქმე აკეთებინე.
(მოკლედ სიჩქარეში თუ რაიმე გაიგეთ მადლობა უდიდესი) ასე იცის შემოქმედებითმა კრიზისმა,დაგახატინებს,დაგაწერინებს,სულს ამოგაცლის )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|