ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2018


ობლობა

როდესაც ზეცას ობლობა მოსავს
ლურჯი იები იცვლიან ფერებს,
კამელიები მტირალი მორთან
ვეღარ ფარავენ იმ სიწითლეებს.
და შუქი როცა კიაფობს მდორედ
ზღვა ფერმიხდილი გაქცევას ლამობს
ხავსი ედება ღორღსა და ყორეს
სირინოზებიც ტოვებენ ჭაობს.
სურნელი ზეცის იქცევა კვამლად
ფერებს იცვლიან ყოველნი ირგვლივ,
ლღვება ყინული, ვითარცა ქარვა
აღარ მოისმის სიმღერა მიწის.
ცის ვარსკვლავები, ვით ნატურმორტი
უსულო ცაზე ხატავენ სურათს,
დგას მოთენთილი ქალაქის პორტი
ვით ბიჭი მთვარეს, გაჰყურებს გემბანს.
ქალაქის ხმაურს ეძლევა ღამე
ვარსკვლავი ხეებს დასცქერს ჭოტივით,
და საათებიც ისვრიან წამებს
ღამეში იწვის მორი მოჭრილი.
ზეცაც იმავე მორივით იწვის
ღამის გუშაგნი ანთებენ სანთლებს,
როგორც ზამთარში პირველი ფიფქი
ისე ეცემა ფოთოლი თავქვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს