ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღარბი64
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2018


მირაჟებს შორის

მირაჟებს  შორის  ცა  ისევე  რექვიემობდა-
და  ღამე  ჰგავდა  ჩაძინებულ,  მორჩილ  მონაზონს,
რა  იქნებოდა,  ო,  ნეტავი  რა  იქნებოდა
ამ  ლურჯ  თოვებას  დაებარდნა  ეგ  შენი  ეზო;
რა  იქნებოდა  თელიანში  ისევ  მენახე,
და  ნანისლარი  დამეკოცნა  შენთვის  თვალები,
დაბნეულები  ჩავუვლიდით  ფერმკრთალ  ვენახებს,
და  გათენებას  ისევ  ერთად  შევიყვარებდით...
რა  იქნებოდა  ვერცხლისფერი  ვარსკვლავთაცვენა
ერთად  გვენახა  გათოშილებს  ჩვენი  სახლის  წინ,
და  როგორც  უწინ  ერთხელ  კიდევ  გამოგვეგონა
ხვიარა  ვარდებს  როგორ  ვკოცნით  ლამაზ  სიზმარში...
რა  იქნებოდა  მერცხლის  ბუდეც  გადაგვერჩინა,
როცა  ცა  ჰგავდა  ჩაძინებულ,  მორჩილ  მონაზონს,
რა  იქნებოდა,  ო ,  ნეტავი  რა  იქნებოდა
ამ  ლურჯ  თოვებას  დაებარდნა  ეგ  შენი  ეზო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები