უნდა იცოდნენ გოგოებმა, რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს, ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს. რა სიყვარული შეუძლიათ ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით, სიპ ნისლებზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს, ღამეზე ადრე შეღამებულებს. უნდა იცოდნენ, რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან მამის საწოლში, მამის უჯრულა პერანგებით ჩაძინებულ, მონატრებისგან მოკუნტულ შვილებს. უხმო სიმღერა. უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა, მხრებზე შესმული გოგოების პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად, უნდა იცოდნენ. უნდა იცოდნენ, სიყვარული არსად არ მიდის. არ ბრუნდებიან მამები უკან, არ მიდიან მამები მათგან. წვანან მგლებივით, გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან წვანან მგლებივით, და უღრენენ შიშის ურჩხულებს. და როცა ღამე - მდინარესავით ჩამოვლილი, და როცა ღამე - მდინარესავით ჩამოვლილი, ჩამოატარებს მათ ამოსუნთქვას - გოგოების ფანჯრის მინებზე შეორთქლილ ღრუბლებს, ჩამოატარებს მზის ამოსვლას - ბადეში გაბმულ ოქროს თევზივით მოფართხალეს ხეთა ჩრდილებში, უნდა ჩაუთქვან გოგოებმა, უნდა ჩაუთქვან, გაიქცნენ მწვანე, ტრიალ მინდორზე, ტრიალ მინდორზე. მთვლემარე ბალახს თხელი ზურგები დააფარონ, თხელი ზურგები დააფარონ. ხელები - თავქვეშ, ხელები - თავქვეშ. თვალები - ცისკენ. თვალები - ცისკენ და მამების თბილ სიზმრებისკენ გადაფრენას უნდა უყურონ, რომ სამუდამოდ დაიმახსოვრონ და მერამდენედ მოისმინონ, როგორ მღერიან ამ დროს მამები - ვარსკვლავებზე მოთევზავენი უხმო სიმღერას მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ემოციური ტექსტია და იმოქმედა ამან თავის დროზე ჩემზე :( ემოციური ტექსტია და იმოქმედა ამან თავის დროზე ჩემზე :(
8. მაქვს მე მაგ გოგოების კარგი ფოტო:) სულ მეტირება ამაზე... მაქვს მე მაგ გოგოების კარგი ფოტო:) სულ მეტირება ამაზე...
7. მაჟრიალებდა რო ვკითხულობდი.: ) ეს სხვაგანაც მქონდა წაკითხული აქამდეც. თუ არ ვცდები შეცვლილია რაღაცეები ცოტა. მაჟრიალებდა რო ვკითხულობდი.: ) ეს სხვაგანაც მქონდა წაკითხული აქამდეც. თუ არ ვცდები შეცვლილია რაღაცეები ცოტა.
6. შემძვრელი ლექსი, ძალიან ტკივილიანი, მართალი და მანუგეშებელი. ამ ლექსს ჩემს დღიურში წავიღებ, რომ ერთ დღეს, როცა ცოტა წამოიზრდებიან, გაიგებენ, ჩემს უმამო გოგოებს, ჩემს დისშვილებს წავუკითხო და კიდევ ერთხელ სხვისგანაც მიიღონ დასტური, რომ ,,არ მიდიან მამები მათგან." ძალიან დიდი მადლობა ლექსისთვის, ქ-ნო ლელა! შემძვრელი ლექსი, ძალიან ტკივილიანი, მართალი და მანუგეშებელი. ამ ლექსს ჩემს დღიურში წავიღებ, რომ ერთ დღეს, როცა ცოტა წამოიზრდებიან, გაიგებენ, ჩემს უმამო გოგოებს, ჩემს დისშვილებს წავუკითხო და კიდევ ერთხელ სხვისგანაც მიიღონ დასტური, რომ ,,არ მიდიან მამები მათგან." ძალიან დიდი მადლობა ლექსისთვის, ქ-ნო ლელა!
5. როგორ მიყვარს კარგი ლექსები კარგ მამებზე.. სიყვარული დავტოვე აქ.. როგორ მიყვარს კარგი ლექსები კარგ მამებზე.. სიყვარული დავტოვე აქ..
4. არაჩვეულებრივი ლექსია. " მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოები"-ეს კადრი წარსულის ნიშნით აჯობებდა, მგონი. თითქოს მთლიან სურათტან წინააღმდეგობაში მოდის არაჩვეულებრივი ლექსია. " მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოები"-ეს კადრი წარსულის ნიშნით აჯობებდა, მგონი. თითქოს მთლიან სურათტან წინააღმდეგობაში მოდის
3. ვახ, რა ხალხი, რა ხალხი ხომ მშვიდობაა ? :))
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა, მხრებზე შესმული გოგოების პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
არ მიდიან მამები მათგან. წვანან მგლებივით, გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან წვანან მგლებივით, და უღრენენ შიშის ურჩხულებს.
რა უნდა გითხრა აბა? შენც ხომ იცი რომ ძალიან მაგარია ამიგო :)
ულაპარაკოდ 5
ვახ, რა ხალხი, რა ხალხი ხომ მშვიდობაა ? :))
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა, მხრებზე შესმული გოგოების პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
არ მიდიან მამები მათგან. წვანან მგლებივით, გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან წვანან მგლებივით, და უღრენენ შიშის ურჩხულებს.
რა უნდა გითხრა აბა? შენც ხომ იცი რომ ძალიან მაგარია ამიგო :)
ულაპარაკოდ 5
2. უსულოდ დაგაგდებს ისეთი მაგარია. უსულოდ დაგაგდებს ისეთი მაგარია.
1. დავსხდებით ხოლმე უმამო გოგოები ( დიდ-პატარები), ვკითხულობთ ამ ლექსს და ვიწმენდთ ცრემლებს ჩუმ-ჩუმად...
მერე ისევ წავიკითხავთ - "არ მიდიან მამები მათგან. წვანან მგლებივით, გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან წვანან მგლებივით, და უღრენენ შიშის ურჩხულებს. "
და აღარ გვეშინია :)
დავსხდებით ხოლმე უმამო გოგოები ( დიდ-პატარები), ვკითხულობთ ამ ლექსს და ვიწმენდთ ცრემლებს ჩუმ-ჩუმად...
მერე ისევ წავიკითხავთ - "არ მიდიან მამები მათგან. წვანან მგლებივით, გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან წვანან მგლებივით, და უღრენენ შიშის ურჩხულებს. "
და აღარ გვეშინია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|