ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2018


#N/A 3-4

უფრთო ფრინველის მკლავები

ენეი, ისევ ენეი
და ყველა შენს..
მერეი
უფრო ახლოს
ვიდრე შორს
უფრო გნატრობ
ვიდრე გთხოვ
უშნო მნათობი გამართობს
უფრთო ფრინველიც არ ნანობს..
და ჯერ არსად
და მეც სხვა გზა
დანაცრისფრდა
და ბარბაცით წაბარბაცდა
წარბს არ დაცდა
გადანაცვლდა
არც დამცდა
არც გაზარმაცდა
რას გეტყოდი
ვერა რას
ინატრებდა
ალბათ მკლავს..


გმადლობ

გმადლობ რას თან განა ვის
არაფერს და ნახვამდის
გნატრობ სადაც აღარ წვიმს
და სადაც წვიმს იქაც..
სევდიანი ფერის აღქმა
ცრემლიანად ჟღერდეს
მწერდეს თუნდაც ათჯერ
არ გაცივდეს, ოღონდ
ჩემ ბედს..
ქარში ალბათ დარჩენია
სახლი სადღაც სადაც
კითხვა არავის დაუსვამს
მართლაც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები