ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
26 იანვარი, 2018


Emily Dickinson - How happy is the little Stone (1510)

ემილი დიკინსონი - სანუკვარია კენჭის იღბალი (1510)

სანუკვარია კენჭის იღბალი,
კენტად რომ უწევს გზაზე ყიალი,
კარიერისთვის არასდროს ზრუნავს,
საჭიროებაც ვერ მოგვრის ურვას!
ნაცრისფერია მისი საცმელი
მას მერე, იქმნა რაც ცა და ხმელი,
თვითმყოფადია მზესავით მიწყივ,
მარტოკა თბება, ან სხვებთან მწკრივში
და აღასრულებს განგების ნებას
უბრალოდ, ძალადაუტანებლად.

26 იანვარი, 2018 წ.



Emily Dickinson -  How happy is the little Stone (1510)

How happy is the little Stone
That rambles in the Road alone,
And doesn’t care about Careers,
And Exigencies never fears –
Whose Coat of elemental Brown
A passing Universe put on,
And independent as the Sun
Associated or glows alone,
Fulfilling absolute Decree
In casual simplicity –

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები