ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღარბი64
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2018


დამაგვიანდა

დამაგვიანდა,  იქნებ  შენთან  დამაგვიანდა,
თუ  ნაწვიმარი  ქარიშხლები  რეკენ  რექვიემს,
გადაიარა,  ნიაღვრობამ  გადაიარა,
მე  კი  უჩუმრად  ვეფერები  შენს  ფერმკრთალ  თითებს;
დამაგვიანდა,  იქნებ  შენთან  დამაგვიანდა,
ხელში  ჩამაკვდა  უცაბედად  მფრთხალი  ბეღურა,
თუ  ნაქარალმა  დილის  ნისლმა  გადაიარა,
ანდა  ვიღაცამ  უშენობით  ხისტად  გამქურდა...
დამაგვიანდა,  იქნებ  შენთან  დამაგვიანდა,
თუ  სახეს  სერავს  უტიფარი  წვიმის  მაჟორი-
სველი  ქუჩები  აჩრდილივით  გამოვიარე,
და  დაგადევნე  ჩუმი  სევდა  ჟამმორეული;
დამაგვიანდა,  იქნებ  შენთან  დამაგვიანდა,
თუ  ყველა  საათს  ჩამოატყდა  ბასრი  ისრები,
ნელა  მომქონდა  გრილი  ტანით  იქნებ  იარა,
და  მეც  სხვასავით  წარსულ  დროში  დავისადგურე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები