ახლა გზავნილებს ინბოქსში ყრიან, აღარც მტრედს მოაქვს ბარათი ღია. ახლა “მესიჯობს” ნუცა, თეკო და ნია, მათ გაუმართავთ ეს–ემ–ეს კონ–ფე–რენ–ცია. ის დრო წავიდა – პროფესორების, გოეთეების, ჰომეროსების. დროა პიარის, ფულის ჩხრიალის, კომერციული დროა. თუ ბებოები იტყოდნენ ადრე: “მთავარი არის პატიოსნება”, ახლა სიძეებს ზომავენ ასე: “რა მანქანა ყავს? –“ ჯიპი–ოცნება.” “რა მობილური? ან რა კეისი? ნუთუ, გვეყოფა ბინის სფეისი? ამასთან, თუ ის არის “ფეისი”, თითქმის პრინცია უკვე ვეილსის. “პორტირება “ცვეტშია”? გიას გოგო სვეტშია. ელიტაა, თუ ბომონდი? ნამდვილი “სვეტი”, თუ პონტი? ან ეს გუგაჩო ვინაა? მან სად გაიცნო ნინაა – ეს გიას გოგო? მე ფრიად მაინტერესებს, ფერი ფერს თუ შეხვდება და მადლი ღმერთს. ჯეოსელი თუ მაგთია, ეგ უკვე საქმე მათია. პორტირება რომ “ხოდშია”, ეგეც “ბიძების” ხოშია; და ამ დროს მრავალს რომ შია, პირს აფჩენს, როგორც შოშია, მათთვის ერთი დღე გროშია და ერთი თეფში ბორშია, ზოგისთვის კიდევ? – პორშეა. მთავარი არის, რომ სულით ვიყოთ ერთურთის ერთგული. გუგას და ნინას შორის არ იდგეს ვინმე ორი; მართალი იყვნენ ღმერთთან, როცა რჩებოდნენ ერთად. რაღაცა იყოს მყარი, რასაც ვერ შეცვლის მოდა, არ მითხრათ ახლა: “მარი, შენ კიდე რეებს ბოდავ!” არა, უბრალოდ ვამბობ, რომ გუშინ ვნახე ღმერთი, მე ისევ მასთან ვსალმობ, ისევ სანთლების ღვენთი დამდის და ისევ მინდა, ამურმა იბატონოს, და როგორც წყვილი წინდა, ისე არ გამოცვალოს გუგამ და ნინამ: სვეტში მოსულიაო – არ თქვან. ან, სხვამ –ჭედავსო ნეტი, თორემ, იცოცხლეთ, ქაქანს მოაყოლებდნენ იმდენს, რა სიყვარული, თურმე? ვირტუალური თუკი მოდის ეს საუკუნე? პ.ს. სიყვარული ვერტიკალურია და თანაც, ბრუნვადი თქვენი დედამიწა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ეჰ, უმანია უმანია :) ეჰ, უმანია უმანია :)
8. კარგი რა... სამყაროს ჩვენ ვერ შევცვლით... კარგი რა... სამყაროს ჩვენ ვერ შევცვლით...
7. ძალიან გაბრაზებული ყოფილხარ უმა ეს რომ დაგიწერია, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? რამეს თუ აკეთებ ამის შესაცვლელად?
ძალიან გაბრაზებული ყოფილხარ უმა ეს რომ დაგიწერია, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? რამეს თუ აკეთებ ამის შესაცვლელად?
6. მომეწონა, ჩემი სათქმელიც შენ თქვი, მომეწონა, ჩემი სათქმელიც შენ თქვი,
5. ბევრი რამეა აქ, ჩვეულებრივი რამეები რაზეც ნერვები ეშლება ადამიანთა უმრავლესობას ჯერ კიდევ საბედნიეროდ მაგრამ პოეზიის რა გითხრათ? ვერაფერს გეტყვით (უარესებიც მინახავს ამ საიტზე) .. წარმატებები თქვენ. ბევრი რამეა აქ, ჩვეულებრივი რამეები რაზეც ნერვები ეშლება ადამიანთა უმრავლესობას ჯერ კიდევ საბედნიეროდ მაგრამ პოეზიის რა გითხრათ? ვერაფერს გეტყვით (უარესებიც მინახავს ამ საიტზე) .. წარმატებები თქვენ.
4. იუმორისტულიც ვიფიქრე, მაგრამ არც მთლად იუმორისტულია... აქ სატირაცაა, სინამდვმილეც, ირონიაც და რასაც დაინახავთ, ყველაფერი... :) იუმორისტულიც ვიფიქრე, მაგრამ არც მთლად იუმორისტულია... აქ სატირაცაა, სინამდვმილეც, ირონიაც და რასაც დაინახავთ, ყველაფერი... :)
3. ვერ აღვიქვი პოეზიად. ბრმა ვარ ვერ აღვიქვი პოეზიად. ბრმა ვარ
2. არა, ვგულისხმობ "სვეტში", ანუ, "სვეტებში"... არა, ვგულისხმობ "სვეტში", ანუ, "სვეტებში"...
1. გუგამ და ნინამ: სვეტში (ცვეტში უნდა იყოს!) თან ...ბრჭყალებში :) იმდენი ინფორმაციაა აქ რომ ბოლოს აზრი გამიწყდა . ბრუნვა რომ წარმოვიდგინე ! :) გუგამ და ნინამ: სვეტში (ცვეტში უნდა იყოს!) თან ...ბრჭყალებში :) იმდენი ინფორმაციაა აქ რომ ბოლოს აზრი გამიწყდა . ბრუნვა რომ წარმოვიდგინე ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|