ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმპროვიზატორი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2018


დაბრუნების მანიფესტი ანუ ძველი და ამავადროულად, უძველებელი წერილი თვით ბიძია ჰარის

- როგორ დავიწყო ?
- მე მეკითხები ?
- ჰო... შენ ჰომ პროზისათვის საინტერესოდ მოწყობილი გონება გაქვს, ოღონდ ჯერ არ აღმოგიჩენია 
- ახლა დავიძაბე. ბიძაშენია, ბებიაჩემი კი არა...
- ეგრე რა...
-----------------------------


ჩემო ბიძაჩემო და არა ჩემი სანახევროდ ბულგარელის ბებიამისო ბიძია ჰარი,

რა ხანია წერილი არ დამიწერია. ვზივარ ახლა სამზარეულოში და ვფიქრობ რა მოგწერო იმ ქალაქიდან, სადაც რაც მე მიყვარს, ან ამორალურია ან აკრძალული. ცოტა შეზარხოშებული კი ვარ, ისე... სამი სახარების მერე რა დავლიოთო, მკითხა ჩემმა ბულგარელმა, სანახევროდ, ანუ სანახევროდ ბულგარელმა, სანახევროდ კი არ უკითხავს... ჰოდა, გავყევით ასე -ეპისტოლეებს, მოციქულთა საქმეებს და აპოკალიფსამდე რომ მივედით, გადავწყვიტე უწერილოდ არ გამოვა ამ ქალაქის დატოვებამეთქი... წასვლასაც წესი და რიგი აქვს თავისი, პილატე რომ პილატე იყო... გაქცევის  წინ იმანაც დაიბანა ხელიმეთქი. მე ახლა ხელების დაბანის ტრაკი არ მაქვს, ბუძი, ჰოდა, ცოტა დაუბანელი წერილი იქნება და არ შეგეშინდეს. ბულგარელი ჩხუბობს, ამხელა კაცს ტურტყლიანი წერლი უნდა გაუგზავნოო? ჰოდა ლამის ლეპტოპიანად ჩადოს აბაზანაში, ვერაა მგონი. კარგია ეგ. სუნთქვაა ეგ, მხედველობაა... ექიმები ასე არ ამბობენ ? თუკი ახალგაზრდობაში მაგრად გაკლია, კერძოდ თვალშიო,  ასე, ბალზაკის ასაკისათვის შეიძლება სულაც აფსოლუტური მხედველობა გქონდესო... ანუ, რა გამოდის აქედან ? სიგიჟე იმდენად საშიში რამეა, რომ დროის რომელიღაც სიბრტყეში, შეიძლება დაჭკვიანდე კიდეც ?
ბუძი, მითხარი რა როგორ აცდი შენ მაგ სიბრტყეს.
ბულგარელსაც აინტერესებს, სანახევროდ. ანუ სანახევროდ ბულგარელს, სანახევროდ კი არ აინტერესებს.
ჰოდა... დღეს, დილით, უნივერსიტეტში რომ მივდიოდი,  სამი ძაღლი დავინახე, გაზონზე დაბოდიალობდნენ.  სამი არა, ოთხნი იყვნენ ისე... მაგრამ ეს მეოთზე ისეთ პოზაში და მდგომარეობაში იყო, ღირსიც არ იყო ძაღლად ჩაგეგდო. ჰოდა, ვიყავი უნივერსიტეტში და მერე სულაც სახლში ვაპირებდი წასვლას, რამის წაკითხვას, მერე დაძინებას, მაგრამ... აი, უკნიდან  ხმა მომესმა, მოდი სუუუზანაო, მოოოოდიო, გენები გიყივის, დაუმტკიცე მამაშენს რომ ცდება და ბიჭიც ჰყავსო... მეზობლების სათვლელი სითხე გიხმობსო, ჰოდა... ასე აღმოვჩნდი აპოკალიფსის პირას... ჰოდა, ახლა შემეცოდა ის ძაღლი, რა იცი, იმას რა ხმა ჩაესმა ყურში ? თან ახლა ვინმე ძაღლმა რომ ჩამოიაროს და ჩემზე თქვას, ეს ისეთ დღეშია, ადამიანად არ უნდა ჩააგდოოო, მაგრად ხო გამიტყდება ? მე კიდევ ავუბზუე ცხვირი და მერე ეს აბზუებული ცხვირი _ აქ ერთი კარგი წინადადება მოუხდებოდა, მაგრამ სხვაგან გამოვიყენე ადრე და ვეღარ დავწერ. მაგრამ ისეთი ფრაზებიც ჰომ არსებობენ რამდენიმე მოთხრობას რომ უძლებენ ? ოღონდ მე აღარ მახსოვს მასეთები. სხვისი გამონათვამების დამახსოვრებას თავი მაშინ დავანებე, საკუთარების დარიგება და დავიწყება რომ დავიწყე.
თავიდან  ბეჭდებივით მეკეთნენ თითებზე. ჯერ მარცხენა ხელის თითებიდან დამცვივდნენ, მერე მარჯვენადან ჯერ ცერა თითი დამიცარიელდა, მერე საჩვენებელი, მერე სალოკი და როცა არათითზეც წამოწმული ოქროსყდიანი ზღაპრებიც შემომაცვდა,  ნეკა თითს შემოვაჯექი და იმ სახლში გადმოვედი საცხოვრებლად, რომელსაც ხის სახურავი აქვს, ბოსტანში მორცხვი პამიდვრები ლაპარაკისას წითლდებიან, ზღარბები იტალიურს სწავლობენ, ზოლიანი ჟირაფები და კოპლებიანი ზებრები ჩიტის და კუს ოჯახს მშვნიერი კუჩიტას დაბადებას ულოცავენ და ... მოკლედ კარგი რამე გგამოვიგონეთ. მე კი ყოველთვის ვიცოდი რომ გამონაგონები არსებობენ.
ბუძ, შეგხვედრია შენ შენი გამოგონება ?
მე შემხვდა ამასწინად, მაგრამ მგონი ვადაგასული იყო ან ამოტრიალებული... ჰელოუვინი ჰომ მოდის ახლა ? საჰეუვინო კონკიას ზღაპარი იყო... პოტენციური პრინცი 12 საათზე მეჯლისიდან კონკიასავით გაიქცა თან ისე, რომ ბროლის ნასკიც არ დაუტოვია, პოტენციური კონკია კი დატოვა ასე საჰელოუვინო კვახივით გაკრეჭილი.
მეფსიაო, ბულგარელმა, სანახევროდ. სანახევროდ ბულგარელმა, სანახევროდ კი არ... ასეთი  ტრაკობაა ცხოვრება... მაღალი მატერიებიდან ტვალეტამდე ისე მიგიყვანენ, მოფსმა შეიძლება კულტურული ღონისძიება გეგონოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც იგებ რომ შენმა სულელმა მეზობელმა წინა დღით ლატარეაში მოიგო. სულელების თვისებაა ეგ, ჭკვიანებზე მეტად გაუმართლოთ. რამდენი ვიბოდიალე ახლა მე...  აუ, ეს წერილები ქსოვას ჰგავს, ვერასოდეს გავდივარ ბოლოში... თითები მებურდება და ... ვითომ შუა გზაზე დამთავრებული საქმე დამთავრებული საქმე რატომ არ არის ? აი, შენი შუა გზაში დამთავრებული მოთხრობები, ბუძი, მე თუ მკითხავს კაცი, სულაც ყველაზე გზის ბოლოს დამთავრებულები არიან მათ შორის, რაც კი როდესმე შუა გზაზე დამთავრებულა. და საერთოდაც, ყველა გზა შუაში მთავრდება.
ჰოდა... ჩემო საყვარელო ბიძაჩემო და არა ჩემი სანახევროდ ბულგარელის ბებიამისო ბიძია ჰარი, მე მალე ჩამოვალ და პამიდვრები შემინახე. ბოლოს რომ ვიყავი, ხე დავრგე კუჩიტას სახლთან, მოლაპარაკე წერილებს ისხამს, ხოდა ხვალ დილით მოწყვეტა არ დაგავიწყდეს.
ამდენი იმიტომ ვიბოდიალე რომ მომენატრე, მაგრად... და კიდე იმიტომ რომ ძალიან მომეწონა დრაკონებზე ნადირობა... და კიდევ იმიტომ რომ ბოდიში მოგიხადო ხუსკი რომ გეძახე, მე ვიყო დრაკონის ტრაკი, თუ მცოდნოდა მაგი რა იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები