 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 27 თებერვალი, 2018 |
როცა სახლები ფანჯრების თვალებს ხუჭავენ, მაშინ სულ შენზე ვფიქრობ. ახლოს არა ხარ, მაგრამ, მე მაინც სადაც ხარ, ფიქრით გეწვევი იქ, რომ, შემოგეხვიო მაგ მაღალ ყელზე და გავინაბო სანატრელ გულთან. მერე კი გითხრა, რასაც ვერ შევძლებ უძვირფასესის გარდა, სხვას ვუთხრა. მინდა, შეგჩივლო, რომ მახრჩობს დარდი და შენი ლანდიც მტანჯველად დამდევს. თუმც, ზამთარივით გადამიყვარდი, ზოგჯერ სუსხივით გაატან ძვლამდე და ყველგან გხედავ: შინა თუ გარეთ, დახუჭულ თვალშიც მზესავით ატან. მთელი ძალ-ღონით ვიბნელებ თვალებს, გარიდებ გულს და ფიქრსაც ქარს ვატან. მერე აცილებს დღის ნათელს ღამე, რომ სახლებს მძიმე მოჰგვაროს რული და ჩათვლემილი ფანჯრების მიღმა უღონოდ ახელს თვალს... სიყვარული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფრაზებს შორის მუსიკა ჟღერს,ასოციაციებია, დაისის გაცრეცილ ფანჟარაში მისტიკური შუქი ბრწყინდება, მაგრამ არა უღონოდ,არამედ აისისეული ჟრიამულით ;) ფრაზებს შორის მუსიკა ჟღერს,ასოციაციებია, დაისის გაცრეცილ ფანჟარაში მისტიკური შუქი ბრწყინდება, მაგრამ არა უღონოდ,არამედ აისისეული ჟრიამულით ;)
3. თვალიც აქვს, ყურიც და ყველაფერიც:)))
თვალიც აქვს, ყურიც და ყველაფერიც:)))
2. 5 სიყვარულს ბრმას და უგულოს. 5 სიყვარულს ბრმას და უგულოს.
1. უღონოდ ახელს თვალს... სიყვარული.
სად აქვს სიყვარულს თვალი???
სოყვარულო! ვინ რა იცის რა-ხარო, უხილავი სატკივარი, ბრმა -ხარო!! არ გაგიგია?
უღონოდ ახელს თვალს... სიყვარული.
სად აქვს სიყვარულს თვალი???
სოყვარულო! ვინ რა იცის რა-ხარო, უხილავი სატკივარი, ბრმა -ხარო!! არ გაგიგია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|