ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღარბი64
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2018


სადა ხარ

სადა  ხარ,  ზამთარი  ფეხს  ითრევს-
თოვლის  ქვეშ  ყვავილი  შეირხა,
სადა  ხარ,  ნამიან  ბილიკზე
ოცნებამ  სიზმარი  შენისლა;
სადა  ხარ, -  ვიფიქრე  მზესავით
ხელებს  გამითბობდი  მოწყენილს,
სადა  ხარ,  ჟასმინი  დავკრიფე
ზედ  გადავაფანტე  მოლოდინს...
სადა  ხარ,  ვიფიქრე  ქარებმა
ჩემი  ხმა  შენამდე  მოდენეს,
სადა  ხარ,  იქნება  მოხვედი,
თუ  თმაში  ჩამაწნეს  ჭორები;
სადა  ხარ,  მე  ისევ  ჭადრებთან
ისევ  ძველებურად  ვიდგები,
სადა  ხარ ,  ცხოვრება  გავიდა
ჯამბაზის  ნაცრემლარ  სიზმრებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები