ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2018


მე ვერასდროს ვიოცნებებ მასზე..

მე ვერასდროს ვიოცნებებ მასზე!
დღეს - მას უკვე სხვა წარსული ქვია..
დროს მომაკვდავ გრძნობებს აფენს თავზე-
გულის თქმა და მათთან წლებიც მიაქვს!
და თუ ერთ დღეს მივბრუნდებით უკან,
შავ კარებთან ვიჩურულებთ წამით:
რა იქნება, ეს რომ ასე მექნა?!
ბოლოს მაინც ვერაფერს ვცვლით ამით!
მუქ სიჩუმეს ნათელი დღე მოაქვს
და ოცნებეს მივაცილებ ღამით.
ფოთლებს ფერი დაეკარგა, ვხედავ!
მინდა ვიყო ბავშვი, კიდევ წამით..
ფიქრებით რომ ვბრუნდებოდე უკან
და რომ ვცვლიდე გზას არჩეულს ჩემსას,
რამდენი რამ მექნებაოდა ნეტავ?!..
და თუ მაინც ვიქნებოდით ერთად..
სიუმეში მოფარფატებს ხმელი
ფოთლები და გულსაც მწარედ სერავს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები