 | ავტორი: ური ჟანრი: პოეზია 29 მარტი, 2018 |
და როცა ფიქრები მოდიან, ხვდები რომ შენც გეშინია რაღაცის.
შეჭმულმა კაცმა ქუდი მოიხადა და ჯოხს დაეყრდნო. შეჭმულმა ქალმა ხელით მოიჩრდილა, მე გამომხედა, შეუჭმელს. ნეტავ როდის დანაყრდება, ცხოვრება.
წამოწოლილი უყურებ ტელევიზორს, სიგარეტის ფერფლის საზიზღარი სუნი... საფერფლე კი ჯიუტად არ გადის ოთახიდან. შენც აიღებ და კედელზე მიაკლავ.
ზიხარ და გაჰყურებ, შავი ლოდების დაუსრულებელ ტყეს. და მაინც არ გჯერა, რომ ის აღარასოდეს განმეორდება, დამთავრდა!
უფრო მძიმე ყოფილა ვიდრე გეგონა, და ბევრად ცივიც. მაგრამ დიდი ძალა ჰქონია, არასოდეს გიფიქრია ამაზე... ნეტავ რა ძალაა ასე რომ აგაღელვა? გაკვირვებული დაჰყურებ იარაღს და არაფრის გეშინია, თვით სიკვდილი გიპყრია ხელთ!
ხვდები რომ მასაც ჰყავდა დედა, მერე დედაშენი გახსენდება და ცრემლი? იოლი გეგონა, მაგრამ მხოლოდ ახლა იწყება კვდომა!
აფენილ შავი ფრინველთა გუნდიდან, ერთი წითელია, ზუსტად შენს ფეხებთან დაეცა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საშუალოდ ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარი განვლილი მქონდა, რომ გაგიცანი... ანუ ჩვენი გასაფუჭებელის ნახევარი ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ და გასაკეთებელის ნახევარიც ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ თუმცა ყველაზე მეტად ის გადატანილი ტკივილია აუტანელი რაც ჩემს გარეშე ისე გტკიოდა ეს რომ დაგაწერინა.... საშუალოდ ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარი განვლილი მქონდა, რომ გაგიცანი... ანუ ჩვენი გასაფუჭებელის ნახევარი ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ და გასაკეთებელის ნახევარიც ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ თუმცა ყველაზე მეტად ის გადატანილი ტკივილია აუტანელი რაც ჩემს გარეშე ისე გტკიოდა ეს რომ დაგაწერინა....
2. საშუალოდ ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარი განვლილი მქონდა, რომ გაგიცანი... ანუ ჩვენი გასაფუჭებელის ნახევარი ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ და გასაკეთებელის ნახევარიც ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ თუმცა ყველაზე მეტად ის გადატანილი ტკივილია აუტანელი რაც ჩემს გარეშე ისე გტკიოდა ეს რომ დაგაწერინა.... საშუალოდ ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარი განვლილი მქონდა, რომ გაგიცანი... ანუ ჩვენი გასაფუჭებელის ნახევარი ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ და გასაკეთებელის ნახევარიც ერთმანეთის გარეშე გავაფუჭეთ თუმცა ყველაზე მეტად ის გადატანილი ტკივილია აუტანელი რაც ჩემს გარეშე ისე გტკიოდა ეს რომ დაგაწერინა....
1. "შეჭმულმა კაცმა ქუდი მოიხადა და ჯოხს დაეყრდნო. შეჭმულმა ქალმა ხელით მოიჩრდილა, მე გამომხედა, შეუჭმელს. ნეტავ როდის დანაყრდება, ცხოვრება. "
სხვა დანარჩენი სტრიქონები რომც არ ყოფილიყო, ესეც იტყოდა სათქმელს.
"შეჭმულმა კაცმა ქუდი მოიხადა და ჯოხს დაეყრდნო. შეჭმულმა ქალმა ხელით მოიჩრდილა, მე გამომხედა, შეუჭმელს. ნეტავ როდის დანაყრდება, ცხოვრება. "
სხვა დანარჩენი სტრიქონები რომც არ ყოფილიყო, ესეც იტყოდა სათქმელს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|