ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> ზოგადი >> გალაკტიონი და ტერენტი გრანელი. მეგობრები თუ მოწინააღმდეგეები?

1
ავტორი შეტყობინება

ოთარ რურუა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 ნოემბერი, 2009 18:35:19
გალაკტიონის ერთადერთი სერიოზული და ღირსეული მოწინააღმდეგე ტერენტი გრანელი იყო. გალაკტიონი ტერენტის დიდ პატივს ცემდა. " ძმაო ტერენტი" , ასე მიმართავდა გალა გრანელს.

გენიოსი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 11 ნოემბერი, 2009 19:14:31
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია!!

დებორა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 ნოემბერი, 2009 01:43:59
''გალაკტიონის ერთადერთი სერიოზული და ღირსეული მოწინააღმდეგე ტერენტი გრანელი იყო '' -  ამ აზრის გაზიარება ,მრავალი გარემოების გამო, გამიჭირდება.. დანარჩენში - გეთანხმებით.
მოწინააღმდეგე - რა თვალსაზრისით:  ესთეტიკურით, კონცეპტუალურით, ენობრივით,  სოციალურით ?

ოთარ რურუა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 ნოემბერი, 2009 19:31:15
ჩემი აზრით ტერენტი იმიტომ ეჯიბრებოდა გალაკტიონს პოეზიაში, რომ უნდოდა მასზე პოპულარული ყოფილიყო და მასზე მეტი სახელ-დიდება მოეხვეჭა.

დებორა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 დეკემბერი, 2009 02:38:06
ტერენტი გრანელი გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე ორთოდოქსი მიმდევარი იყო, (ოღონდ მხოლოდ ერთი მიმართულებისა, გალაკტიონი კი უკიდეგანოდ მრავალფეროვანია, უბრალოდ, ქართველ მკითხველთა დიდმა ნაწილმა ეს არ იცის)
ისინი  ერთმანეთთან ძალზე კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ. მოგვიანებით გადმოვიტან სურათს, რომელზეც ერთად არიან გამოსახულნი.

ტერენტი გრანელი


გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო

აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი მიმართულებით სიმბოლისტია, იგი ყოველთვის თავის განცდებს სიმბოლიურად გვიხატავს და მის ლექსებში უმთავრესად სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის. გალაკტიონი ინდივიდუალიზმის ცეცხლით არის გამსჭვალული, მას სწამს მხოლოდ \"მე\'\', როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილულ ქვეყნის ანარეკლია; იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს, და აქ არის გალაკტიონის გამართლება; მას უყვარს მუსიკის და განცდის ერთმანეთთან შეხამება, რომლის სინთეზში ადამიანს ძალუძს ემოციონალურ და ესთეტიურ გრძნობის დაკმაყოფილება. გალაკტიონმა ნახა თავისი სახე, სახე მეტად ძლიერი და პოეტური ბუნებით აღჭურვილი. სხვა ლექსებს თავი რომ დავანებოთ, \"ლურჯა ცხენები” შედევრია, რომლის ვრცელი დინამიკა უმაღლეს წერტილს აღწევს. აგრეთვე ასონანსებს მის პოეზიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, რომელსაც უმაღლესი პრეროგატივა ეძლევა ახალ პოეზიაში.

გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.

ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება. და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება. წერილს აქ ვათავებთ და ჩვენ ვფიქრობთ, ვისთვისაც საინტერესოა პოეტის პატივისცემა, მან, უეჭველია, საღამოზე დასწრების სახით უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა.

ბექა ახალაია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 დეკემბერი, 2009 03:24:09
,,ტერენტი გრანელი გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე ორთოდოქსი მიმდევარი იყო, (ოღონდ მხოლოდ ერთი მიმართულებისა, გალაკტიონი კი უკიდეგანოდ მრავალფეროვანია, უბრალოდ, ქართველ მკითხველთა დიდმა ნაწილმა ეს არ იცის)"

დასტური ამ მოსაზრებას!

დებორა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 დეკემბერი, 2009 23:12:54



ილტოსპირელი...
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2010 12:54:04
ჩემდა სამარცხვინოდ, გალაქტიონისა და ტერენტის ეს ერთობლივი სურათი დღემდე ნანახი არ მქონდა, ან შეიძლება მინახავს და აღარ მახსოვს?!.
როგორც არ უნდა იყოს,მაინც უზარმაზარი მადლობა ამ ფოტოსთვის ქ-ნ დებორას!
ცხადია, ასევე სავსებით ვიზიარებ დებულება გალაქტიონისა და ტერენტის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებითაც!
გალქატიონი ყოვლისმომცველია, ტერენტი მაინც  ლოკალური მასთან შედარებით!
თუმცა ორივე დიიდი პოეტია!

ბექა.აბუთიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 3 მაისი, 2010 14:47:29
ტერენტი გრანელი იყო ყველაზე სუფთა და დიდი და ჩემი აზრია ეს....რომ არ გავცდები ისეთი
ნინ100
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 მაისი, 2010 14:46:23
გალაქტიონის უპირატესობას ვაგიარებ,,,, მაგრამ გრანელის სისხლიანი რვეული ,,მემენტო მორი" უფრო ახლოს მოდის ჩემთან.

ოთარ რურუა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 მაისი, 2010 12:10:38
ტერენტი გრანელზე ერთი შესანიშნავი პოემა აქვს დაწერილი ''აკაკი გეწაძეს'' , ამ პოემას ''გრანელის ლოცვების კრიალოსანი'' ჰქვია!!!!!!!!!!!!!

რ_____ო_____ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი, 2010 15:55:45
გალა და გრანელი


ჯუბა ხაინდრავა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 ოქტომბერი, 2010 17:42:36
ტერენტი, ტერენტი, ტერენტი. პირველია ჩემთვის !

რ_____ო_____ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 31 ოქტომბერი, 2010 20:05:05
მოდაში შემოვიდა ტერენტი გრანელი თუ რა ჯანდაბაა ჯუბა შენ არ გეწყინოს ძმაო მაგრამ გალაკტიონი გალაკტიონია, გალაკტიონია, გალაკტიონია და მორჩა პოეზია, უფრო სწორედ დაიწყოოოოო!

ოთარ რურუა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი, 2010 20:43:43
გრანელი მირჩევნია გალაკტიონს!
გალაკტიონი გენიაა, მაგრამ ტერენტი უფრო ახლოა ჩემთან. ის სულ სხვა მოვლენა იყო ქართულ პოეზიაში!

ოთარ რურუა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი, 2010 20:45:59
გრანელის მონოლოგი


ეს ორი დღეა, სასაფლაოზე
ღამეებს ვათევ დაო.
ჩემი სიტყვები ნუ გაგაოცებს,
ლექსად ვიღვრები ცაო.
ძმაო! სწერიხარ მგოსანთ სიაში,
მომესმა გალას ხმაო.
მე გენია ვარ... პოეზიაში
უკვე ხსნილი მაქვს გზაო.

ვიკა მჟავანაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 ივნისი, 2013 12:44:19
გალაქტიონს ჯეროვანი პატივი მიაგო ქართველმა ერმა სიკვდილის შემდეგ, ტერენტი კი ჯერ კიდევ არ არის ისე დაფასებული, როგორც მას ეკადრება. ჩემი აზრით, გალაქტიონზე ნაკლები ის არ გახლავთ!
ელადა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 მაისი, 2014 23:04:12
მე მგონი გრანელის შემოქმედებიდან სჩანს, რომ თვლიდა მას მიწინააღმდეგედ. გალაქტიონი  ბუმბერაზი პოეტია ჩემთვის . გრანელი  დიდი
ელადა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 მაისი, 2014 23:04:41
მე მგონი გრანელის შემოქმედებიდან სჩანს, რომ თვლიდა მას მიწინააღმდეგედ. გალაქტიონი  ბუმბერაზი პოეტია ჩემთვის . გრანელი  დიდი
1

ურაკპარაკის ფორუმი >> ზოგადი >> გალაკტიონი და ტერენტი გრანელი. მეგობრები თუ მოწინააღმდეგეები?


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი