ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> ზოგადი >> ყელს გამოგჭრიან და შენვე გაბრალებენ

1 2
ავტორი შეტყობინება

იოჰან ხევსური
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 13:52:32
კორექტულობით დავიწყებ - ვის ვის და მე ნაღდად არ მესწავლება შენგან ზრდილობა ნიკა და თუ კარგად წაიკითხავ ნახავ რომ ეგ კონკრეტული ფრაზა შენ არანაირად არ გეხება ტაკ ჩტო რელაქს და ეხლა გავაგრძელეთ არამგონია შენთვისვე იყოს სასურველი კონკრეტული მაგალითის მოყვანა რომელ შენიშვნაზე რა რეაქცია გქონდა... რაც შეეხება კონკურსებს თავად გიწერია, მომყავს ციტატა: "ყველა ეს ეპითეტი ნახმარია და გამოყენებულია ჩემს ლექსებზე და იმ ვერლიბრისტების და "პოეტების" მიერ - ვისაც არცერთი კონკურსი აღარ დარჩა მოსაგები და აღიარებულია და დაფასებული სრულიად ქართული ლიტერატურული საზოგადოების მიერ" ისევ ჩემ პოსტს თუ დაუბრუნდები მერე ყველაფერს მიხვდები თუკი სურვილი გექნება...

იოჰან ხევსური
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:06:41
იმას ვწერ ნიკა რომ თქვენი ამ ყველაფრის გამოხატვის ფორმა და შინაარსი გაცილებით ცუდი და გამაღიზიანებელია ვიდრე ჩემს მიერ ტრა**-ის ხსენება. იმას ვწერ რომ ამ მანიფესტზე მეტად ის მტკივა ჩემს მიერ შენი ლექსის არ მოწონება პირადში რომ გადადის და ის უფრო მაწუხებს აბუთიძე რომ ცხვირის გატეხვას მიადგა უკვე...  იმას ვწერ ნიკა რომ შენ არ გჭირდება თავის დაჩაგრულად გამოყვანა იმას ვწერ რომ ქრიზანთემები დარჩება და პლიუს მინუსი არაფერია და ბოლოს იმას ვწერ რომ არ არსებობს ვერლიბრისტი და პოეტი და ეგეთი გამოხტომა მასხარაობაა, ტაშის დაკვრა მაგაზე კი სირცხვილი

ილტოსპირელი...
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:07:32
კი, თეა, მხოლოდ უნიჭოები და ლიტერატურული ავანტიურისტები, თორემ აბა ნიჭიერს, მას ვინც მართლა ქმნის რაიმე ღირებულს, რაში უნდა დაჭირდეს სხვისი, სხვა მიმდინარეობის ძაგება და ხმაური?!. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ ეს ჩემი სიტყვები თანაბრად ეხება როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წარმომადგენლებს! უფრო კონკრეტულად იმათ, ვინც ამ ნათქვამს საკუთარ ტავზე მიიღებს! ეს შენ არ გეხება, თეა. მაგრამ ბარემ აქვე ვიტყვი ერთსაც: აგრესიულობა და გაღიზიანებილი ტონი დიალოგში არ არის სიმართლისთვის არავითარი არგუმენტი!        

ცრუთა_მრისხავი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:07:35
ბაგა_ბაღი

თეა თაბაგარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:13:04
ბატონო მიშა, რადგან ჩვენ "ვხმაურობთ" ე. ი. ჩვენ გვეხება და კონკრეტულად მეც მიგულისხმეთ, რაც აშკარად შეურაცხმყოფელია.

kusumusu (ბექა)
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:17:26
ბატონო მიშა.  იქნებ დააკონკრეტოთ თქვენი 35 კომენტარის ადრესატები. ასე აჯობებს.  იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ჩვენ ვხმაურობთ, რითაც არაფერი შავდება...    ასე სხვა მიმდინარეობებს არ ვაძაგებთ, მაგრამ ვხმაურობთ და თუ თქვენ თვლით რომ ვინც ხმაურობს ის უნიჭოა და ავანტიურისტია ესეიგი პირდაპირ ჩვენ გვგულისმობთ და თანაბრად ეხება ყველას თუ ვის ეხება სხვებს არ ვიცი მაგრამ დააკონკრეტეთ . . .

იოჰან ხევსური
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:18:24
მეტი რაღა უნდა გითხრა... გამგებმა გაიგოს... და გაგებას ზოგჯერ სურვილი უნდა ისე... ღმერთი შენსკენ

ილტოსპირელი...
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:19:31
ეს, ზოგადად, პრობლემაზე იწერება, თეა, და ნამდვილად არ მაქვს მიზანი, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. ძალიან გთხოვ, ასე არ გაიგო ჩემი კომენტარები!

სუფლიორი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:23:05
ერთი რარაცის დაფიქსირება მინდა კიდევ და ეწყინოს ბარეორს, იყო ასეთი ტენდენცია ვიც ურაკპარაკზე იყო ლიტ.გე-ზე მისი ლექსები ვერ გადიოდა კონვენციურობის გამო და გამოჩნდნენ ავტორები, ნიჭიერი ავტორები, რომლებმაც ვერლიბრის წერა სწორედ მაგიტომ დაიწყეს (ვიცი ამ სიტყვაზე შემახტებიან) გაუვიდათ, გაუვიდათ, გაუვიდათ და იქედან გველაპარაკებიან ახლა. პოლიტიკაა ნიკუშ ყველაფერი, ნაღდად...

ილტოსპირელი...
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:40:52
ნიკა, ჭურში ჯდომა მე ის უფრო მგონია, ჯიუტად რომ არ უნდა ადამიანს თვალი გაუსწოროს რეალობას! ამპარტავნებაზე დამღუპველი არაფერია ამ ქვეყანაზე! მე ჩემს რეპლიკაში კონკრეტულად არცერთ თქვენგანზე შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს, შენ კი პირდაპირ მაყენებ შეურაცხყოფას - ვერ არის ეს მთლად ლამაზი, თორემ შენ იცი შენი საქმის! არ მინდა ვიფიქრო, რომ კოკასა შინა რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების!.. კარგად ბრძანდებოდეთ! გისურვებთ წარმატებებს,ყველანაირ სიკეთესა და სულიერ სიმშვიდეს! და ბოლოს, მიყვარს ეს ბიბლიური შეგონება: საქმემან (და ნათქვამმან)შენმან გამოგაჩინოს შენ! აღარ შეგაწუხებთ!  

ა___ჩ___ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:48:29
გენაცვალე მაგ მტკივან გულში, მხრამდე რომ გეწვის...

ნეკერა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:48:50
სათაური თუ მე მგულისხმობს, ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია როცა ადამიანის გულწრფელობას საკუთარ თავზე დარტყმად იღებენ. არაფერი მჭირს საფიცარი, რომ თითოეული თქვენგანი ჩემთვის ძალიან საყვარელია როგორც პოეტი და როგორც ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარი აზრი არ გამაჩნდეს. და ისე, ბორიოს პოეზიაზე რა აზრის ხართ? ვერლიბრებსაც და რითმიანებსაც თანაბარი ძალით და სიყვარულით თუ წერს რობი?

ია-ია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 14:55:03
აქ ბექას ლინკს შემოვყევი "ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის.. რომ თვითონ ჩვენში არ გაჩნდეს ბზარი.. თვითონ ჩვენ ვიყოთ მაგრად.. ერთ სულ და ერთ ხორც.. ვენაცვალე ბიჭებს გულებში.." ეს აზრი მომეწონა , მაგრამ... როგორც კი მინდია და მიშამ თავისი, ოდნავ განსხვავებული აზრი გამოთქვეს... 37. იოჰან.. ნაღდად არ ვიცი.. რას წერ.. და გთხოვე ერთხელ.. მომეშვი თუ კაცი ხარ..  44. ილტოსპირელი მიუშვით თავის ნებაზე.. როგორ ნიიკ? დავიჯერო ესენი მოწინააღმდეგე ბანაკიდან არიან რამდენადაც ვიცი, ორივე მათგანი თქვენი პოეზიის ქომაგი და დამფასებელია საღამოზე კი არაფერი ვიცოდი, ეხლა გავიგე და სიამოვნებით მოვალ ყველაფერი კარგია რაც მშვიდობით სრულდება წარმატებები!!! და აქვე ვაფიქსირებ თქვენი ჯგუფის პატივისცემას!!!!

ბექა ოთანაძე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 16:52:53
აქ არ უნდა გადმოტანილიყო ეს ნაწერი.  იმიტომ რომ გამოქვეყნდა ჟანრით "სხვა" .                     

ნატა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2010 17:12:02
ეჰ

ლია
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 20 იანვარი, 2010 15:39:51
კაი რაა, ყელს არა იმას გამოგჭრიან  
რა ამბავია? გააუქმეთ რაა ეს თემა, განა ისეთი რა ხდება? არ მოგწყინდათ 

ფლე-ში
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივნისი, 2010 15:21:04
რასაც დაწერ ის აღარ უნდა უარყო...შარშანდელი თოვლივით გამქრალა ზოგიერთის  კომენტარი.

რ_____ო_____ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი, 2010 15:50:47
გამარჯობათ აქ...
აი როგორ მეწყინა ის კომენტარები რომ აღარ არის რაც მთავარი თემა იყო ამ გვერდისა ვერ წარმოიდგენთ.

ვიკა მჟავანაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 ივნისი, 2013 12:47:00
საკმაოდ ნაცნობი შეგრძნებაა! ნაკლებად მომხიბვლელი, თუმცა ჭკუის სასწავლებელი!
1 2

ურაკპარაკის ფორუმი >> ზოგადი >> ყელს გამოგჭრიან და შენვე გაბრალებენ


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი