ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> ზოგადი >> შესაძლებელია თუ არა საკუთარი ნაწარმოების ობიექტური შეფასება?

1
ავტორი შეტყობინება

თორნიკე ჭელიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 დეკემბერი, 2010 23:01:14
პირადად ჩემთვის - კი...

ამ საქმეში ეგოცენტრიზმი არის ნული, როცა ვაფასებ იმ მომენტზე მაქვს საუბარი...

თორნიკე ჭელიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 დეკემბერი, 2010 23:02:35
სულ რომ გენიოსი იყოს მწერალი, თუ ობიექტური და ზუსტი ხედვა არ აქვს, ვერაფერს ვერ მიაღწევს განვითარების მხრივ...

saloabramishvili
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 დეკემბერი, 2010 23:56:55
ჰო, თოკო მართალია.

ნია-კო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი, 2010 14:06:45
სათაურზე გამეღიმა... ეს ადამიანის შინაგან ობიექტურობაზეა დამოკიდებული. გააჩნია რამდენად თვითკრიტიკულია ესა თუ ის ადამიანი და რამდენად აქვს საკუთარი თავის შეცნობის ნიჭი და უნარი

ლალი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი, 2010 21:34:15
კი შესაძლებელია.
ანუ ეს ზოგადად..


ზაზა ფირცხალაიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 4 დეკემბერი, 2010 02:10:46
შეუძლებელია!

რენუარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 დეკემბერი, 2010 19:25:51
საჭიროც კია.

ფენიქსი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 5 დეკემბერი, 2010 21:20:07
სათაური ჰო, ვიჩქარე, არ ვიცი შეიძლება თუ არა შესწორება... რაც შეეხება თემას, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწყინს ხოლმე ავტორს კრიტიკა, და პირქით - გულუბრყვილოდ უხარია შექება. როდესაც წერ, ისწრაფი სრულყოფილებისკენ, თითოეული თავისებურად, როგორადაც გვესმის თუ რას ნიშნავს სრულყოფილება. აქედან გამომდინარე, გვინდა არ გვინდა, პოეზია იქნება თუ პროზა, მათში არსებობს აზროვნების წილი, რაც საფუძველს გვაძლევს ვიმსჯელოთ და შევაფასოთ, ვიქონიოთ ობიექტურობის პრეტენზია, ვცდებოდეთ ან მართლები ვიყოთ.

იანგული
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2011 05:07:27
შეიძლება ავტორს კრიტიკა რთგვარად მოსწონდეს და კიდეც უხაროდეს მაგრამ, საკუთარი ნაწარმოების შეფასებაში ის უბრალოდ ვერ იქნება ობიექტური, განა ''არ'', ''ვერ''. რადგან მას თავისი ნაწარმოები სრულყოფილი გონია.

ჰოლდენ...კოლფილდი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 20 იანვარი, 2011 14:34:56
მეც,რატომღაც, მასე მგონია...ობიექტურობა შეიძლება ახასიათებდეს ავტორს,მაგრამ უბრალოდ ,,ვერ,, შეძლებს საკუთარი ნაწარმოების ისე შეფასებას,როგორც სხვისას.თავისია,თავისი ემოციები ჩადო,გრძნობები,ნიჭი(თუ აქვს ასეთი რამ ) და ა.შ. და ვერ მიუდგება ცივად. სხვისი ემოციებისა და შინაგანი სამყაროს ნაყოფზე ცივი გონებით მსჯელობა და მისი შეფასება ადვილია

აკუშურა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 20 იანვარი, 2011 14:59:30
არა მგონია,ბოლომდე სრულყოფილი ეგონოს ვინმეს თავისი ნაწარმოები.დარწმუნებული ვარ გულში ყველამ კარგად იცის რა აქვს მინუსი,თუმცა ის,რაც პლიუსად მიგაჩნია,სხვამ შეიძლება არ მოგიწონოს,ან პირიქით. იმას ვეთანხმები, რომ ცივად ვერ მიუდგები შენს"პირმშოს"თუნდაც იმიტომ,რომ მასზე შრომა დახარჯე,გული დააყოლე,მაგრამ მე მქონია ისეთი ნაწერიც,რომელიც სხვას მოსწონდა(როგორც გამართული რითმების მქონე,მყვირალა ფრაზებით და აშ),მაგრამ მე ვერ ვიტანდი,იმიტომ რომ ნაძალადევად მქონდა დაწერილი და შიგნით არ იდო სული.
და კიდევ,გემოვნებასაც გააჩნია.

კატიე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მაისი, 2011 12:47:56
ჩემი აზრით კი სავსაბით შესაძლებელია იყო ობიექტური საკუთარ თავთანაც... უკან გადადო შენს ნაწერში ჩადებული ემოცია და შენივე ნაწერი შეაფასო არა როგორც უბრალო მკითხველმა, არამედ როგორც კრიტიკოსმა... გარკვეული დროის შემდეგ სხვა თვალით შეხედო შენს ნაწერს და გადააფასო მისი ღირებულებები... თვითკრიტიკულობა მშვენიერი რამაა

ირაკლი-კირკიტაძე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 22 მაისი, 2011 00:30:07
ratomac ara. dajdebi vinme isettan ertad vinc literaturashi erkveva da gaarchevt, ginaxavs minusebs da shenc sheirgeb.

ჯერალდ ნიუმანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 სექტემბერი, 2011 12:49:37
წარმოუდგენელია

ოტტო//
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 ოქტომბერი, 2011 23:28:26
გარმოიცხულია!
ან რობოტია მაშინდა ან მართლა თიხისგან გამოძერწილი
მუხა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 ოქტომბერი, 2011 00:24:15
შეუძლებელია, მან უკვე ჩადო საკუთარი  წილი "მე"  და  ვერ იქნება ობიექტური, თუ კრიტიკას და შენიშვნას  ღებულობს  ეს არის  ადამიანური თვისების უმაღლესი გამოვლინება და არა ობიექტურობა.

სანშაინნ
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 27 ოქტომბერი, 2011 18:26:27
შეუძლებელია.

ფენიქსი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 13 დეკემბერი, 2011 21:25:13
შესაძლებელიცაა და შეუძლებელიც, გააჩნია ,,ობიექტურობას" როგორ გავიგებთ

ვიკა მჟავანაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 2 ივნისი, 2013 12:41:09
შეუძლებელია, რადგან ყველა ჩვენგანი სუბიექტია!
1

ურაკპარაკის ფორუმი >> ზოგადი >> შესაძლებელია თუ არა საკუთარი ნაწარმოების ობიექტური შეფასება?


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი