ქართული ენა ისტორიულად ყოველთვის ითვისებდა სხვა ენებისგან სიტყვებს. ასე იყო სულ, იღებდა და მერე აქართულებდა არაბულისგან, ბერძნულისგან, რომაულისგან, სპარსულისგან... სხვათა შორის, სიტყვა "გმირი" სულაც კიმირიული წარმოშობისაა. არაა ეს თემაში აცდენა, უბრალოდ, მთავარია, ქართული სული იყოს ლექსში, ქართული გული იდოს, ალალი და მართალი, დანარჩენს არა აქვს მნიშვნელობა. ზოგადად კი, ხელოვნებაში არ არსებობს ჩარჩოები და საზღვრები. შემოქმედება კანონებს არ ემორჩილება. ვიმეორებ, დოვინ-დოვენ-დოვლი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ლექსს უხდება და მაგარია ის ლექსი ზოგადად. სტურუა გენიალური რეჟისორია, რომელიც შექსპირის ტრაგედიებს დგამს, მაგრამ ის ქართველი რეჟისორია. არ ვიცი მეტი რა ვთქვა, როგორ ვთქვა, მთავარია, გული იყოს, სხვას არა აქვს მნიშვნელობა. დიახაც, თვითმარქვიების დედა ვატირე მე ქართული სული თუ არა აქვს ადამიანს, ქართველი შიგნიდან თუ არა აქვს, რამდენიც უნდა, იმდენი წეროს ძალიან ქართული სიტყვებით. ჩოხითაც შეიძლება იაროს ადამიანმა, ხაბარდიდაც და მაინც არ იყოს ქართველი, ქრისტიანი, მაინც იოლად შეეძლოს გაწირვა...
ქართველს ხომ სხვათაგან გული გამოარჩევს, ჰოდა, გულით ვიქართველოთ უნდა