წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ყირამალა
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 მარტი, 2009
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 13 ოქტომბერი, 2022 02:10:24
ჯონმა მითხრა ავატარზე რომ გოგოა, შენ ხარო :)

* * *

მუსი: ყველაფერი დიდი სისულელეა და თოვლივით ქრება. ხო, თავიდან ლამაზია და მერე სულელდება, თოვლივით სულელდება, თოვლივიიით...

მე: მერე ჩვენებურად მივდივართ და ხიდიდან ვყრით რაღაცეებს, რაღაცეებს ვიღაცეებსაც ვაყოლებთ, ფეხზე ვიკიდებთ და  გავრბივართ უსასრულობაში, ჯადოსნურ ზღაპარში, თბილი ფერებით გაჯერებულ სამყაროში, სადაც პრინცები  და პრინცესები ჯერ კიდევ არსებობენ.

* * *

უფრო საათს ვგავარ. კედელზე ერთ ადგილას რომ არის ჩამოკიდებული, ზურგით გაკრული და მარტო თვალებს ატრიალებს ციფერბლატებად. დღე და ღამე, დღე და ღამე... სულ და სულ, სულ და სულ... სანამ შეუძლია... ჩემი გონება გამუდმებით ატრიალებს ფიქრებს ხმაურით
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ
ჩემი პულსაცია წამში, ვერ დაითვლი... დიაგნოზი ალბათ ისევ არითმიაა.
არ ვიკურნები