ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი ქალის ლექსები
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2018


ისევ გათენდა

არ გაგიშვებო,
კი არ მითხრა,
მზერით დამგესლა
და უკუნეთში შემათრია
ფეხარეული...
რა გეგონაო?!
ჩაიცინა და ხმით
დამსეტყვა,
როგორც შეშლილი
ავხარხარდი
გადარეული...
მე დავიღალე...
ჩუმად, უხმოდ ბაგეს
აღმოხდა,
თავი დავხარე,
არცთუ დიდი ხანი
გამოხდა,
ვცადე გაწევა..
წინ წაწევა..
დროს გადაწევა..
მაგრამ გაჭირდა,
არ მეგონა
მაგრამ გაჭირდა..
უძლური მხრები
როგორც მთები,
მიწას შეერწყა..
მერე დაბნელდა..
მზე განელდა..
მთებზე ამხედრდა..
ღამე მოისხა და წყვდიადში
სადღაც გაჭენდა..
რა გეგონაო?!
ჩამესმა და..
ისევ გათენდა..

Natia.K

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები