ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი ქალის ლექსები
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2018


შენს თმას გვიანი შემოდგომის სურნელი დაჰკრავს

შენს თმას გვიანი შემოდგომის სურნელი დაჰკრავს,
შენს ღიმილს თბილი განთადის სხივი ანათებს..
ბაგეს, მაცდურად მომღიმარეს, ღიმილი აკრავს,
შენმა თვალებმა შეხებაზე მეტად გამათბეს..

დრომ გამოცადა ყველა გრძნობა, ყველა იარა,
სულში დამრჩება ყველა სილა, რაც კი გამაწნეს,
ჩემს ცხოვრებაში ვინც მოვიდა და ჩაიარა,
შენმა ხელებმა ყველა ხელზე მეტად გამათბეს.

შენს თმას გვიანი შემოდგომის სურნელი დაჰკრავს,
შენს ღიმილს თბილი განთადის სხივი ანათებს..
ბედნიერი ვარ, ეს შეგრძნება არაფერს არ ჰგავს,
ბედნიერი ვარ, აღარა გთხოვ ღმერთო არაფერს..

Natia K.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები