ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი ქალის ლექსები
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2018


როცა გრძნობები ყველა უჯრედს ჩვენსას მოიცავს

როცა გრძნობები ყველა უჯრედს ჩვენსას მოიცავს,
როცა ვნებებით სული ყელთან მობჯენილია,
როცა ცხოვრება ტკივილსა და სევდას მოიტანს,
მაშინ დაითვლი წლებს, რომლებიც დაკარგულია.

როცა სიკეთით უპასუხებ სხვის ბოროტებას,
როცა თავადაც დაცემული სხვას ეხმარები,
როცა შენს სულში სიმყუდროვე დაიდებს ბინას
და ბნელ კუთხეებს წარსულისას არ ეკარები.

როცა აღარ გძულს ღვარძლიანნი და სულმდაბალნი,
როცა სიძულვილს ენაცვლება მათი შენდობა,
როცა წარსულში იხედები, ხვდები მთავარი
არის სიცოცხლე, არის რწმენა, არის მეობა..

Natia K.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები