ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი ქალის ლექსები
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2018


მიუღწეველის მიღწევამდე

მიუღწეველის მიღწევამდე სურვილით ვკვდებით,
როცა მივაღწევთ, მიღწულით აღარც კი ვტკბებით,
სანამ სხვისია ისე გვინდა, ცრემლად ვიღვრებით,
ჩვენად ვიგულებთ, უკვე სხვაგან ვქრივართ ფიქრებით.
ვისაც ვუყვარვართ, ზურგს ვაქცევთ და არცკი ვფიქრდებით,
სხვისკენ გავრბივართ, ბედნიერნი გვჯერა ვიქნებით...
სხვის ცოდვებს ვკიცხავთ, მაშინ როცა უარესს ვჩადით,
და ღვთის წინაშე სხვებზე უფრო ცოდვილნი ვჩანდით...
სანამ ჩვენია არ გვახარებს მისი ჩვენობა,
როცა დავკარგავთ, მერე გვტანჯავს, გვტოვებს მხნეობა.
ამაყად თავს ვწევთ, იქ ვისთანაც ვედრება გვმართებს
და ბოლოს ვიმკით სიამაყე რასაც დაგვმართებს.
ღირსეულს ველით ვვარდებით კი უღირსის ხელში
და ამ უღირსებს ვეწირებით ცრუ ოცნებებში.
(ნაწყვეტი)

Natia K.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები