ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2019


გაწვიმდა...

გაწვიმდა,
ცამ იცის, რაც მინდა...
დარიდან დარამდე
შევხსნიდი დარაბებს...
მანამდე,
სევდა სულს იოკებს...
ჩახლეჩილ იოგებს
წვიმის წყლით ვმკურნალობ,
თბილია, უბრალოდ...
ლარნაკში ნარცისებს
მოუნდათ მინდორი...
გნატრობდი? - არც ისე,
მინდოდი იმ დრომდე,
სანამ ცა კესანეს
თვალებით მიცქერდა...
გრძნობებსაც ზღვასავით
სცოდნიათ მიქცევა...
ხსოვნა თმას მვარცხნიდა,
ფიქრი ბლუზს უკრავდა,
და განცდაუკმარმა
გატეხილ ვარცლიდან
წვეთები ვიპკურე,
გაწვიმდა,
თავს ვიტან...
კარები მიხურე...
05.02.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები