| ავტორი: დათო ქარჩავა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 მაისი, 2019 |
რა უცნაურად მოპარულა ეს გაზაფხული. სადღაც,ალიასკაზე უგზო-უკაცოს ლუდოვიკო გაუშლია, სადღაც სოფლად მომაკვად დედაბერს უკანასკნელი სასუქი ჩაუყრია მიწაში, მიწამ იგემა ეს თავხედობა, ხორბლისფერი გამხდარა დედაბრის ხელი და იმ წელსვე დაპურებულა ცხრავე ვაჟი.
ავსებულაო ყველა ორმო, წყალი ვერ ეტევაო ჭაში, სახლებს სულები მასპინძლობენ, გაცოცხლებულა ყველა მკვდარი.
შენ კი, დედაჩემო, სხვისი ჭიშკრისკენ რომ გადაგიგდია ძვირფასეულობა, გგონია რომ მოულოდნელ ადგილებში ფხიზლდება ტვინი, შენი აივანი ნაცრად ქცეულა მომლოდინედ სხვისი ნაკვერჩხლის. ასე დაძველდა ყველაფერი.
ახლა ზიხარ და... ისე გადგას პაუზა ენის წვერზე, სისხლია გეფიცები. ვინ ამოგაგდო გამჭოლი მზერიდან და მაქვს უფლება უკანასკნელი, მადროვე დეაჩემო, ამ გასახმობ მაგიდაზე რამდენიმე ნუშის თესლი დავყარო და დაგაჯერო ბაღი, სტუმრები.
ბრაილის კითხვით მთას მიაშურაო კაცმა, შენ კი პაუზა გაქვს ენის წვერზე.
რაც მთავარია, მუხის ძირას ცხოვრობ ბალახია თეთრი საბანი, მიწამ სხვაგვარად იცის დაცინვა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მზია მუხა ანა - ველიკალეპნაია ტროიკა ) მაგ ტერმინების არაფერი გამეგება ბევრი, ტექტსებსაც და უკან მდგომ ავტორსაც ეტყობა ყველაფერი. პუშკინს აქვს ნათქვამი, “თუ შეგიძლიათ, ნუ დაწერთ”ხშირად გამიმეორებია ეს, ბევრ ადგილას. მუხა- რა მეთქმის. ვგრძნობ როგორ გესმით. ჩამოგართვი ხელი მზია მუხა ანა - ველიკალეპნაია ტროიკა ) მაგ ტერმინების არაფერი გამეგება ბევრი, ტექტსებსაც და უკან მდგომ ავტორსაც ეტყობა ყველაფერი. პუშკინს აქვს ნათქვამი, “თუ შეგიძლიათ, ნუ დაწერთ”ხშირად გამიმეორებია ეს, ბევრ ადგილას. მუხა- რა მეთქმის. ვგრძნობ როგორ გესმით. ჩამოგართვი ხელი
5. ამ საინტერესო ავტორის ლექსებს წაკითხვა არ კმარა, ლექსს აღქმა და ცნობიერებაში ასახვა უნდა,რომ ლექსის სიღრმე ვიგრძნოთ.
ამ საინტერესო ავტორის ლექსებს წაკითხვა არ კმარა, ლექსს აღქმა და ცნობიერებაში ასახვა უნდა,რომ ლექსის სიღრმე ვიგრძნოთ.
4. ნამდვილად პოეტური ენით წერთ, ზოგიერთი ადგილი ძალიან მომწონს, ვუბრუნდები და ვკითხულობ. ტრიპტიქი, რამდენადაც მახსოვს, სამი ნაწილისგან შედგება. თქვენთან ოთხი ნაწილია და, თუ არ ვცდები, უკვე პოლიპტიქი ეწოდება. ყველაფერი, რასაც აქ ვაქვეყნებ, დიდი ხნის დაწერილია. მხოლოდ თუ ჩავასწორებ ოდნავ და თავის ბიოგრაფიას მივუწერ. სასიამოვნოა, როცა ადამიანები, კითხულობენ, გამოთქვამენ აზრს, ქულებს ანიჭებენ, ან არ ანიჭებენ. ჩემს რამდენიმე ნაწერს საერთოდ არა აქვს ქულები. :)))
ნამდვილად პოეტური ენით წერთ, ზოგიერთი ადგილი ძალიან მომწონს, ვუბრუნდები და ვკითხულობ. ტრიპტიქი, რამდენადაც მახსოვს, სამი ნაწილისგან შედგება. თქვენთან ოთხი ნაწილია და, თუ არ ვცდები, უკვე პოლიპტიქი ეწოდება. ყველაფერი, რასაც აქ ვაქვეყნებ, დიდი ხნის დაწერილია. მხოლოდ თუ ჩავასწორებ ოდნავ და თავის ბიოგრაფიას მივუწერ. სასიამოვნოა, როცა ადამიანები, კითხულობენ, გამოთქვამენ აზრს, ქულებს ანიჭებენ, ან არ ანიჭებენ. ჩემს რამდენიმე ნაწერს საერთოდ არა აქვს ქულები. :)))
3. გამარჯობათ. სხვა რომ კითხულობს იმას, შეიძლება როგორც პროზას ისე აღიქვამს მაგრამ მე რომ წავიკითხო,სულ სხვა რამესთან გვექნება კავშირი.მიხვდით ალბათ რომ ტრიპტიქია, ყველაში საერთო ერთი რაღაც, ფორმებია სხვადასზვა, სხვა მგზავრები... ქულებზე რა მოგახსენოთ? მგონი არავინ წერს იმ მიზნით,რომ ურაკზე აგროვოს რაღაცეები, თუ ასეა ცუდად ყოფილა საქმე. გამარჯობათ. სხვა რომ კითხულობს იმას, შეიძლება როგორც პროზას ისე აღიქვამს მაგრამ მე რომ წავიკითხო,სულ სხვა რამესთან გვექნება კავშირი.მიხვდით ალბათ რომ ტრიპტიქია, ყველაში საერთო ერთი რაღაც, ფორმებია სხვადასზვა, სხვა მგზავრები... ქულებზე რა მოგახსენოთ? მგონი არავინ წერს იმ მიზნით,რომ ურაკზე აგროვოს რაღაცეები, თუ ასეა ცუდად ყოფილა საქმე.
2. საწყენად არ გეუბნებით, დავით. ძალიან გამიკვირდა, როცა თვის ბოლოს, უცებ ყველა გამოქვეყნებული პროზა წაშალეთ და ერთად დადეთ პოეზიაში. მე, მაგალითად, ორი ნაწილი უფრო მომწონდა, ვიდრე დანარჩენი ორი. მაგრამ ეს უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენს პროზას, გამოქვეყნებულს ნაწილებად, საკმაო მოწონება ჰქონდა, კომენტარებიც და ქულებიც. ხელმეორედ გამოქვეყნებული, შეიძლება, გახსნეს ურაკელებმა და იფიქრეს, ეს ხომ წაკითხული გვაქვს და უკვე შეფასებული? თან დიდი დროც აღარ იყო შესაფასებლად. 2 თუ 3 დღე რჩებოდა. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ნამდვილად კეთილგანწყობით გეუბნებით.
საწყენად არ გეუბნებით, დავით. ძალიან გამიკვირდა, როცა თვის ბოლოს, უცებ ყველა გამოქვეყნებული პროზა წაშალეთ და ერთად დადეთ პოეზიაში. მე, მაგალითად, ორი ნაწილი უფრო მომწონდა, ვიდრე დანარჩენი ორი. მაგრამ ეს უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენს პროზას, გამოქვეყნებულს ნაწილებად, საკმაო მოწონება ჰქონდა, კომენტარებიც და ქულებიც. ხელმეორედ გამოქვეყნებული, შეიძლება, გახსნეს ურაკელებმა და იფიქრეს, ეს ხომ წაკითხული გვაქვს და უკვე შეფასებული? თან დიდი დროც აღარ იყო შესაფასებლად. 2 თუ 3 დღე რჩებოდა. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ნამდვილად კეთილგანწყობით გეუბნებით.
1. მე თუ მკითხავ, რასაც ასე დაწერ სულ "სხვაში" უნდა დადო, როგორც "სხვანაირი" მისი საუკეთესო გაგებით) მე თუ მკითხავ, რასაც ასე დაწერ სულ "სხვაში" უნდა დადო, როგორც "სხვანაირი" მისი საუკეთესო გაგებით)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|