ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2019


რად გვინდოდა ისეთი ცხოვრება, რომელსაც წარმოვიდგენდით?!

ადამიანი, რომელსაც ღმერთის სჯერა
ვერასდროს იპოვნის მას.
ადამიანს, რომელსაც ღმერთი სჭირდება,
ვერასდროს დაინახავს მის ჭეშმარიტ სახეს.
ადამიანი, რომელიც არ დაცლილა ბოლომდე და
არ უბანავია სიცარიელის მდინარეში ,
ვერასოდეს დაიტევს ღმერთს , რადგან ღმერთი მიდის მხოლოდ იქ სადაც არ არის პიროვნება,
არ არის ბარიერი.
..
ადამიანს როცა გონია რომ იცის, მაშინ კარგავს სიცოცხლის განცდის უნარს.
როცა გგონია რომ იპოვნე მაშინ კარგავ.

მხოლოდ ის ადამიანი განიცდის არსებობას ,
ვინც დაცურავს გაუგებრობის მდინარეში და
ხეტიალობს შეუცნობლობის უდაბნოში.

მე ღმერთს აღარ ვეძებ,
ის მეძებს მე და ცდილობს
ჩემში შემოვიდეს.

და თუ მორიგი ცდუნება,
ისაა რის იქითაც არ ვიცი მე რა იქნება,
მივყვები ცდუნებებს.
ჰორიზონტს გადაღმა რა არის?

კითხვები დამისვი
კითხვები .
ამით მივხვდები რომ მე
ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ შენთვის.

არასდროს იფიქრო რომ მიცნობ
მე მოვკვდები მაშინ.
არასდროს იფიქრო რომ იცი
შენ მოკვდები მაშინ.

ის ქარი აღმოსავლეთიდან მოდის ,
ამიტომაც არ გავყევი მას.

ქარი რომელიც უეცრად ამოვარდა და
არავინ იცის საიდან მოვიდა
ან საით მხარეს წავა
იმას გავყვეთ.

როცა გეშინია მოხდეს ის ,
რასაც ვერ იანგარიშებ,
ვერ გათვლი,
ვერ წარმოიდგენ,
მაშინ კვდები.

რად გვინდოდა ისეთი ცხოვრება რომელსაც წარმოვიდგენდით?

.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები