ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
24 ივლისი, 2019


Emily Dickinson - So Proud She Was To Die (1272)

ემილი დიკინსონი - ისე ამაყად ხვდებოდა  სიკვდილს (1272)

ისე ამაყად ხვდებოდა სიკვდილს,
რომ შეგვარცხვინა ყველა,
იმ გამოუცნობს, რაც გვავსებს რიდით,
რაცხავდა სანუკველად.

იქ მიდიოდა ისე გულსავსე,
სადაც არსობას ვუფრთხით,
რომ ყოველ ჩვენგანს ურვა უმალვე
ლამის გვეცვალა შურით.

24 ივლისი, 2019 წ.



Emily Dickinson - So Proud She Was To Die (1272)

So proud she was to die
It made us all ashamed
That what we cherished, so unknown
To her desire seemed —

So satisfied to go
Where none of us should be
Immediately — that Anguish stooped
Almost to Jealousy —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები