ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
22 სექტემბერი, 2019


à la Derviche /დერვიშული/

(„à la Derviche“ – „დერვიშული“)


და ვინჩის ლიზას, ღიმილის მონას,
ანდა ფრანგ მხატვრებს მანეს და მონეს,
ანდა თომას და ჰაინრიხ მანებს,
ან არშიებს და ანდა მაქმანებს,
ან საათების, თუნდაც, ქანქარებს,
ან დიად კლდეებს და ურყევ ქანებს,
ანდა ჩიტუნებს, ბოლოქანქარებს,
ანდა მუზების სევდიან ქნარებს,
ან ბალტიის ზღვის ცრემლიან ქარვებს ...
რა განაქარვებს?
რა განაქარვებს?
რა განაქარვებს?........


მზია თვალაბეიშვილი
2019 წლის 12 სექტემბერი

ურაკპარაკის წევრ „დერვიშის“ სტილში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები