ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერსონიმუს ვილჰელმ ლიბენშელი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2019


რჩევა ჩემს სტუდენტებს

რეალობა არის ის, რასაც ვერ აღვიქვამთ რეალობის აღქმისას,
სანამ მდინარეები მოედინებიან, ადგილზე იდგებიან მთები.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის გაწიროთ, საკუთარი თავი,
ვერც თვალს მისცემთ მიმერს, რომ იმაზე ჭკვიანები გახდეთ ვიდრე ხართ.

თვითგამრავლებადი უჯრედები უნდა ჩაისახლოთ ტვინში,
დაივიწყეთ ყველა ვინც გიყვართ და დაადექით გზას,
საგზლად შავი პური და წყალი, ხოლო საზრდოდ სიკვდილზე ფიქრი იქონიეთ,
როცა ყველა თითს გადაითვლით ხელზე, მნიშვნელობა აღარ ექნება დარჩენილ დღეებს.

დატკბით თქვენი უბედურებით იმიტომ რომ დიდხანს არ გაგრძელდება.
დატანჯული სახე, რომელსაც დღეს სარკეში ხედავთ,
თქვენი მეგზური იქნება ბნელ გზაზე,
დათმეთ ყველა ნაოჭი, არ გამოგადგებათ მათი ფორმებით დანახული სამყარო,
ადამიანი არის ის, რაც გახდება.












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები