ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2019


იმედიტირე სიყვარულით ! პერფორმანსი სიყვარულზე

მხოლოდ შეშლილებს თუ შეუძლიათ რომ უყვარდეთ , ჰოდა ჩემთან ერთად გაგიჟებაზე რა აზრის ხარ?. -
..........

გახსოვს პირველად რა მკითხეო - მეკითხები - როგორც ყოველთვის მე წარსული დამავიწყდა და შენ ცოტათი ნაწყენი მეუბნები - არც მომსალმებიხარ, არც რამე გითქვამს - შემომხედე ,ეშმაკურად გეღიმებოდა და მითხარი - 'მხოლოდ შეშლილებს თუ შეუძლიათ რომ უყვარდეთ, ჩემთან ერთად გაგიჟებაზე რა აზრის ხარ'?

ფაქტებად აღირებული სიმართლეები თავზე გვემსხვრევა,
ყველაფერი რაც გადამაყლაპეს - რწყევა რწყევით უკან ამოდის.
სულაც არაა თეთრი თეთრი და შავი შავი.
სიმართლეები გამრუდებულ რეალობაში არიან შეჭეჭყილები და თვალებზე ბურუსივით ეხვევიან ადამიანს.
ტყუილებს მოგიყვები და დამიჯერე, რადგანაც აქ მხოლოდ ტყუილებში ვიპივნით რაღაც ნამდვილს. თვალებშიმიყურე , თვალებში მიყურე მეთქი !
ილუზიური სიახლოვე ჩვენს შორის არსებულ სიცარიელეს ვერ გადააფარავს.
ჩემს წინ დადექი ისე ახლოს , რომ ჩემი ამოსუნთქვა იგრძნო კანზე,
ასე ვიდგეთ საათები სანამ სხეულის ყველა ძვალი ტკივილისგან არ აგვაკივლებს,
გვტკიოდეს ის ფაქტი,
რომ ჩვენ ასეთ სიახლოვეშიც არ შეგვიძლია ახლოს მისვლა.
ნუ შემეხები !
ილუზიურია შეხება, იფიქრებ რომ - გაერთიანებას მოახერხებ ჩემთან. უბრალოდ ასე 'ახლოს' ვიდგეთ და ვაკვირდებოდეთ, მიუხედავად ახლოს ყოფნისა - რა შორს ვართ.
რა შორს. ვართ. ვარ.
ჩემი ტყუილი შენს სიმართლეზე გულწრფელია , იცი? ...
სიყვარულში სიძულვილს გავურევ, ზიზღს და სასოწარკვეთას.
გასინჯე ჩემი გრძნობები.
შენი თვალებიდან მწყურია ცრემლები . ხელებს ავაცეკვებ ისევ .
სიკეთის ულუფას ნუ მომაწვდი, ბოროტების გარეშე .
აახარხარე ტანჯვა ! აახარხარე ტკივილები !
მე შენ ისევ ახალ ჭრილობას მოგაყენებ, შენ კი სიამოვნებისგან შეძლებ გაღიმებას.... ამოტრიალებულია ყველაფერი სამყაროში და ის რაც, ყველაზე გიჟურად და ავადმყოფურად გვეჩვენება, მანდაა - სიმართლე. გავიქცეთ - ისევ გავიქცეთ - და სანამ დამეწევი, იგრძნობ რომ ჩვენ მხოლოდ ახლა შეგვიძლია არსებობა და შეიძლება სამუდამოდ დაგეკარგე. მოდი რა, წიხლზე დაიკიდე რომ ახალგაზრდები ვართ და უბრალოდ მომაკვდავის სარეცელთან დამიჯექი და მითხარი ის ყველაფერი ,
რასაც მეტყოდი რო იცოდე - რომ მეორე წამს ვეღარასოდეს გაიგონებ ჩემს ამოსუნთქვას, 
ისე ჩამხედე თვალებში - თითქოს ბოლო წამია ეს ჩვენი არსებობის ..... იტირე ! იტირე !

........

მე ისევ მთელი ღამე ვწერდი შენს სხეულზე ლექსებს,
რადგანაც მატერიაში ჩამებეჭდა სულის ყვირილი.
განვა-ხორციელე ჩემი ტკივილები და აყვირებული - 'მიყვარხარ' - ყელიდან გულისკენ მისრიალებს შენს სხეულზე - გველივით და თითოეული ნერვი გაქვს მოწამლული უკვე ჩემი სიყვარულით . მიხატულ ცრემლებს შეუერთდა შენი ცრემლები, როცა ატირდი , ხელი მოისრისე და თვალებში მელანი ჩაგივიდა - გეწვის ხომ?
შენ ტკივილისგან ყვირილს იწყებ და ჩვენ ვიცინით.
ბოლო დროს იცი იასამნისფერსა და მალინისფერსშუა არსებულ ფერებად ვხედავდი სამყაროს და ამიტომაც გვიხაროდა მელანში გარეული ცრემლებმა ეგ ფერი ლაქები რომ დაგიტოვა სახეზე.
მერე გავითამაშეთ თითქოს ორი წამის მერე ვკვდებოდით და ისე ვიქცეოდით თითქოს ეს უკანასკნელი წამი იყო, უკანასკნელი სიტყვა , უკანასკნელი შეხება.
სულირომ ემოციებისგან ვეღარ ძღება სხეულების ჭამას ვიწყებთ ხოლმე. თვალებში მიყურე ! იცი რამდენი 'მიყვარხარ' შეგიძლია უთხრა ადამიანს ერთ წუთში?
ჩვენ ვეჯიბრებოდით ვინ მეტჯერ იტყოდა და პირი გვტკიოდა უკვე , ყბები მოგვემსხვრა თითქოს გადიოდა წუთები, საათები და ამ სიტყვას ვიმეორებდით და როცა ხმა საბოლოოდ გვეხლიჩებოდა - მერე უბრალოდ ტუჩებს ვამოძრავებდით.
როგორ გულიანად ვიცინი ხოლმე და უკვე აღარ გიკვირს შუა სიცილში ტირილს რომ ვიწყებ .
ჩემში არსებული ემოციები წამის მეასედში იცვლებიან და შენ ჩემი ცვალებადობის ღრუბლებში დაიკარგები ხოლმე ხშირად. ყველაფერი ვთქვით , ყველაზე ცუდი რაც შეგვეძლო ერთმანეთისთვის გვეთქვა , ყვირილსა და ზიზღში აყვირებული სიყვარული ხარხარებდა გვესმოდა და გვეცინებოდა რომ ' რაცარუნდა გამიკეთო შე ნაბიჭვარო ყოველთვის მეყვარებითქო..' სიყვარულს გამოცდებს ისევ მოვუწყობთ და გავერთობით დაბრკოლებათა მრავალფეროვნებით. სხვებს რა გონიათ? არვიცით ხომ და გააჯვანთქო რა. გააჯვან. ნეტაი ჩვენ.
მე ისევ გულწრფელობაზე გიმღერებ სიმღერებს და ისევ შევთხზავთ რომანებს ჩვენზე და ზეპირად მოვყვებით ისტორიებს.
ფრენის სურვილი რაღა საჭიროა ,როცა მე შენ შიგნით შემოვფრინდი და ყველა ნერვში ფართხალებს სიყვარულის ჩიტი.
რატომ მაგიჟებ? რატომ მაგიჟებო - მე კი ვიცინოდი.
სადამდე შეგიძლია ჩემს სიყვარულს გაუძლო მეთქი? ფანჯარა გააღე და დაიყვირე -
' მე ყველა სიგიჟეში გამოგყვები შე ავადმყოფოო ! ' თავები გამოყეს ფანჯრებიდან მშიშარა თაგუნებმა. მეგონა სიცილისგან მოვკვდებოდი. შემომაკვდები შე საცოდავო სიყვარულითო და გამომეკიდე - ოთახებში სირბილის გამო მერამდენედ ამოგვივარდნენ ხომარ დაგავიწყდათქო და ისევ მივრბოდი.
რა უცნაურია ? თავი მაგ დროს დამფრთხალი შველი მგონია თავის მონადირე რომ შეყვარებია და ერთი სული აქვს როდის დაიჭერს და თან ეშინია გულიარგაუსკდეს შიშისგან. პატარა ბავშვივით ვყვიროდი და შენ გეცინებოდა შე სულელო რამ შეგაშინა მართლა ხომარ მოგკლავო და თან იღიმოდი - რავიცი რავიციო..
დღეს არაგიშავდათქო , თვამოჭუტული გიყურებდი ეშმაკური ღიმილით - დღეს ცოტამჯერა რომ შენი გრძნობები ეგოშიარაათქო აყროლებული . გენეტიკურ კოდში დღეს ნაკლებად ავყეოლდიო? დამცინოდი და თან პირჯვარს იწერდი ღმერთს მადლობაო სანთელიუნდა დავანთოო.
ღმერთს? ახლა გინდაღმერთზე მაეჭვიანოთქო ? მეგონა მე ვიყავითქო შენი ღმერთი...
და იცოდი ახალი სიგიჟე იწყებოდა თავიდან და ახალი სიყვარულის გამოცდები..
ისევ დაგვავიწყდება დედამიწა და ისევ დაგვავიწყდება ადამიანები...
უი მაგათ ხომ არსებობის უფლება ჩამოართვიო და სიცილისგან ბჟირდები - ნუღარ დაიღვრებითქო შენს მოგონებათა სიმყრალეში და მერამდენედ უნდა გითხრა შენი ასოციაციების დედასშევეცითქო ! გააჯმევინე ყველაფერს რაც აქამდე ყოფილა, სანამ ამ ოთახში შემოგათრევდითქო .. ეს რა შედარებები, რა ანალოგიები მომითრიე , ვის უბედავთქო?
კარგიკარგიო ვითომ სერიოზულად მეუბნები და თან გეცინება.
შე ნაბიჭვარო! ..
მერე ისევ ვმღეროდი დაბადებაზე , რომ ჩვენ ამწამს დავიბადეთ და შეხედე შეხედე ეს რა არისთქო? მგონი ხელებს ეძახიანო, რა საჭიროაო ხელებიო და ასე ვიკვლევდით ერთმანეთის სხეულებს, ფიქრებს, ემოციებს თითქოს პირველად გაგვეგო ამ ყველაფერზე - ასეთი თვალებით რომ მიყურებ მუცელში რატომ მბწკენს რაღაცთქო?ეს რა გრძნობებიათქო .. აბა ხელზე მომეფერე რას ვიგრძნობთქო..რას ფიქრობ რას ფიქრობთქო ? და მემილიონეჯერ გიყვებოდი ლექს, რომელიც არასოდეს გვბეზრდებოდა
'ღამით ნერვები მღალატობენ ჩუმად ხარ დარჩი, მელაპარაკე სულ ჩუმად ხარ მელაპარაკე , რას ფიქრობ ახლა რაზე ფიქრობ , მითხარი რაზე, არასდროს იტყვი რა გაფიქრებს კარგი იფიქრე'.. შენ ჩემი ფიქრები ჩემზე კარგად იციო და ჩემი ქვეცნობიერიდანაც ხომ შენ მელაპარაკებიო გეღიმება.

მხოლოდ შეშლილებს თუ შეუძლიათ რომ უყვარდეთ , ჩემთან ერთად გაგიჟებაზე რა აზრის ხარ?ო მეკითხები  - უკვე გიჟი ხარ შე უბედუროთქო და ისევ სიცილისგან გადავბჟირდი.

28/10/2019

https://youtu.be/K7yj_bPwtbA


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები