ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2019


ფენიქსშემოზრდილ ადამიანად კვდომა.

ფენიქსებიც ტირიან მაშინ, როდესაც დაწვისას
მათი ცეცხლი ლურჯ ცრემლებად იქცევიან .
შემომიკორტნა გული ფრინველმა და აქ დაიდო ბინა,
ფერფლიდან აღდგომამდე დიდი დროა - ჯერ კიდევ წყლის სიღრმეში იძირები
სუნთქვისშეუკვრელად.
ფსკერამდე ნეტავ რამხელა მანძილია?
.......ბნელის დევნა ილუზორულია, სიბნელე სინათლის ნაკლებობაა მხოლოდ....
გულისსინათლიდან სიხსლიფერ ემოციებად იღვრება გრძნობები , რამდენ ლუკმად დაიყოფა დღევანდელი სულის საკვები?...
მიშიმშილე ინსტიქტები , მიშიმშილე სურვილები.
ჩემთან ერთად ატირებული დედამიწა თითქოს სოლიდარობას მიცხადებს ისევ და
ცრემლებში ისევ წვიმა შეერია.
ჰო შენ როცა წვიმს სულტირიხარო იტყვიან ისევ,
განცდათ გარომანტიულობაში დაღვრილ ცილისწამებებად ყარან მათი სულები.
ჩემსსხეულში როგორ შემოძვრები და იგრძნობ , თუკი შენს სხეულშიც არ იცი როგორ ამოისუნთქო.
მზის სხივებს ვერ მოვუსწარი ისევ და ღამის სუსხი ნომებრის ულუფებად გადმოყრილ ვნებებში იკაწრება. სამყაროსეულისევდით იტირე იტირე ! ყველა ნაწილაკის სიხარულსა და ტკივილებში გადაზრდილი, დაპატენტებულ უგულობას ისევ მოისვრი ნაგვის ბუნკერში. ჭრილობების ლოკვას ვერ გადაეჩვევი თუკი სინათლეს არ მისცემ უფლებას გაგანათოს,
შენკი ჯიტად მიიწევ სისხლისფერ ემოციებად დაღვრილ ნაპრალებში. პატარა ბზარში შეყუჟვა ვერ გააჩუმებს სამყაროს სიცილს,
რომელიც საერთოდაც არაა კეთილი და უბრალოდ გადანაწილებათა პროცესში ჩართულ ნაწილაკად აყვირდები.
სადაც აჯანყებას აზრი არ აქვს იქ უბრალოდ სიჩუმეში - იყურყუტე. შენს თვალში შეზრდილ ფენიქსად იქცნენ ემოციები და შეგიძლია დაფერფვლამდე გეტკინოს ყველა ჭრილობა.
ზოგჯერ ტკივილებიც გვიყვარდებიან ხო და ზოგჯერ სამყაროს სიღრმიდან ანგელოზების ტირილი გვესმის. დემონების არა. დემონებს მხოლოდ სიცილი შეუძლიათ. 
თითებით შეხებით დახოცილ პეპლებად ამოფრინდები და ისევ ფრთათა სიდიდის კვლავად მისდევს - ადამიანს - კიდევ ერთი დიდი ულუფა - სიყვარულად დამშეული შინაგანი ბავშვის აყვირებით, დაბადებითა და მუდმივი კვდომით .
გულში შეფრენილ ფრინველად გარდასახვად ემოციებად მეფერება ეკლები და მხოლოდ იმიტომ მერჭობიან, რომ უბრალოდ უფრო მეტად შემიგრძნონ.
ნაკერებდადებული ცნობიერებით ნუ მომიწვები და სულის დაჩირქებად არ მიღირს მტრედების ღუღუნი. ფენიქსშეზრდილ ადამიანად ცეცხლშივიწვი და ცნობიერება აკივლებულ მეებს უბრალოდ გავუღიმებ .
თვალებში როგორ შემოგხედავენ, თუკი თვალებში ვარსკვლავურინაწილაკებიდან ჩიტები გამოიჩეკნენ და შემოხედვისას მათკენ მიფრინავენ რომ ჩაუნისკატონ დაბრმავებულსულებს -თვალებში გაგერჭო სიმართლე.
ერთი ორი სამი ოთხი, ითვალე ითვალე -ნელა იწვის შენი ფრთები , რადგან ცრემლებად დავღრილ სხივებად ერევიან ცეცხლის ენებს წვიმები. ...ჰო , წერტილები მრავლდებიან ისევ და წერტილებად დაღვრილ ცნობიერებაშივე აწყობილად თავისშეგრძნება არაფერია უკვე. წერტილო.წერტილო. იბადები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები