ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 თებერვალი, 2020


"I wanna be in the room where it happens"

მინდა რომ ყოველდღე ორ ლიტრ წყალს ვსვამდე.
მინდა რომ მაღვიძარის პირველივე დარეკვაზე ვდგებოდე.
მინდა რომ დილით ჰოროსკოპსა და ამინდს ვამოწმებდე.
მინდა მჯეროდეს რომ ჩემი ყოველი დღე მასონების მიერაა განსაზღვრული.
მინდა, დაბღვერილი სახით ვიარო, ოღონდ არ მინდოდეს.
მინდა ავტობუსით მგზავრობისას ,,გადაიწიეთ" ვიძახო.
მინდა ტაქსისტებს ველაპარაკო გზაში.
ზურაბ ჯაფარიძე ალექსანდრე ჰამილტონი მეგონოს და კახი კალაძე ბეკენბაუერი.
მინდა ბიძინას სურათიანი დისკი მქონდეს სახლში ჩამოკიდული, რომელზეც მისი ბიოგრაფიაა ჩაწერილი.
მინდა როგორც კი მომინდება, მაშინვე მივდიოდე ტუალეტში.
მინდა ყველას ვენდობოდე და შემდეგ მათით იმედგაცეუება გულს მტკენდეს,
მინდა გული მტკიოდეს, სხვის გამო.
მინდა ვამბობდე, რომ საგანი ,,დიზე" მხოლოდ ერთი წაკითვით, ანდაც მოსმენით დავხურე.
მინდა ჩემზე ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი.
მინდა, თამადობისას სადღეგრძელოების თანმიმდევრობას ვიცავდე.
მინდა, რომ ვიყო, ისე რომ ვერ ვხვდებოდე ყოფნას.
მინდა რომ ეს ყველაფერი მართლა მინდოდეს.
დავიღალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები