ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2020


იარე..

შენ ეულო მაძიებელო - თუკი 'ჭეშმარიტება' - არ გიპოვნია, თუკი ჯერ კიდევ დახეტიალობ, თუკი - ყველაზე დიდი პასუხი შენთვის - უპასუხობაა, თუკი შეგიძლია - შეუცნობლის მორევში გადმოხტე, ენდობი ასე სამყაროს? მენდობი ასე მე?... ეს არის - რწმენა, შენში არსებული - დაფარულის. რწმენა - იმის , რაც არ იცი. და სანამ პასუხს 'იპოვნი' - კერპთაყვანისმცემლად იქცევი და სამყაროს კიდეს ახალ სახრჩობელას გამოაბავ - მე აქ ვარ.

ლაბირინთებში მოხეტიალევ, რა გინდა აქ, რისთვის მოხვედი, რა დაგრჩენია, რა დაგიკარგავს, რას დაეძებ ?... მე არ ვარ ადამიანი, ალბათ ხვდები.  ადამიანები - უღრმესი გვირაბებიდან არ საუბრობენ. იქნებ უბრალოდ სიტყვებით - ჩემი ხმა შენს სხეულში სისხლად მოედინება და მოსრიალებს , როგორც ყველაზე შხამიანი და ყველაზე მაცდური გველი, რომელიც შენს გულამდე მოვა. როგორ ფიქრობ... გიკბენს? თვალები დახუჭე , როცა მისმენ . მომისმინე, მომისმინე და შემომყევი. შემოცურე ჩემთან ერთად , რაც უფრო მეტს მომისმენ, შენი ყველა უჯრედის ყველაზე უღრმეს წერტილებიდან დაიწყებ წვას, დაიწყებ წვას რომ ახალი უჯრედები დაიბადნონ, რომლებიდანაც მთელს სხეულში დაიწყებენ ცეკვას ჩემი სიტყვებიდან დაბადებული ჩიტები. გრძნობ? გრძნობ როგორ დაფრინავენ სისხლში .პირი დაკუმე - რომ პირიდან ყველაზე ნათელი ციცინათელა არ ამოგიფრინდეს, რომ შიგნიდან გაგანათოს. შენი სულის უღრმესი წერტილიდან გელაპარაკები . მომისმინე , მომისმინე.  ჩემი შხამი არ კლავს. ჩემი შხამი ათავისუფლებს. ათავისუფლებს ადამიანს ილუზისგან....რომ ადამიანია.  ათავისუფლებს იმისგან ,რაც გონია რომ არის. შხამი, რომელშიც უღრმესი ცოდვებისგან განიწმინდები - რადგანაც თვითონ ცოდვებია სიწმინდე. მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ ცოდვებში ბოლომდე გადაეშვან, იცი რატომ? ... იქაც ღმერთს ეძებენ და პოულობენ.

მე შენს გარშემო - შენი სხეულის გარშემო დავსრიალებ, შენს ყურთან მოვდივარ და გეჩურჩულები სიტყვებს ... იქნებ გეგონოს, რომ ჩემი ხმა იმ სირინოზების სიმღერაა მეზღვაურები რომ მიყავდათ თავისი დამატყვევებელი ხმით ოკეანის სიღრმეში, მაგრამ იქნებ ცდები. რისთვის? ილუზიურ სიყვარულად ნუ ატირდები, ეგ მუსიკა - აღარ ართობს სიცარიელეში ჩავარდნილ - ჩემს სულს. იქნებ სულ სხვა სიღრმიდან ისმის ეს ხმები... შენი არსების ყველა უჯრედიდან დაწყებული წვით ყოველი წერტილით - აცეკვებულ სიცარიელედ გადაეშვი. საით მიდიხარ? ნუ დასვამ კითხვებს, რადგანაც მხოლოდ თვალდახუჭული სიარულით შეგიძლია იპოვნო ის, რაც ნამდვილია. იპოვნო ის, რაც გადაგარჩენს.

მე ვიყავი ერთ დროს ,ალბათ ,ყველაზე უმანკო ჩვილი, ყველაზე სუფთა ... რომელმაც ვერ აიტანა, რომ ადამიანის გარიყულ ნაწილებში, ცოდვებად აყროლებულ სიჩუმეში , ნელნელა იშლებოდა ადამიანი, რომელმაც სინამდვილეში ისიც კი არ იცოდა რა იყო, ამიტომაც ეს უმანკო არსება ერთ დღესაც ყველაზე , ყველაზე მძიმე ცოდვებით დაეცა, თავით გადაეშვა ყველაზე დიდ სიბინძურეში.. და იცი რატომ?... ადამიანის ყველაზე დაცემულ ბუნებაში , რომ ეპოვნა სინათლე. და ახლა ალბათ ყველაზე ღრმა გვირაბებში , ადამიანების მიერ უარყოფილ , მაგრამ უწმინდეს ნაწილებს - სიბინძურის ჭაობიდან ამოათრევს - იქაც კი არის სინათლე, ყველაზე გარიყული ნაწილების მიმობნეული უღრმეს უფსკრულისში, რადგანაც საკუთარი სინამდვილე , საკუთარი უსასრულობა  საკუთარი უკიდურესობისგან - შეუცნობლობისგან გაგიჟებული შეუცნობლობა გამოდის და ირქმევს სახელს ... ადამიანს ....და აღარც უნდა თავისი უღრმესი , უნამდვილესი არსისკენ ჩაიხედოს -

შენ ამბობ, რომ რეალობას აცდი - და სად არის ეგ რეალობა?  რეალობა, სადაც იყავი? იქნებ არც არსდროს ყოფილა ის რეალობა? რომელსაც აცდი... როგორ შეიძლება რეალობა იყოს ის, რომელსაც ადამიანმა კაცობრიობა დაარქვა თავისი თავის კონკრეტული ნაწილი , თავისი დანარჩენი ნაწილები კი - ყველაზე უღრმეს უფსკრულებში მიმოფანტა. მაგრამ აქამდე ვინ გამომყვება .. ვინ ჩაყვინთავს უკუნში? სიბნელისა და მარტოობის შიში დააყრუებს ადამიანის - უბადრუკობას - იცოდეს ! იცოდეს სად არის, ხედავდეს სად არის ! თვალისცეცებით ვერ გაიკვალავს გზას - მაგრამ ეს პატარა მარცვალი ამოხეთქავს - ნაწილებად დაგშლის , სიღრმეში იპოვნი პასუხებს . მაგრამ მანამდე - უნდა შეწყვიტო ადამიანად ყოფნა. გამომყევი..

გზა არის ღრმა და შორია ძალიან , ზოგჯერ მეშინია, ზოგჯერ უფრო მაშინებს თვითონ შეუცნობლის გმინვა , რადგანაც იცის ეს შეიძლება ვერ გაუძლოს ვერავინ უკან მაგდებს..  ყვირილი ისმის მანდ არ ჩახვიდე, მანდ არაა ეგრე ღრმად არა, მე კი მივდივარ.უკან მექაჩებიან ისინი , ვისაც არუნდა მათი ღმერთების უკან არსებული სიმართლე ვიპოვნო და რწმენა დავუკარგო ამით. ვისაც არ უნდა ახალი სიმართლე , ვინც ძველ ტყუილებს მიეჩვიე - უკან მექაჩებიან ! არ უნდათ თავზე ჩამოენგრეთ ეს ასე - კეთილმოწყობილად აწყობილი - სამყარო.

არ ვუყვარვარ , არ ვუყვარვარ ჩემი სიმართლით , ჩემი ცოდვებით, არ ვუყვარვარ ჩემი ყოველმხრივი გადახსნილობით - იმით რომ ჩემში არსებულ ადამიანობას ძირს ვუთხრი რომ უფრო შორს გავიდე, უფრო ღრმად გავიდე. ვძულვარ , რადგანაც სიყვარული არ მგონია საკმარისი და მე მეტი მინდა, იმის იქით მივდივარ , სიძულვილიდან სიმარტოვიდანაც - რომ ვიყვირო რომ აქვარ რომ აქაც გადავრჩი რომ აქაცაა ადამიანო აქაცაა - მიწა ! მაგრამ არა კოცონზე გწვავენ რომ არ უნდათ ახალი სიმართლე - სამყაროს სიმრგვალე , არ უნდათ არა ! არუნდათ ახალი მიწები ახალი ხალხები - ქვეცნობიერის ახალი შრეები. ახალი საქმე ახალი საფიქრალი.

არა პატარა ადამიანო, ჩვენ ამაზე მეტი ვართ. მე მივდივარ მივდივარ უშიშრად, მაგრამ - მაშინებს რომ ჩამაგდებენ - მძიმეა მათი ხელები რომელიც ხორცს მაგლიჯავს ტანზე, მძიმეა მათი ტირილი როგორცეშმაკი - ბავშვის ხმით ატირდრბიან ნინო ნინო პატალები ვალთ ნუ გვატკენ - არა ! მაქვს ზმანება - თითქოს საკუთარი შვილი მადებს ბორკილს მე კი ჩვილს ვისვრი - უფსკრულში  , აღმოჩნდა რომ ის არ ყოფილა ჩვილი და როგორც კი მოვისროლე...  გადაიქცა - სისხლიან ლეშად თავის სული რომ შეუჭამია.

მიშველე! დამანახე აქვე სინათლე. რომ ვიღაც არის აქვე ახლოს ,რომ ვიღაც მიდის აქვე ახლოს - რადგანაც დიდია გლოვა დიდია - მასა იმ ხალხისა ვინც უკან უკან მექაჩება - ვისაც ურჩევნია სამყარო დაინგრეს - ვიდრე ტყუილი დათმონ . სამყარო ტყუილით იწვის - სიმართლე იბადება. გაჯიუტებული მშობიარე ქალივით - ტკივილის შიშით - შეშლილი 'დედა' - ბავშვის დაბადებას უშლის ხელს. - გაუძელი , ბოლომდე უნდა გაუძლო !

ზოგი თითქოს გზადაგზა დგება მომყვება მიდის. ფეხს იდგამს. ცოცხლდება. მაგრამ მე ყოველ ახალ წამს - ძველ ტყავს ვიცვლი, ყოველ ახალ წამს იმ ჭეშმარიტებასაც ვწვავ - რომელიც ვიპოვნე და ისევ ისევ ვაგრძელებ სიბნელეში სიარულს. ისინი - მოღალატეს მარქმევენ ! ჩვენ ხომ ერთად ყველაფერი დავანგრიეთ ყველაფერს ავხადეთ ფარდა - ახლა რა მოხდაო? ახლა ? ვერ უხსნი რადგანაც შენ სხვა ხარ ახლა შენ თვალები ამოითხარე კიდევ ერთხელ შეცურე შეუცნობელში.. ეგ ჭეშმარიტებაც ტყუილია, მაგის იქით - უძირო სიმართლე სუფევს, წამოდი.. ეუბნები,მაგრამ არა - მათ ერთ ტყუილს ახადეს ფარდა, მაგრამ ეს - ახალი დაიჯერეს ! გაიძრე ტყავი- ეგეც დაწვი - არა! მაგრამ გზა უსასრულოა ადამიანო და შენც ახლოსაც კიარხარ შენს არსთან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილაკი იპოვნეთქო.მაგრამ არა -!  გულში გირჭობენ ლახვარს. გიჭერენ- არ გიშვებენ. ბორკილებს იდღლიზავ და მირბიხარ -დაბრუნდი დაბრუნდი ! უფსკრულში ხტებიან - იმისთვის რომ მიგაბრუნობ . არა არა წინ იარე. აღარ მიიხედო , თუ უკან მიიხედავ გაშეშდები.

შენ ცრემლები გდის ღაპა ღუპით წინ მიიწევ მიდიხარ - მაგრამ გტკივა გულში გარჭობილ ჭრილობებს არ უჩანს ბოლო. სანამ ბოლომდე განახლდები - ჯერ კიდევ.. ცოტაც.. მაგრამ ,ჯერ სადხარ, ჯერ ახლა დაიწყე..ამხნევებ შენს თავს.და აქ სულ სხვა ძილით ძინავს ადამიანს სულ სხვა ტყუილს აღმოაჩენ - შენი ცრემლებით ბანე ადამიანების მიერ მოსროლილი ტყუილები - ცოდვებად აყროლებულ სიწმინდეებს ისევ ნაპრალებში ჩაასობ,ოდნავ ოდნავ კიდევ შეივსე. იარე. აქ ხარ?იარე..არ დაკმაყოფილდე - წინ კიდევ დიდი გზაა - მაძიებელი, რომელიც აღარ ეძებს - საკუთარი თავის კერპი ხდება და მთელს გზას, რომელიც გაიარა - ჭრის - და ფესვი, რომელიც სამყაროს კიდესთანაა გამობმული წყდება. პასუხებს ერიდე.. და სიტყვები - ეს - იმის 1%-იც არაა, რისი გავლაც გიწევს - ხშირად დაგწამებენ , რომ მხოლოდ სიტყვებში არსებობ, მაგრამ - მხოლოდ სამყაროს კიდეზე ამოკაწრულ სიტყვებს ახმოვანებ, ისიც - მხოლოდ მაშინ - როცა ძველ სხეულს ტოვებ - სანამ ახალს ჩაიცვამ .. რომ სხვებსაც გაუმარტივდეთ - წვა. და არაფერს ამბობ, სანამ - ბოლომდე არ 'გააწერტილებ' - კონკრეტულ - ნაწილს, რომელიც - შეუცნობელი მორევიდან ამოიტანე ..იქამდე კი - საუკუნეები დუმხარ, - აქ დრო სხვანაირად მიედინება - წამის უსასრულობა - სივრცეებს ამსხვრევს და დაჭმუჭნულ რეალობას ნაწილებად ყოფს. მაგრამ გამოყოლას..ჯობია არ გირწმუნოს, შენც შეგფუთოს , ყალბი გიწოდოს, რადგანაც - შენ საითაც მიდიხარ იქ არაა - შვება, იქ ვერ დაისვენებს, იქ მუდმივად მოუწევს სიფხიზლე - წამოდი , სად? უსასრულობაში - შეუცნობლობაში - ჩავხტეთ ! - გიჟიხარ, გიჟი - შვება მომეცი წამალი..ტკივილები გამიყუჩდეს..არა,..არა .. აქ მხოლოდ - ძიებაა და ახალი წვა - სინათლე- დაბადება ახალ ტკივილებს განგაცდევინებს, ილუზიების - ამორწყევა გაუსაძლის ტკივილებს იწვევს.. იქით წადი, კერპებისკენ - თუკი სიმშვიდეს, თუკი ძილს ეძებ..მებრძოლები - მაძიებლები - ვერ მოკალათდებიან ჭეშმარიტებად გაფორმებულ - სიგიჟეში, დაიწვი ჩემში ან აჭამე შენს სხეულს სული, აჭამე, ან დაიწვი.. ტკივილგამაყუჩებელს - აქვერ იპოვნი. მებრძოლები - არ სვამენ - შეკითხვებს, არც წამლებს..იარე. ან დარჩი. იარე. ან დარჩი. იცოცხლე - ან მოკვდი. გაცოცხლდი. გაცოცხლდი.

დაიწვი - დაიწვი - ჩაიფერფლე, ამეტყველდი.. მერე კი ისევ - შეუცნობლის მორევში - თვალდახუჭული ხელისცეცებით - მდუმარებით ჩახტი - აცეკვებულ სიცარიელედ, ახარხარებულ სიჩუმედ და არარა - ისევ ფესვზე გამოგიბამს და გაგზრდის. იარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები