ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2020


ცალი ნასკი - ნაწილი#4 - მარჯვენა (დასასრული)

პიმეს დილით ადრე გაეღვიძა. მზე უკვე კარგა ხნის შემოსული იყო ფანჯარაში. გაზმორვისას რამოდენიმე ძვალი გაუტკაცუნდა, რაც მისი მიმიკის შეცვლით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ესიამოვნებოდა. უცბად ჩაიცვა, ფეხსაცმელებიც აიღო, მარჯვენაში იდო წინდა, მარცხენა კი ცარიელი იყო. ახალი წყვილი აიღო, ეზარებოდა ძებნა. თითქოს სადღაც მიეჩქარებოდა, ისეთი მკვეთრი და გამოზომილი მოძრაობები ჰქონდა აუცილებლად აღფრთოვანდებოდა მნახველი, თუმცა კი მე მას ვიცნობდი, შეჩვეული თვალითაც კი ადვილად ვამჩნევდი. უფრო სწორად, რომ ვთქვა, განა ვამჩნევდი, შეჩვეულ თვალზეც კი მიკვირდა. შეიძლება არც ასეა სწორი, მაგრამ რაც მთავარია, ჩემთვის არის და თანაც სტორი. ჩაიცვა, კალენდარს შეხედა, შემდეგ ამოიოხრა, გაიხადა და ახლიდან ჩიცვა, იგივე ტანისამოსი, ოღონდ ამჯერად უფრო ნელა და მოწიწებით. ისევ ამოიოხრა, სკამზე გადაკიდებული ფრაკი აიღო, მოისხა და სასადილო ოთახში გავიდა. მობრუნდა, ის სკამი აიღო, რომელზეც ცოტა ხნის წინ ფრაკი ეკიდა, დაამსხვრია, ნარჩენებს ფეხით შედგა, შემდეგ კი ნამდვილად და საბოლოოდ გავიდა სასადილო ოთახში. კიი ნამდვილად საბოლოოდ. მოკვდება და ამიტომაც ვამბობ, რომ საბოლოოა.

აქ რაღა მინდა?!

სამზარეულო თქვენით წარმოიდგინეთ, ვისაც როგორი გინდათ. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მაგიდაზე ნახევრად სავსე ვისკის ჭიქა დახვდა. ძირზე გამურული იყო. სახეზე განცვიფრება დაეტყო, საფეთქლებზე ის, რომ გახსენებას ცდილობდა. თუმცა დრო არ ჰქონდა, ეჩქარებოდა. საპურედან გამხმარი პურის ყუა აიღო და ასე ღირღნა-ღირღნით გავიდა გარეთ.

კარის მარჯვნივ კიბეები იყო, მას აუყვა და თავის კუთვნილ რესტორანში მიდიოდა, ის იყო მფლობელიც შეფიც და მოადგილეც, მხოლოდ რამოდენიმე დამხმარე ყავდა, რომელთაგან ორი უკვე კარებთან ელოდა. პური არ მოექონა, ენა აუწვა. უკმაყოფილოდ დახედა და იქვე კართან დააგდო. რესტორნის კარი გააღო, დამხმარეები შეუშვა და თვითონ პურთან დაბრუნდა. დააქუცმაცა და მოშორებით გადააგდო.

შეუდგნენ საქმიანობას. მწვანილები, სუნელები, ხორცი, ხორცი, ხორცი, ხორცი, ხორცი, ხორცი და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე. ყველაფერი მზად იყო, თითქმის, პიმე კი დაიღალა, ოფლი მოსდიოდა უკვე შუბლზე, ძალიან ბევრი კერძის გაკეთება მოუწია, დილიდან მუშაობდა. გენაცვალე, მეფე მოდიოდა, თავისი ნაზირ-ვეზირებით, მის რესტორანში, წარმოგიდგენიათ?! ხოდა დაიღალა პიმე და ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, რომ შუბლი მოეწმინდა და ცინგლიც, რომელიც წიწაკის სიცხარიგან მოდიოდა. ცხვირსახოცი გაშალა და ერთიანად მოისვა სახეზე.

- შეფ - მიმართა დამხმარემ - შეფ, ცხვირსახოცი ტალახიანია და მთლიანად გაგიტალახიანათ სახე, ალბათ ვერ შეამჩნიეთ.

რატომ იყო ცხვირსახოცი ტალახინი? რატომ იყო გამურულ ჭიქაში ვისკი? რატომ ამიწვა პურმა ენა? რა ხდება დღეს, მაინცდამაინც დღეს. ,,მიხედე ამ ყველაფერს, წავალ დავიბან.“ თავი მისკდებოდა, ორივე საფეთქელი გახეთქვაზე მქონდა, ჩახუთულ ჰაერზე აღარ შემეძლო გაჩერება. აააღარ! აღარ! უკანა კარში გავედი და დავლანდე, რომ მეფე მოდიოდა, სასწრაფოდ შემოვბრუნდი. ამას, რაღა უნდა, ვანდე საქმე და გაიპაპაჯორა, დამაცა, დამაცა, მეფე მოდის, რა ტალახი დამაცა.

მოვიდნენ, ჩემს რესტორანში მოვიდნენ, მეფე და მისი ვეზირები, ამაზე მეტი რა უნდა ვინატრო, მეფეს დავაპურებ. ოხ ეს ფორმალობები, ერთი სული მაქვს, როდის დასხდებიან სუფრაზე, რომ ჩემი საფირმო გასინჯონ, ერთი სული მაქვს. მაგრამ მგონი არ შიათ, აშკარად არ შია არც-ერთს.

დავსხი სტუმრები და ისევ შევედი სამზარეულოში. მეფის მხლებელი გამომყვა და მითხრა ბატონო პიმე, ალბათ ვერ შეამჩნევდით, სახეზე ტალახი გისვიათო, ხო ტალახი, ტალახი, ვიცი, ვიცი, სპეციალურად ბატონო, ვერ გაიგებთ, ახალი სტილია. ვუყურებ კარიდა და აშკარად არ ჭამენ, მხოლოდ აქა იქ, აქა იქ ჭამენ და უმეტესად სვამენ, არა ამათ არ შიათ, რაის ოცნება, ამათ არ შიათ.

უკვე იშლებიან, მე მიხმობენ. დიახ ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ, მაგრამ გიყურებდით, რომ არ გიჭამიათ, ბოდიშით, რომ გაგაწითლეთ. არაა მე საერთოდ არ ვარ წითელი, ალბათ დამცხა, მშვიდათ ვარ, მშვიდათ ვარ. ბატონ პრეზიდენტს ვესაუბრები, თქვენ რა გინდათ? აჰა, ესეიგი მოგეწონათ, მოხარული ვარ, აბა ტყუილად, ხომ არ ჩავყავი სპეციალური ინგრედიენტი, სპეციალურად თქვენთვის და რა თქმა უნდა პირველი ლედითვის. მოგახსენებთ, ჩემი კუტუა ის იგრედიენტი, თქვენთვის ჭუჭუ, ქალბატონო ლედი. აღარ შემეძლო, გავრბოდი, გავრბოდი და სახე ალეწილი მქონდა, ვგრძნობდი, როგორ მიხურდა, ვგრძნობდი წვას, სახლს გარშემო შემოვურბინე, გავიხედა და ვხედავდი რომ მეფის ლაქია მომდევდა ყველაზე ახლოს ის იყო, მომდევდა, გავრბოდი, მოდი თამაზ, მოდი, ჰაჰაჰაჰაჰა. არაა, მასხარაა და ხუმრობა საერთოდ არ ესმის. აიი პრეზიდენტიც, აიი დედოფალი, როგორ შევარცხვინე, მისგან რაღა მინდოდა, თუმცა არც მას შიოდა, თავს დავდებ, რომ არა! უკან პრემიერი მომდევს, თამაზი, მოდით ბატონო თამაზ. მზე აცხუნებდა, ასფალტზე სახე საერთოდ აღარ ჩანდა, არა მზისგან უნდა დამეცვა ის, მივედი და ზევიდან დავეკარი, თამაზი დამახტა ზურგზე. ქვევიდან გუდრონი მექაჩებოდა, ზემოდან მასხარა, ქვემოდან გუდრონი ზემოდან პრემიერი, სიგნალი, ყაყანი, სინათლე, სიბნელე.

არ დამინახავს ისენი. ჩემი ბრალი არაა, მოსახვევიდან ახლოში იყვნენ და ვერ მოვასწარი დამუხრუჭება. სამივე მოკვდა. საშინელება იყო. ვერ მოვასწარი დამუხრუჭება, მანქანაც მთლიანად დამტვრეულია, თუმცა საწყლები, ისე ტანები უვნებლად გადაურჩად მაგრამ სამივეს თავები ისე აირივნენ ერთმანეთში, ვერ გააცალკევეს, ვერ განასხვავეს და გადაწყვიტეს ერთად დაემარხათ, კი სამივე ერთად. მაგრამ მეც ცოდო ვარ, ეს მანქანა ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. გაზეთში ეწერა, რომ პრეზიდენტის მოწამვლა უნდოდათ, ზოგმა კი გმირად შემრაცხა მისი გადარჩენისთვის, არადა ჩემი ბრალი არაა. პრეზიდენტმა დამასაჩუქრა და შემდეგ კი ჩემი სახლის გვერდით მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა. იქიდან გამოფენაზე წავიდა. მანქანა ისევ გაფუჭებულია, ახალს მოგცემენო.

მე წინ მოვდიოდი, თუმცა მათ არ ვუყურებდი, მამაჩემი განკურნა, ვიღაც ბიჭმა, ამასწინად, მისი სიკვდილით დასჯა იყო, ხოდა ბრბო ისე ყავდა აღელვებული ამ ამბავს რომ ვერ შევამჩნიეთ ისენი, როგორ ეყარნენ გზაზე, უფრო სწორად შევამჩნიე, კი დავინახე და ჩხუბობდნენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, პირველმა მე გადავუარე, მერე მორმა, მერე სიკვდილმისჯილმა და მერე ყველამ ერთად. ისე აითქვიფნენ, რომ ჩამოვდიოდი უკან, ვიფიქრე ვნახავ თქო, მაგრამ წვიმამ მომისწრო და სულ გადაურეცხავს. ქუჩის ბოლოს მოუქუჩებია ერთად, მარა რას გაარჩევდი, სულ ათქვეფილები იყვენ. სიკვდილმისჯილი ცოცხალიაო ამბობენ. მამაჩემიც კარგადაა.

შეურაცყოფა მომაყენეს, მე და ჩემს მეუღლეს, დიახ მოკვლას გვიპირებდა, არ ვიცი, არც კი გამიგია მისი სახელი.

ჩემი მოკვლა უნდოდათ, მომკლეს კიდევაც, მაგრამ ვერ მივართვი.

dasasრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები