ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2020


შეცურე შენს არსში.

••••• https://youtu.be/uI3mF5yfny8 ••••••

თვალები დახუჭე.
შეცურე - შენს არსში.
ჩამოიშალა შენს გარშემო არსებული დეკორაციები. გრძნობ?...
წყლის წვეთების ხმაურად - ახარხარებულ მუსიკას მიყევი.

სამყარო ისევ განაგრძობს ქაოსურ ხმაურს, მაგრამ შენ უკვე შიგნით ხარ,
იქ , სადაც ...
თავბრუდამხვევ ემოციებად ცეკვავ და მუსიკის ტემპში მოძრაობებად გარდასახულ ხმაურად - სუნთქავ,
უფრო ღრმად ჩაყვინთე.
გულისცემის ხმად - შეგრძნებაში ჩაძირვით მომყევი.
გახშირებულ პულსს დამამშვიდებელ - შემოხვევად.

ის რისი თქმაც მსურს - არ ითქმის,
ის რისი გამოხატვაც მსურს - არ გამოიხატის,
ნაწილ-ნაწილ დაშლა და კვლავ აწყობად - მოძრაობ,
მხოლოდ სიცილად გადმოღვრილ რიტუალად ბრუნვად შემიძლია -  მეტყველება.

ისუნთქე - ტემპში.
ეს ლოცვაა - ლოცვა ვნებებით სავსე ცრემლებად,
ნელი მოძრაობებით მომყევი იქ,
სადაც ნელ-ნელა სწრაფ დინებას შევუერთდებით,
შეცურე სიმარტოვეში ,
სადაც სისავსეს ამოუვსია ყველა უჯრედი და სიცარიელის ილუზია
დეკორაციებად - მოფუსფუსე ბრბოს აგონიად - იშლება .

ზოგჯერ ხომ გრძნობ,
რომ სადღაც ჩავარდი,
სადღაც - სადაც აქამდე არავინ ყოფილა?...
ან თუ ყოფილა ძალიან დიდი ხნის წინ,
სადღაც - სადაც მარტოობა გაუსაძლისი არ არის,
მარტოობა - მშობლიურია.

სასაცილოა - რომ გვგონია რაღაც გვსურს, რაღაც გვინდა - გვჭირდება,
მივექანებით დაუსრულებელ წრედში ,
სადაც კარუსელში ჯდომად თავბრუსხვევად ვარსებობთ და გულისრევით ვითქვამთ სულს.
ჩვენი ასრულებული სურვილები კი აყროლებულ ნარჩენებად კისკისებენ, და დაგვცინიან - 'სულ ეს ხარ?' 'გეგონა ეს გაგაბედნიერებდა?'

სასაცილოა...ჩვენი სხეულის დაცლილ იმედებად დანახშირება.
დაქუცმაცებულ მეებად - ხეტიალი, როცა სისავსე შენი ბუნებრივი მდგომარეობაა.

არაფერიც არ მსურს
არაფერიც არ მსურს
მე იმ ილუზიაში ვარ, სადაც სიზმრისეულ ბოდვად აშლილობად - ნაკლულობად თავბრუდახვეულა ადამიანს.
თავის ამ ნაწილებს გამალებით ეძებს, გაუსაძლის ხეტიალად, გადატყავებულ იდაყვებად, გახეხილ მუხლებად - სისხლად, ბრმა შინაგან სისხლდენად, ეძებს - იმას , რაც ისედაც აქვს.

სულელო - შეტრიალდი!
თვალების გახელის დროა !

ჩვენ - გვგონია - რომ რაღაც გვჭირდება,
რადგანაც ჩვენი არსი ვერ მიგვიგნია, რადგანაც ძებნა დავიწყეთ.
ჩვენ გვგონია რაღაც ნაწილები დაგვიკარგია.

საით იყურები?
მზერა მიაბრუნე შენი თავისკენ - შენ სავსე ხარ.
შენ ის ხარ , რასაც სჭირდება
ჩასუნთქვა
ამოსუნთქვა
მხოლოდ ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა
იმისთვის, რომ იყოს ის ვინც არის და ეს საკმარისია,
შენ ხარ ის - ვისაც შეუძლია განიცადოს არსებობა.
უბრალოდ ამისთვის ერთი რამ არის საჭირო - ისუნთქო .

სიმარტივე - შენს სხეულს აკანკალებულ ცეკვად გარდაქმნის .

მე ვსუნთავ - და მეცინება
მე ვსუნთქავ - და მიხარია
მე ვსუნთქავ - და ჩემი სხეული გიჟურ მოძრაობად კისკისებს,
რადგანაც ამოსუნთქვას ამოვაყოლე ყველა ეჭვი,
ყველა სიზმარი საჭიროებების შესახებ,
და სურვილები - თვალებიდან ჩამოცვენილ ცრემლებად დასცინის
ილიზიურ - დეკორაციას.

მიბრუნდი
მიბრუნდი -
შენი თავისკენ და დაიწყე სუნთქვა.
ეს საკმარისია ,
თვალებისდახუჭვად , ხელები ქარისმიბაძვით ახმაურდება
და მოძრაობები ღრუბლების ცვალებადობით დახატავენ სიყვარულს,
რომელიც შენი სიღრმიან ყველა უჯრედის გაცოცხლებას
ყოველწამიერი მხიარულებით განაგრძობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები