ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 თებერვალი, 2020


Анна Ахматова - Шелестит о прошлом старый дуб...

ანა ახმატოვა - წარსულს მიამბობს მუხა შრიალით

წარსულს მიამბობს მუხა შრიალით,
სხივებს ზანტად ჰფენს მთვარე ელვარე,
მე შენს კურთხეულ ტუჩებს ტრფიალი
ჩემს ოცნებაშიც კი ვერ შევკადრე.

შემოჭერილი ლურჯი თავშალი.
სენით უფრო და უფრო ფითრდები,
გადათოშილი ხელის კანკალით
გახსენებული თლილი თითები.

ძნელბედობისას ნათმენი სუსხი,
გული შეხვედრით ანატკივარი;
კარგა ხანია, ვიცი პასუხიც:
მიყვარხარ, მაგრამ შენ არ გიყვარდი!

23 თებერვალი, 2020 წ.




Анна Ахматова - Шелестит о прошлом старый дуб...

Шелестит о прошлом старый дуб.
Лунный луч лениво протянулся.
Я твоих благословенных губ
Никогда мечтою не коснулся.

Бледный лоб чадрой лиловой сжат.
Ты со мною. Тихая, больная.
Пальцы холодеют и дрожат,
Тонкость рук твоих припоминая.

Я молчал так много тяжких лет.
Пытка встреч еще неотвратима.
Как давно я знаю твой ответ:
Я люблю и не была любима.

1911

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები