ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2020


უბრალოდ ოხვრის მხატვრული სახე

ბინდი თუ ორთქლი, რას გაიგებ?!
მგონი ვბრმავდები.
შენ წახვალ, ისე ვერც მიხვდები,
რომ თან წაიღებ სიცოცხლეს. სიცოცხლეს,
არსებობისთვის განწირული ადამიანისა.

"გზაია ხსნისა, - მეუბნება-, შვილო ჩემო, ზარები გიხმობს.
ხომ იცი შენგან არაფერს ითხოვს?
მხოლოდ სიყვარულს, უნდა გიყვარდეს ყველაზე მეტად."
-მე ქალი მიყვარს მასზე მეტად, გულს ვერ გავუყოფ.
ჩაყოფს მამაო, ნეკა თითს კანდელში და შუბლზე ჯვარს მომცხებს, იმხელას ვერა გულზე რომ მაწევს.

ათასი გრძნობა ერთად მოდის, აგონიაა.
სიკვდილ სიცოცხლის გასაყარია შენს გვერდზე ჯდომა,
ყველა ჩასუნთქვა ბოლო არის და ვეჭიდები სიცოცხლეს, როგორც არასდროს.
და ცოცხალი ვარ, როგორც არადროს.

გული განაგრძობს, ფეთქავს და ფეთქავს, ღეჭავს და ღეჭავს სისხლს და მაინც ვერ მოინელებს.

შავი ნერვები უგრძნობია,
გზის ჩამკეტები.
მე არაფერში გამოგადგები.
შავი ნერვები დახვეულია, შავი ნერვები ვიწროვდება.
რატომ ვწერ ამას?
რატომ ვწერ ამას?!
ბედნიერი ვარ, როგორც არადროს.
დავიღალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები