ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2020


ამოისუნთქე სიყვარულად.

••••https://youtu.be/ju9TqdqpJLE••••

აქ ხარ?

........

თვალებისდახუჭვით ჩააბნელე - ილუზიური არსებობა და
უკუნში - შეგრძნებებს გამოყევი
არსის უკიდურესობაში
გადმოხტი.

გულისაჩქარებად გარდასახულ - ფერისცვალებად იხმაურე !
ჩემი ყველა წერტილი - უსწრაფესი სიჩქარით ერწყმის სამყაროს ქაოსს,
და თითქოს წარმოშობის სიღრმეში ჩავყვინთე.

ბრძოლა ყოველი წამის - ჩასუნთქვა ამოსუნთქვით,
ენერგიათა ქაოსს კვეთს სიყვარული -
ჩემი სიცოცხლე არსებობასთან ერთად ცეკვავს და ამიტომაც
პრიმიტიულია ყველაფერი -
კაცმაცუნა - კარიკატურული არსებობის.

ჩემი სხეული იმდენად შორს მიფრინავს,
არსებობა ვერ ახერხებს დაეწიოს
ჩემს - წინასწარგაუთვლელ მოძრაობას.

ვიცინი , რადგანაც -
ყველაფერს ვგრძნობ.

მე შემიძლია ბოლო ხმაზე დავიყვირო და ჩემი ხმა
ისევ ნამსხვრევებად აქცევს -
ილუზიურ სიმშვიდეს.

და როცა ვტირი,
ნაპრალებს ვავსებ - ჩემი -
სამყაროსეული სევდით.

ყოველი წამი,
ახალი სიცოცხლის დასაბადებლად იბრძვის და
მე ვერწყმი მატერიას - სულად.

ენერგიის ნაკადები
ერთმანეთის მიყოლებით - ამოხეთქავს და
ჩემი მოძრაობები ცეკვად ერწყმის - მარადიულობას.

განცდის სიმძაფრე -
აგიჟებს - შენს აცახცახებულ ნერვებს და
დამამშვიდებელ ღიმილად
გიცეკვებ ისევ.

სამყაროს ფესვებად -
მარადიულ ორგაზმად -
სიყვარულს ერწყმი,
როცა ბოლომდე შეგიძლია გაიხადო
პიროვნულობა და
ბოლომდე მიენდო - არსებობის მრავალფეროვნებას.

სხეული ათრთოლებულ - შეხებად განვიცდი აწმყოს.

აქ არაფერია ისეთი,
რაც არ დაწვავს -
შენს - გაცვეთილ არსებობას და
არ გარდაქმნის მარადიულ -
დაბადებად.

სიკვდილის კოცნით სიცოცხლედ
გარდავისახე და
ახლა -
მუდმივ არსად
ვცეკვავ
სამყაროს კიდეზე .

მე შემიძლია - სხეულში შემოგიძვრე და შენს გულს
ჩემი სულის გველი შემოეხვიოს
სიყვარულის - ტანჯვად,
მოწამლულ ვნებებად
ახმაურებულ სიგიჟედ -
მიყ•ვარ•ხარ.

ჩემი გრძნობების - ხმაურიანი სიგიჟე დაგაყრუებს ,
თუკი - მზად არხარ ნაკუწ ნაკუწ აგაფხრიწო,
ჭრილობებში - დაჩირქებული წარსული.

ტკივილები კი ისევ მეტაფორულ სიხარულად
იღიმიან - ვარსკვლავების სიმხურვალეში.

შემეხე -
სიღრმის ვნებებად,
უკიდურეს - დაძაბულობად
რომ სამყარომ
კიდევ ერთხელ შეძლოს დაბადება.

სუნთქვისშემკვრელ კოცნად -
სხეულის დაქუცმაცებით
განვიცადე ყოფიერება.

შენი თითები - ფესვებად გადაეხლართა
ჩემი სხეულის - დაძაბულ - ნერვებს .

შეშლილია ჩემი სიყვარული !

და ხომ იცი
აქ თუ გამოხტები -
ვეღარასოდეს შეძლებ გაღწევას.

აქ არ არის - უკან,
არანაირი დაბრუნება.
სიბრალულად არ ავტირდები,
დავცინი - გამოზოგილ ,
ულუფებად დანაწილებულ ვნებას.

ჩაყვინთე ჩემში .

რაო? -
შიშის დემონი ხომ არ -
გქაჩავს ილუზიური -
სიცოცხლისკენ გადაყლაპულ სიცარიელედ?

ისევ მეცინება,
რადგანაც -
როცა უკანასკნელად - შეგეხები -
სამუდამო მატერიად ქცეულ -
ნაპრალში გაიჭედები.

ან,
უბრალოდ - გადმოხტი -
ჩემში -
ამოისუნთქე,
სანამ დაიხრჩვე - ვაკუუმში კვდომად - სიცარიელედ.

ამოისუნთქე -
სიყვარულად.

ამოისუნთქე!

••••• https://youtu.be/2vquLiBCQa0 ••••

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები