ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2020


ციკლიდან 'მედიტაციური ცეკვები - სიტყვებად'

https://youtu.be/Vm3bXNT_te0

საკუთარ სიღრმეში -
თავითგადაშვებულ შეშლილად ვიშვი.

გაგიჟდი ,
თუკი - საზღვრებმა მოახრჩო ,
შენი თავისუფალი სული,
გაგიჟდი,
თუკი -
სხეულით გრძნობ -
როგორ ცდილობს ღმერთი -
შენში დაბადებას.

ჩაყვინთე ჩემთან ერთად !
შენ არ ხარ ის, ვინც გგონია რომ ხარ,
შენ უფრო მეტი ხარ !
გადმოხტი! შიში არაა შენი არსი,
დაყოვნებით - ვერ შეიყვარებ,
ენდე საკუთარ სიბნელეს,
რომელიც -
მიღმიერში -
შენი სულის უნატიფეს არსს მალავს.

მენდე -
აქ არის ღმერთი.

და როცა ცნობიერება, ბოლომდე -
იხდის სხეულს -
სულის ახლართული ნათურები - ინთებიან და
ჩემი თითები იწყებენ
უნატიფესი წერტილებით ხლართვას.

ვარსკვლავები კისკისებენ,
როცა ჩვენ ვცეკვავთ.
ვარსკვლავები ცეკვავენ,
როცა ჩვენ ვიცინით.

ჩვენ აქ ვართ - მარადიულად გადახლართულ ყოფიერებაში,
ჩვენ აქ ვართ მთვარის ძაფებით შეერთებულ წრეში,
სადაც სინათლე - უკუნს ეალერსება.

იბადები.

სამყარო ქაოსში იხლართება,
ნელ-ნელა - ალღოს უღებ ამ ქაოსს და
მის მოძრაობებს საკუთარი სხეულით ძერწავ. შენ ქაოსის შვილი - ჰარმონიულ მოძრაობებად თამაშობ,
იცინი, რადგანაც -
შენი ყველა უჯრედი - სიყვარულად ცეკვავს .

იპოვნე -
შენივე არსის გარღვეული ნაწილი და
მოქარგე,
შენი სული - უნატიფეს
სიყვარულად.

შენ აქ ხარ,
გრძნობ როგორ გადაიხსნება შენი არსი სრულ ყოფიერებაში?
გრძნობ , როგორ ერწყმის ქვესკნელი ზესკნელს?

გრძნობ,
როგორ ვერწყმით -
მე - შენ?

ერთი.
მხოლოდ - ერთი არსებობს.

ისუნთქე - ერთ-ად.

აქ არ არსებობას ქრობა,
აქ ყველაფერი გარდაისახება.

ყველანაირ მატერილურ არსში გავლით, სამყაროს სიღრმეში აღწევ,
ცხოველის ყნოსვით შეიგრძნობ - სისხლით მატერიის - გარდასახვის მუდმივ ციკლად - ყოფიერებას,
ფრინველის - ფრთები შეისხი ,
როდესაც სიღრმეში გაცინებული გადაეშვი,
რადგანაც აქ არ არსებობს დაბრკოლება,
შენ ხარ ჰაერის ნაკადი,
შენ ხარ უფსკრული,
შენ ხარ -
ყველაფერი და ამ ფერებში ახლართულ - არსებობას სხეულის თავბრუდამხვევი მოძრაობებით ხატავ.

ეფერები -
საკუთარ არსს.

შენი არსი იწვივს მარადიულ ვნებად , სიყვარულად -
იშვი .

ჩემი სხეული ფუნჯია და
ყოფიერებაზე საკუთარი სიცოცხლით ვხატავ -
შერწყმას.

დახატე ! დახატე - სხეულით შენი უსასრულო თავისუფელბა.

ვარდნის სიმძაფრე - ტკივილებს სასიამოვნოს ხდის და წამიერ ტკივილად სხეულიდან -
ამოფრინდა - უცნაური ფრინველი,
ნუ შეგაშინებს - გარდა -ცვალება !

ცვალება - გარდასახვად - შეიცვლება.

სიღრმეში ხტომა, წერტილების გადახლართვა და
ყველა არსების არსით - ყოფიერება,
უნატიფესი ძაფით ქსოვ,
საკუთარ -
ენერგიებს და სამყაროს ფესვთან გადახლართვით -
აყვავილდი !

იბადები !

აქ აღარაფერია უცხო,
აქ ყველაფერი - შენ ხარ !

თითებით შეეხე - არსებობას, იგრძენი - სისხლის მუდმივი ჩქეფა სამყაროს - ძარღვებში,
დედამიწის გულისფეთქვათ - პულსირებს - ჩემი ყოფიერება.

არსში - გადახლართულ ყოფნად - იცეკვე !

იპოვნე - ნაპრალები,
გაკერე ვარსკვლავების მიერ ახლართული ძაფებით და
იმოძრავე - სიყვარულად !

იმოძრავე - სიყვარულად !

შენ ხარ - მე -
და ჩვენ
ყოფიერებაში აცეკვებულ გველებად ვიხლართებით,
ენერგიებად ვიღვრებით,
ვიწამლებით -
სიყვარულის შხამით
და ვიკურნებით,
სიძულვილის ცრემლით.

მომწამლე -
შემაძრწუნებელ უკუნად და
გამკურნე -
უნატიფეს სინათლედ.

მიყ - ვარ - ხარ !

შერწყმით გარდასახულ ცნობიერებად -
იბადები !

ამოისუნთქე -
ახალშობილის პირველი ამოსუნთქვით !

ამოისუნთქე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები