ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2020


ღ მე რთი

მოკალი ის , ვინც გაგაღ-მე-რთებს,
რადგანაც - ის
ვინც კვარცხლბრეკზე შემოგასკუპებს,
ფეხქვეშ გაგეფინება,
ავტორიტეტად გაქცევს -
ისევ ის იქნება,
ვინც - მოგკლავს.

სამყარო ყოველთვის აწონასწორებს,
იმას -
რაც ბალანსს არღვევს.

მიმდევრებივე - დაგედევნებიან.

როცა მონა ხარ, ყოველთვის მოგინდება მოკლა ის,
ვინც თავისუფალია.

ამიტომაც შენვე მოკალი ის, ვინც -
გემსახურება,
რადგანაც - ის ვინც ამსახურებს,
თავადვეც მსახურობს.
შესაბამისად ის,
ვერ დაიმსახურებს - თავისუფლებას.

მე ჩემსავე ცოდვებისთვის,
ჩემივე ნებით -
ვაცვავ ჯვარს,
ჩემივე თავს .
შენ არ გაქვს ჩემი ჯვარზე გაკვრის უფლება.
ამიტომაც,
შენვე გაეკარი ჯვარზე,
რომელიც მე დამიმზადე.
შენვე - ინანიე ცოდვები,
რომლის გამოც
მე მესროდი ქვებს.

მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე - ეცვი ჯვარს, და ამაღლდი -
სამყაროში -კოლექტიურ გადახსნილობად.

მე შენი ნასროლი
არცერთი ქვა არ მომხვედრია.
ის ვინც სხვას ესვრის,
საკუთარ თავს კლავს.
ის ვინც საკუთარ თავს ესვრის,
აცოცხლებს .

მე - მხოლოდ ჩემი თავის გადარჩენა შემიძლია
და არ მოგატუებ,
რომ - გადაგარჩენ.

მე - სხვა ვარ,
სხვა კი ყოველთვის - გღუპავს.

მე არ ვარ მასწავლებელი და
არც შენ გაქვს ჩემგან -
სასწავლებელი რაიმე.

მხოლოდ საკუთარ გზას აღვწერ,
შენ კი დაგცინი,
რომ კვლავ სხვისგან გინდა - სწავლა,
კვლავ - გზამკვლევს დაეძებ.

მე ის გზამკვლევი ვარ,
რომელიც - მოგკლავს,
რომ სიცარიელიდან
თავიდან იშვა.

გპირდები, რომ როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება,
როცა ყველაზე მეტად დაგჭირდები,
მაშინ გკრავ ხელს -
უფსკრულისკენ ,
სადაც შენი თავის - ყველაზე გაუცნობიერებელი,
ყველაზე - შეშინებული მეები -
გელოდებიან,
რომ ერთხელ და სამუდამოდ -
გადაჭრა ჭიპლარი და
დაიწყო თავის-უფალი არსებობა.

სხვისი დემონები, თუკი ვერ გაშინებენ,
ნუ გგონია, რომ - გათავისუფლდი.
ადამიანებს,
მხოლოდ ჩვენივე - შექმნილი დემონების გვეშინია.

და სხვებშიც, მხოლოდ მათ აჩრდილებს ვხედავთ.

თუკი დამიჩოქებ და თავს დახრი ჩემს წინაშე,
გპირდები,
ჩემივე ხელით - მოგაჭრი თავს,
რომელიც დამიხარე.

ის ვინც იმონებს, თავადაც მონა ხდება.
ის ვინც - გა-კერპდება, - აკერპებს.

ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის ღ-მე-რთებად უნდა ვიქცეთ,
და თუკი შენ გაიჩენ მიმდევრებს,
რომლებიც შენ - გაგაღ-მე-რთებენ,
შენ იქნები ის,
ვინც - მათ - თავისივე თავისკენ აბრკოლებს,
შენ იქნები -
სხვისი მონობის - დამთანხმებელი და შესაბამისად მონაწილე,
ამიტომაც
ხელებს ვერ გადაიბან,
მათი თავისუფალი სულების -თვისაც
შენ მოგიწევს პასუხის გაცემა.

შენ კი,
მარიონეტ ღმერთად იქცევი, -
რომელსაც მხოლოდ სხვები აღიარებენ,
თავად კი - გულის სიღრმეში იცის,
რომ უბრალოდ მსახურია
და ამას ქვია უ-ღ-მე-რთობა.

ხელს თუ გკრავ,
იმიტომ რომ - საკუთარ თავში ჩახტე.
თუკი ახლა - ჩამეჭიდები,
ვეღარასოდეს შეძლებ -
ჩემს გარეშე სიარულს.

მე კი ,
მხოლოდ საკუთარი თავი მყავს ასაყვანი
ჩემსავე - გოგოთაზე.

ბრმები ხართ და ბრმათა დამმარხავნი,
როცა სხვას -მიყვებით ,
ან სხვას - მიუძღვებით .

როცა სხვას უნათებ გზას,
საკუთარ - თავს აბრმავებ.

ამიტომაც გკრავ ხელს
- სკუპ,
უფსკრულისაკენ -
სადაც შენივე -მე- გელოდება,
რომელიც -
ნაკუწ-ნაკუწ უნდა ააწყო.

მე - შემიძლია
მხოლოდ -
თავისუფალ სულად ვიცეკვო შენთან ერთად ,
სადაც არ იქნება მმართველი და
არ იქნება მართული .

სამყაროში გადახსნილობას,
მხოლოდ- გა-წერტილებით -
შევიგრძნობთ.

თუკი მსხვერპლს შემომწირავ
და მე შევიწირავ მას,
მე-ვე ვიქნები მსხვერპლი,
რომელსაც ჩემთვის კლავ.

თუკი გაკვლევინებ, მკვლელი ვარ - მე.

მხოლოდ საკუთარ თავს სწირე - შესაწირი.

თუ - მე ოდესმე გთხოვ შველას,
გთხოვ რომ -
მომკლა - ჩემივე თავში გასაცოცხლებლად.

მე ვიქნები ის,
ვინც მადლობას გადაგიხდის -
მკვლელობისთვის,
რომელმაც -
ჩემსავე თავში მშვა - ღ-მე-რთად.

ჩვენში უზარმაზარი უფსკრულია,
არსი, რომელშიც ვიშვით,
მაგრამ
ყველამ - თავისი გზით უნდა მიაღწიოს
სამყაროს კიდემდე,
რადგანაც -
ღ-მე-რთის ხატად და მსგავსას ვიშვით.
იმისთვის რომ ღმ-ერთ-ი იშვას - ერთ -ობად, მანამდე ღ-მე-რთებად - უნდა ამოვისუნთქოთ.

და თუკი,
შენ - შენ-ად არ იქეცი,
მე ვერასდროს გეტყვი - მიყ-ვარ-ხარ-ს,
რადგანაც ,
ჩემი ყოფნა - ჩემსავე ყოფიერებაში მყოფობს მხოლოდ და
შენ - შენს - არსებობად უნდა იქცე.

და სანამ დაგჭირდები,
მანამდე მიგატოვებ,
სანამ გამომეკიდები,
მანამდე გავქრები.

საკუთარ თავს - გაეკიდე,
ის,
საუკუნეებია გელოდება.

მაგრამ გპირდები
სამუდამოდ - დავრჩები შენთან,
თუკი შენ -
უფსკრულიდან სიცილით ამომძახებ -
'მე -ვარ- ' !
აქ 'ხარ' - შენ?

- მე ყოველთვის 'აქ - ვარ'.

წერტილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები