ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2020


ნუ ამოივსებთ თქვენში არსებულ სიცარიელეს ნურაფრით და ნურავით !

ნუ ამოივსებთ თქვენში არსებულ სიცარიელეს ნურაფრით და ნურავით !

საკუთარ თავში არსებული სიცარიელის ამოვსება არ ეცადო სხვა ადამიანის საშუალებით,
არც დედის, არც შვილის, არც მეგობრის, არც შეყვარებულის,
რადგანაც როგორც კი ის ადამიანი თქვენგან შორს იქნება,
სულიერად თუ ფიზიკურად,
თქვენ გახდებით ათასმაგად ცუდად ,ვიდრე ამ ადამიანის გამოჩენამდე,
ისე იქნებით როგორც ვამპირი, რომელმაც დიდი ხნის წყურვილის შემდეგ სისხლს გემო გაუსინჯა,
თქვენ ამ ადამიანთან ილუზიურად 'დაკმაყოფილდებით' და გეგონებათ , რომ შეივსეთ .
ეს ადამიანი რომც გასცემდეს ძალიან ბევრს,
თქვენ დაიწყებთ იმის მოთხოვნას - რასაც ისედაც გაძლევთ,
იქნებით ყოველთვის უკმაყოფილო და გეგონებათ,
რომ 'დღეს არასაკმარისად უყვარდით'.
ნუ იტყვით რომ გიყვართ ადამიანი, რადგანაც ის თქვენს სიცარიელეს დროებით ავსებს, თქვენ მასთან ბედნიერი იმიტომ კი არ ხართ რომ გიყვართ, იმიტომ რომ გეშინიათ და მასში გაურბიხართ საკუთარ თავს.

ნუ დაარქმევთ სიყვარულს, თქვენს სისუსტეებს - სიყვარული არ ითხოვს, არ ელის , არ ჭამს - როცა გჭირდებათ - ვიღაც - თქვენ ის არ გიყვართ, თქვენ უბრალოდ - კვდებით თქვენი 'ნარკოტიკის' გარეშე.

შინაგანი სიცარიელის ამოვსებას ,
არც მატერიალური თავშესაქცევებით არ ეცადოთ,
როგორიცაა - ნარკოტიკი, სიგარეტი, მუსიკა, წიგნები, ხატვა, თუნდაც წერა , ფილმები -
რადგანაც როგორც კი თქვენ ამ 'თავშესაქცევით' თავის შექცევის საშუალება არ გექნებათ,
გაათმაგებული სახით დაბრუნდება თქვენში არსებული უფსკრული და
შემდეგ ჯერზე უფრო მეტი და უფრო მეტი 'დოზა' დაგჭირდებათ, რომ მას გაექცეთ.

შინაგანი სიცარიელის შევსებას, საერთოდ არ ვეცადოთ !
დადექი შენი სიცარიელის წინაშე, შენი შინაგანი უფსკრულის წინაშე,
გეტყვი რომ ეს ძალიან რთული იქნება,
შენ მოგიწევს ძალიან ძალიან ბევრი ღამის გატარება - მარტოობაში, შიშში , ტირილში,
ბევრჯერ შიშისგან ხმა ჩაგიწყდება, ხელ-ფეხი აგიკანკალდება - შეიძლება ყვირილი მოგინდეს, შეიძლება მოგინდეს ხელები კედელს ურტყა,
გექნება შეგრძნება რომ შინაგანად ნაწილებად იშლები, ნაწილებად იჯიჯგნები, მაგრამ
შენი სიცარიელე - პირდაღებული უკუნი უფსკრული - რაც მეტხანს გაუსწორებ თვალს , მით მეტად მალე დაიწყებს დაპატარავებას - შევსებას.

თუ ჩვენ ჩვენში არსებულ სიცარიელეს გავექცევით,
სიცარიელე ლანდივით მუდმივად ჩვენს ზურგს უკან იქნება და
მისი ჩრდილი უფრო და უფრო მეტად გაიზრდება.

ნუ ამოავსებთ, ნუ ჩაყრით
თქვენი სიცარიელის უფსკრულში -
თქვენს შვილს, თქვენს მეგობარს, თქვენს შეყვარებულს, წიგნს, მუსიკას, ფილმს, ნარკოტიკს, სიგარეტს, თამაშებს ნებისმიერ რამეს -
რადგანაც ეს უფსკრული ყველაფერს ჭამს - ჭამს და გადამუშავებული სახით მისგან ისეთ დემონს ქმნის,
რომელიც იქიდან ამოსული თქვენს ჭამას დაიწყებს,
თქვენ მიიღებთ დროებით კმაყოფილებას - ამ 'ამომვსებელი საშუალებებით' მაგრამ, შემდეგ ისინი დაიწყებენ თქვენს ნაკუწ-ნაკუწ ჯიჯგვნას, დაკარგავთ სიმშვიდეს, ჰარმონიას - გახდებით უმოქმედოები,უძლურები, საკუთარი უნიათობით თავმოძულებულები, ყოველი დღე გავა იმის მცდელობაში, რომ რაიმე ახალი მყარი ილუზია - მოიფიქროთ, ახალი და ახალი 'ნარკოტიკი' - რომ თავი გადაირჩინოთ.

შესაძლოა, თქვენ გულით შეგიყვარდეთ ვინმე, თქვენმა ' სულმა მართლა იცნოს მისი სული' , მაგრამ თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ უსწორებთ თქვენს უფსკრულს თვალს - ჯერ კიდევ გარბიხართ - თქვენ ამ 'სიყვარულს' ისე დაამახინჯებთ, ნელ-ნელა ის მომწამვლელ მტანჯველ - გრძნობას იქცევა, დაკარგავს ყველაფერს ,რაც წმინდა იყო მასში და მასში შეიზილება თქვენი ეგო, შიშები, სასოწარკვეთა , დამოკიდებულებები , მიჯაჭვულობები და იქცევა ერთ დიდ სიმახინჯედ.

შესაძლებელია საერთოდ სიცარიელის ამოვსება? ჯერ-ჯერობით არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც მეტად გავრბივართ, მით მეტად აღებს ხახას ჩვენი უფსკრული და ჩვენს გადასანსვლას ლამობს. თითქოს საკუთარი თავი გყლაპავს. შეიძლება ის საერთოდ არ უნდა ამოივსოს, შესაძლოა უბრალოდ ის უნდა შევძლოთ რომ ჩვენ - ამ უფსკრულის დანახვაზე არ ვკვდებოდეთ, უმოქმედოები არ ვხდებოდეთ და ვაგრძელებდეთ სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა რომ ხიდზე გადიხარ, რომელიც ირყევა, საფეხურები წყდება და უძირო ხრამში ეშვება.

კი ბატონო, დაეყრდენი ადამიანს - უბრალოდ ამ სამყაროში ეს კანონი მოქმედებს - თუ რაიმეზე დაეყრდნობი - თუ რაიმეს საყრდენად იქცევ - ის აუცილებლად ჩაგიწყდება - მას აუცილებლად დაკარგავ და სიცარიელე გადაგყლაპავს. იქნები ჩვეულებრივი ნარკომანი, ავადმყოფი, რომელიც მუდმივად გაექცევა რეალობას, მუდმივად - წამლის ძიებაში იქნება.

დადექი ამ უფსკრულის წინაშე, იქიდან საშინელ ხმებს გაიგონებ, ყველა შენი შიში თვალწინ დაგიდგება, ყველა შენი სურვილი მახინჯი სახით ამოვა, ეჭვი შეგეპარება ყველანაირ 'სიკეთეში, სიწმინდეში, სიყვარულში' , ადამიანების ქმედებების უკან - ყველაზე ერთი შეხედვით სუფთა ქმედების უკან - დაინახავ მშიშარა აცახცახებულ ნარკომანს , რომელიც ამ ყველაფრით ფარავს თავის სიცარიელეს - რომელიც დღე და ღამ იმის მცდელობაშია - როგორ გაექცეს რეალობას - ეს შეიძლება ეკლესია იყოს, მედიტაცია, ფსიქოლოგიაც კი - შეიძლება იქცეს - შენი უფსკრულის ამოვსების საშუალებად. თქვენს ცხოვრებაში, ეს სიცარიელე თავისი საცეცებით ყველაფერს მოწამლავს, თუკი არ შეწყვიტავთ მისგან გაქცევას.

შენ მოგიწევს ძალიან ძლიერი იყო, თუ გინდა ისევე არ კვდებოდე ცოცხლად როგორც ადამიანების უმეტესობა. შეხედე მათ- ყველა მათი ნაბიჯი, მთელი მათი ცხოვრება გაქცევაა - სიყალბეა, თვითმოტყუებაა - ისინი საერთოდ ვერ ასწრებენ ცხოვრებას , რადგანაც ყოველ წამს იმის მცდელობაში ხარჯავენ - რომ რეალობა შეალამაზონ, საკუთარი სიცარიელე - არ მიიღონ და გაექცნენ მას. აქ უმეტესობა თამაშობს - ბედნიერებობანას, დედა-შვილობანას, სიყვარულობანას, მეგობრობანას.

მაგრამ თუ გვინდა რომ სიცოცხლე განვიცადოთ, გამოვარკვიოთ რა არის რეალური - მოგვიწევს ამის მიღება.

კაცობრიობაც ამდენ საშუალებას იგონებს, გაწვდის - რომ ამ სიცარიელეს გავექცეთ - ჩვენი საუკუნე ამ კუთხით ჩემპიონია - ყველაზე მეტი გაქცევის საშუალება გვაქვს. ყველანაირი გასართობები, ყველაფერი - აბსოლიტურად ემსახურება იმას - ადამიანს დაავიწყოს (ჩამოთვლას აღარ დავიწყებ თვითონაც მიხვდებით) - თავის შინაგანი სამყაროს რეალური სახე, გაიქცეს თავის თავიდან - რადგანაც ეს 'მე' ძალიან მძიმე სატარებელია, ჩვენ ისეთი ადამიანები გვზრდიან, ისეთი გარემო გვაქვს - სადაც ყველა თავს იტყუებდა, ყველა გარბოდა - შენც კი დიდი შანსია, იმიტომ მოევლინე ქვეყანას, რომ შენი მშობლები გაექცნენ თავიანთ - უფსკრულებს სიცარიელეს - ამიტომაც არავის უთქვამს შენთვის - რომ გაქცევა დაგღუპავდა - ის კი არა სულ პატარას მოგაჩეჩეს გაქცევის საშუალებები და ნარკომანად ჩამოყალიბდი - როგორც სხვები. ორი ადამიანი გარბის ერთმანეთში, მერე როცა საკმარისად ვეღარ კმაყოფილდებიან ერთმანეთის გამოჭამვით - აჩენენ ბავშვებს, რომ ახლა მათმა არსებობამ - გადაფაროს შინაგანი უფსკრული.

შესაძლოა 20,24 ,30 წლის ასაკში - გაიგო - რომ თურმე გაქცევა - ყველაზე მეტად გაზარალებს. შენი ქვეცნობიერი - უკვე იმდენად მიჩვეულია , რომ მუდამ გარბოდეს - ძალიან რთულია მისი გადმოპროგრამება - ახალ მიდგომაზე - ის ვინც უკვე 'შემჯდარია' 'ლომკაშია'. შეიძლება დაიღუპოს 'წამალის' გარეშე - ამიტომაც ნუ გაგიკვირდება ,რომ შენი 'წამლების' გარეშე - სიკვდილის მდგომარეობა განიცადო, გეგონოს რომ ვერ გაუძლებ, კვდები , გიჟდები, ფიზიკურადაც კი ცუდად გახდე - მაგრამ ეს ხარ რეალური შენ, ეს არის შენი რეალობა - თუ თავის მოტყუებას არ შეწყვიტავ - უფრო და უფრო დაავადდები , შენ ვერ იცხოვრებ, შენ იქნები 'გაძლებაზე' რომ ეს დღეც რამენაირად გადააგორო.

თავიდან - იმდენად დამოკიდებულები ვართ -ისიც საკმარისია რომ დავაკვირდეთ  ყველაფერს, რითაც სიცარიელეს ვავსებთ - ჯერ უნდა შევისწავლოთ - რა არის ჩვენი 'ნარკოტიკი'. და ნელ-ნელა 'შევამციროთ დოზა'. , რომ ხვდები რომ ვეღარ უძლებ - ისევ მოგიწევს თვალებზე ხელების აფარება და გაქცევა, მაგრამ მუდმივად ამ ყველაფერში ყოფნას- ჯობია რომ ნელ-ნელა ეცადო გამოსვლას.

ისიც ხდება , რომ ადამიანები, მერე ერთმანეთ 'აჯიბრებენ' თავიანთ გაქცების საშუალებებს. მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა - მოსაწევში გაიქცევი, თუ 'სიყვარულში', მედიტაციაში თუ ეგზისტენციალიზმში - შენ არ ხარ უფრო 'მაგარი' რადგან ვთქვათ ოჯახი არ შექმენი სიცარიელის ამოსავსებად, მნიშვნელობა არ აქვს - ყველანი ერთ დონეზე ვართ - როცა გავრბივართ - რაში გავრბივართ ეს უფრო გემოვნების საკითხია, ვიდრე ძალის გამოხატულება.

პრობლემა შეგექმნება ადამიანებთან, საზოგადოებასთან - როგორც კი შენ 'ნამდვილი რეალობის' გაცნობას დაიწყებ - გარშემო ადამიანები დაგიწყებენ ბრძოლას, რადგანაც სიტოაციებში, სადაც ადამიანები ერთად გარბიან და ეს გაქცევის ყველაზე კარგი საშუალებაა - შენ როცა უარს იტყვი 'წამალზე' და არ გაიქცევი - მათთვის ქვეცნობიერ დონეზე გახდები - მტერი - შენ იქნები ის სიგნალი - რომელიც მას ახსენებს რომ ილუზიაშია , გარბის და თავს იტყუებს. ისინი დაგიწყებენ - რომ შენც ჩაგითრიონ თავიანთ 'გაქცევაში' - დაიწყებენ შენს გადაბირებს - 'მიდი რა მოწიე, ესეთი შეგრძნებებია , რას კარგავ, ეს ვქნათ ის ვქნათ , ეს გავაკეთოთ, ერთად დავლიოთ, წამო ვითამაშოთ ' მილიონ რამეს გეტყვიან, ყველანაირად ეცდებიან შენს გადაბირებას , ეცდებიან რომ 'ისევ წამალზე შეგსვან' , და რაც უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევ, მეტად გაგიჟდებიან , რადგანაც - როცა შენ შენს სიცარიელეს უყურებ და არ გაურბიხარ - სხვასაც უბიძგებ რომ მას თვალი გაუსწოროს - ამიტომაც პანტა- პუნტით შემოგეცლებიან ადამიანები - ვისაც რეალობის მიღება არ უნდათ - ვინც გარბის, შენზე აგრესია გაუჩნდებათ, უაზრო მიზეზებს მოიგონებენ - უაზრო კომფლიქტებს - რომ რეალური წასვლის მიზეზები არ აღიარონ - ამიტომაც ძალიან ბევრი დაგტოვებს - ისინი წავლენ მათთან - ვინც მათსავით გაბის, იქნებ ერთ რამეშიც გარბოდნენ და ერთად გაიქცნენ. შენ ნუ იგრძნობ ამის გამო თავს ცუდად, რადგანაც ისინი შენ კი არა , თავიანთ უფსკრულს გაექცნენ - შენ კი ამ უფსკრულის სახე მიიღე - სხვისი შიში ხშირად ფარავს ადამიანის აღქმის უნარს და ამახინჯებს იმას რასაც ვხედავთ.

მაგრამ შენ არ უნდა შეწყვიტო - შენი უფსკრულის შეცნობა - მისთვის თვალებში ყურება - რადგან ის ,ყველაზე დიდი რეალობაა ,რაც გაქვს - სადაც არ უნდა წახვიდე ის მუდმივად შენშია, ამიტომაც მისგან გაქცევა - საკუთარ თავზე უარის თქმის ტოლფასია.

ეძებე ადამიანები, ვინც შედარებით ნაკლებად 'ნარკომანია'. შედარებით ნაკლებად გარბის სიცარიელისგან, ვისაც უფრო მეტხანს შეუძლია მის წინაშე დგომა, ვიდრე დანარჩენებს - ეძებე არა იმიტომ, რომ მას დაეყრდნო და ერთმანეთში გაიქცეთ - იმიტომ რომ მუდმივად შეახსენოთ ერთმანეთს , როდის გარბიხარ, როდის რით იტყუებ თავს - მისი თქვენს ცხოვრებაში არსებობაც კი - სიგნალი იყოს, რომ შენ შენს უღრმეს 'მეს' - შენს სიცარიელეს უნდა გაუსწორო თვალი. ასეთი ადამიანები გეტყვი , რომ თითქმის არ არსებობენ, მაგრამ როცა თქვენ - უფსკრულის შესწავლას იწყებთ - ილუზიური ადამიანები თავისით იწყებენ შენს დატოვებას და ვინც შენს ცხოვრებაში გამოჩნდება, თუ თვალებში ყურებას ვერ ახერხებს - უფსკრულებისთვის - ის მაინც უნდა, რომ ილუზიებისგან განთავისუფლდეს - აღიარებს მაინც , რომ მშიშარაა და გარბის და აქეთ მაინც არ დაგიწყებთ ილუზიების შემოტენვას 'გინდა თუ არა ძმურად გამისინჯეო' - მაინც არ დაგაძალებთ.

ამიტომაცაა რომ ადამიანების უმეტესობა თვალებშიც ვერ გიყურებს, თვალები - უფსკრულის ერთ-ერთი სახეა. დაჯექით ერთმანეთის პირისპირ საათები - და უყურეთ ერთმანეთს თვალებში- ჩაიკარგეთ ერთმანეთის უფსკრულებში - ამით საკუთარ სიცარიელესთან გამკვლავებასაც ისწავლით. ამოვსებას კი არა - გამკლავებას - მის წინაშე დგომას, ცახცახის და გულისკანკალის გარეშე.

წერტილი.

(ნინო დიდებაშვილი)

26/09/2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები