ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
,,უფალს საუკეთესო უნდა შესწირო მსხვერპლად.“ ბევრჯერ გაუგონია მამისგან, როდესაც ფარაში ცხვრებს იჭერდნენ ხოლმე. ,,რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს ის, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს ის.“ ფიქრობდა ხოლმე რომ ცხვრები მასზე უკეთესები იყვნენ. ისიც ახსოვს მისი საყვარელი ბატკანი, რომელიც თავის ხელით გაზარდა, როგორ გაუყენა მამამ სასაკლაოს გზაზე. ეტირებოდა, მაგრამ მალავდა, არ შეიძლებოდა იმის გამოჩენა, რომ ღმერთისთვის რამე ენანებოდა, ყველაფერი ხომ თავად მისი მოცემული იყო. არასდროს დაავიწყდება, როგორ მოუტრუსა მამამისმა შუბლი სანთლით, ეს ბოლო სუნი იყო რომელიც იგრძნო, ბეწვის დაწვის არომატმა ყნოსვა წაართვა. შემდეგ უკანა ფეხში მოჰკიდა ხელი, შემდეგ წინაშიც, წააქცია, მუხლი დააჭირა მუცელზე და ყელი გამოჭრა. ფოლადის დანამ გაიელვა ჰაერში, თეთრას ყელში ჩაიკარგა და იქიდან ალისფერი გამოვიდა, (ჰო, ჩუმად სახელიც დაარქვა, მიუხედავად იმისა რომ მამა უკრძალავდა) ,,როგორც კვერცხები“ გაიფიქრა. სისხლით გასვრილი დანა, მის ფაფუკ, თეთრ ბეწვზე გაწმინდა. ორჯერ გაუსვა. ხროტინებდა, ხორხიდან პროსტატიანი კაცის ფსელივით ასხავდა შხეფებს. თვალებს არ ხუჭავდა, ცდილობდა კიდევ ჩაესუნთქა, კიდევ ერთხელ, მაგრამ მამისმა ისე კარგად გამოუსვა დანა, რომ ვეღარ შეძლებდა, ეს იყო მისი ბოლო.
*********
როცა დაიბადა, მამა უკვე გარდაცვლილი იყო. თუ, ორ დღეში გარდაიცვალა მისი დაბადებიდან? ფაქტია, არ ენახაა და დიდად არც აინტერესებდა მისი ვინაობა. დედას არ უყვარდა, ეუბნებოდა ხოლმე რომ მწუხარების შემომტანი ხარ ჩვენს ოჯახშიო. მისთვის ყველაზე საყვარელი პიროვნება მისი ძმა იყო, უფროსი ძმა. ის ყველაფერს უყვებოდა ხოლმე, ებნებოდა რომ რაც ყველაზე მეტად გიყვარს იმას უნდა გაუფრთხილდეო. ეუბნებოდა რომ დედას ნუ უსმენო, საერთოდ არ შემოგიტანია მწუხარებაო, ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვისო (აქ სახეზე ყოყმანი დაეტყობოდა ხოლმე). გაიზრდები და მამას ფარას ჩაგაბარებო, ჩემი კოჭლი ფეხის გამო, მამას ყოველთვის შენი იმედი ჰქონდა, ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე, შენ უნდა გაუძღვე ფარასო, ეს ხომ დიდი პატივია ჩვენს ოჯახშიო, მე კი მიწას მივხედავო. ვიცი გაამრავლებ ცხვრებს და დედასაც დაუმტკიცებ, რომ არაფერი მწუხარებაც არა ხარო. უყვარდა თავის ძმა, აღმერთებდა.
************* იცოდა რომ მამის სიკვდილის შემდეგ მასზე იყო მთელი ოჯახი და მას უნდა ერჩინა, უძღვებოდა კიდდევაც საქმეს, თუმცა ვერ გადაეჩვია ერთ ჩვევას. ყოველღამე დადიოდა თავის საყვარელთან, რომელიც თხუთმეტი წლიდან, აგერ უკვე ოცი წელი ყავდა. მთლად მოხუციც არ იყო, უკვე ორმოცდაათს უკაკუნებდა, მაგრამ გრამით არ დაეკარგა ის მიმზიდველობა, რომელიც თავიდან ჰქონდა როცა გაიცნო. აი ამღამაც მოვიდა, ამ ფეთხუმ, დაუბანელ, სიბინძურით სავსე ქალთან. ახსოვს ერთხელ უთხრა ქალმა, შენზე მადიანად არავინ დამწაფებიაო, სიამაყით ავსებდა ხოლმე ამის გახსენება. თუმცა თავიდან გულს უკლავდა ეს სიტყვები, უნდოდა რომ მის გარდა არავინ ჰყოლოდა, მაგრამ ის ხომ მეძავი იყო, ამიტომ შეგუებული იყო ამ ფაქტს. ახლა სხვა არაფერი ადარდებდა, ოღონდ მალე დაღამებულიყო, რომ მისულიყო და ჩაკონებოდა. ჩაკონებოდა, იმ ლოგინში, რომელშიც ალბათ ყოველ დღე მინიმუმ ათ კლიენტს იღებდა. მესტრუაციის სისხლისგან დალაქულში, სპერმისგან გაყვითლებულში. მისთვის სულერთი იყო, ვარდის ნელსაცხებლით იქნებოდა განბანილი თუ სპერმაშეზელილი. ხორციან ბარძაყებზე უყვარდა ხოლმე ხელის მოჭერა, იქამდე სანამ პატარა კვნესა არ აღმოხდებოდა ხოლმე ქალს, მეძავს, ბინძურს, საძაგელსა და მაინც როგორ სასურველს. გათავებისას კისერზე სქელი ძარღვები ამოებურცებოდა ხოლმე, ერთხელ ქალი შეეხუმრა, მაგ ძარღვებზე პატარაზე გინდა დანის გასმა და მკვდარი ხარო. ახსოვდა, რომ იმ დღეს დაუვარდა და ვერაფერი ვეღარ მოახერხა, არ უნდოდა ახლაც ესე მომხდარიყო, ამიტომ ტემპს აუჩქარა. ისეთ სწრაფ ბიძგებს აკეთებდა, რომ ინერციით წინ გავარდნილი, ქალის მსუქანი დუნდულები, უკან დაბრუნებას ვერ ასწრებდნენ, ისევ წინ გარბოდნენ. და აიი შეაყარა კედელს ცერცვი. ჩაცმისას შარშანდელი ხორბლის ყანა გაახსენდა, რომელიც ქვიან მიწაში დათესა და მოსავალი არ მოუვიდა. უხმოდ წავიდა.
************
სახლში დარჩენილი ცხვრებიდან, რომელსაც უფროსი ძმა უტოვებდა ხოლმე რათა შეჩვეოდა მწყემსობას, ერთ-ერთმა ბატკანი მოიგო. გულისფანცქალით ელოდა უფროს ძმას, ელოდა რათა ეხარებინა, ეთქვა ამ პირველი ნამატის შესახებ. არსად ჩანდა, უკვე დაღამდა მაგრამ არსად ჩანდა. რას იზამდა?! უნდა დაეძინა, დედის დაბღვერილი, სიძულვილით სავსე სახის ყურებას, ერჩივნა დაეძინა და ეოცნება. აი ახლა მთაზე მიაბიჯებს, გადმოჰყურებს თავის საცხოვრებელს, რომლის დაფარვაც თითით შეუძლია, გაიფიქრებს რომ ამ თითით მთელი თავისი დაწყევლილი ბავშვობა დაფარა, აი თითი დაინერწყვა და სივრცეს მოუსვა, სივრცეს რომელშიც მათი სახლი იდგა. არაფერი შეცვლილა, ვერ წაშლიდა. გული შეეკუმშა, ნუთუ მომავლის ოცნებაშიც კი არ შეეძლო ამ საშინელი ყოფის წაშლა, ნუთუ არ შეეძლო მისგან გაქცევა. იგრძნო როგორ ჩამოუვიდა ცხელი ცრემლი თვალზე, ვინაიდან გვერდულად იწვა, ცხვირის დაბრკოლების გადალახვა მოუწია ცრემლს. გაიფიქრა, მეც ასე გადავლახავ მთებს და გავქრებიო, მეც გავქრები და მზერიდანაც გაქრება ეს სახლიცო. აი კარის ხმა იყო, მოვიდა მისი ღმერთი, ყოვლისშემძლე, მის მსხვილ მკლავებს მართლაც ყველაფერი შეეძლოთ, მის ძმას ყველა მტერისგან შეეძლო დაეცვა მისი უსუსური, არაფრისმქმნელი, დაწყევლილი სხეული.
**********
მისი წასვლა და მთვრალი კლიენტების მოსვლა ერთი იყო. ღიმილით დახვდა, მაგრამ გული შიშით ქონდა სავსე, არ უყვარდა მთვრალები, მათი დამორჩილება ძნელი იყო. ორნი იყვნენ, იმდენად ერთნაირები რომ ძმები არიანო გაიფირა და კიდევ ერთხელ მიესალმა თავაზიანად. რას მიღიმი გაიხადეო, უთხრა უფრო მაღალმა და შავმა. ოთახისკენ წავიდა, მაგრამ ის კისერში წვდა და იქვე, იატაკზე დააგდო. ტანსაცმელი შემოახია, ჩაიხადა და მიაწვა, მაგრამ არაფერი, იმდენად მთვრალი იყო არ გაუმაგრდა. კიდევ ეცადა მაგრამ არა, არ უმაგრდებოდა. ოფლიანი და აჭარხლებული სახე კიდევ უფრო გაუწითლდა, ოღონდ ამჯერად სასმელისგან არა. ეს ადრეც მოსვლია თუმცა არა სხვისი თანდასწრებით, რაღაც უნდა ეღონა, მის ძმას არ უნდა დაენახა ეს, არ უნდა გაეგო. პირისკენ ააცოცდა მეძავს და ხმამაღლა უყვირა ჩაიდეო, ქალმა ხელი მოკიდა რბილ, მომჭკნარ ორგანოს, კაცმა კი დაიყვირა მიკბინა ამ ბოზმაო და ღვინის ბოღლის გადაალეწა თავზე. ფეხზე წამოდგა, მეძავს დააფურთხა და მეწყვილეს უთხრა, დავახვიეთ აქედანო. იწვა და გძნობდა როგორ ჩასდიოდა თვალებში მდუღარე სისხხლი. გაახსენდა, პირველი სექსი მასთან, მაშინ ხომ ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის იყო, სრულიად უმანკო, როგორი მგრძნებით ეწაფებოდა ტუჩებში, ნეტა ის თუ უთქვამს რომ ერთადერთი კაცი იყო ვისთვისაც ტუჩებში ქონდა ნაკოცნი? არა, არ უთქვას, არ ახსენდება. ხვალ აუცილებლად ეტყოდა. გაახსენდა, ის ერთადერთი მომენტი როცა მას დაუვარდა და ვერაფერი შეძლო, ნუთუ ქონია როდისმე ამაზე სასიამოვნო საუბარი, როდგორიც იმ ღამით ჰქონდა? სისხლის სიმხურვალე მთელს სხეულს უწვავდა, უწვავდა სიცივით, ვერ გადაეწყვიტა, მისი სპერმა უფრო ცხელი იყო თუ ეს სისხლი. ხვალ აუცილებლად ეტყოდა.
************ რა უნდოდა ღმერთს მისგან? ნუთუ ბავშვობაში მისთვის მსხვერპლი რომ ენანებოდა მაგის გამო სჯიდა? არასდროს უთქვამს ეს, არასდროს. ჯერ ის ციკანი წაართვა, თუ ბატკანი იყო? აღარც ახსოვდა. მერე მამა, ახლა ეს მეძავი, ის ხომ ყველაზე მეტად უყვარდა, როგორც მამა უყვარდა ყველაზე მეტად, როგორც ის ციკანი თუ ბატკანი უყვარდა ყველაზე მეტად. უნდა შეეძულებინა თავისი ძმა, თორემ ღმერთი მასაც წაართმევდა, უნდა შეეძულებინა მისი ცოცხალი გამოხედვა, ცელქი, ნაპერწლებით სავსე თვალები და შავი ქოჩორი. ღმერთი მასაც წაართმევდა, მასაც წაიყვანდა. ღმერთმა ხომ იცოდა რომ ბავშვობაში ენანებოდა ხოლმე, აშკარაა იცოდა, ალბათ ძილში წამოცდა, ან ის დაინახა, ბატკნის მოკვლის შემდეგ რომ ტიროდა. უნდა შეეძულებინა საკუთარი ძმა. დღეს უკვე მწყემსად უნდა გაეგზავნა ის, უნდა მოესწრო შეძულება სანამ წავიდოდა.
**********
ზუსტად ისე იყო როგორც წარმოედგინა, გადაიარა მთა ცრემლივით და მისი სახლიც თვალს მოეფარა. ახლა კი რასაც უნდოდა იმას იზამდა, დედა ხომ ვერ ხედავდა. არა, რანაირად უნდა დაენახა მთის გადაღმიდან?! არ უნდოდა დედაზე ფიქრი, არ უნდოდა, მხოლოდ ის სურდა დაევიწყებინა მისი მზერა, რომელიც ცეცხლს უკიდებდა, რომელიც ასე ეზიზღებოდა, თითქოს ახლაც ზურგზე უყურებდა. ზურგი აეწვა. უნდოდა მიეხედა, მაგრამ არ ქნა, არ მიუხედია,, იცოდა რომ ეს სისულელე იყო, გიჟი ხომ არ იყო. საღამო ხანს ფარა გააჩერა და იქვე ჩაიმუხლა. ნეტავ რატომ დაემშვიდობა ძმა ასე ცივად? ალბათ რომ არ მომენატროს. უნდა წაეხემსებინა და სწორი ადგილი მოეძებნა ღამის გასათევად. ფარას გადახედა და დაინახა ერთ-ერთი ვაცი როგორ მიჯდომოდა დედალს და ხედნიდა. მისი გონება ნაყოფიერი ნიადაგი იყო. თითქოს ვნება, იცოდა სად უნდა ჩაეგდო ფიქრის მარცვალი, რომ აღმოცენებულიყ. კი მიხვდა რომ მისმა ვნებამ, რომელსაც მხოლოდ ღამით იკმაყოფილებდა ხოლმე ლოგინში, იცოდა სად ჩაეთესა სურვილის თესლი. მის გონებაში, ნაყოფიერში, ის ხომ ძალიან ჭკვიანია, ძმა სულ ამას ეუბნებოდა. კავით გაეკიდა, დაიჭირა დედალი ცხვარი და ზუსტად ისე მიაჯდა როგორც ის ვაცი. აი ესაა, ახლა უნდა ეგრძნო ის სიამოვნება, რომელიც არასდროს განეცადა, აი ახლა. უცბად ჩლიქების ხმა გაიგო, გაიხედა და დაინახა სამი ვაცი როგორ მორბოდა მისკენ რქამოღერებული. ვერ მოასწრებდა გაწევას. ერთი რქა გულში შეერჭო, მეორე ნეკნებს შორის-ფილტვში, მესამე კი პენისში. მომაკვდავი ეგდო და ფიქრობდა დედის მწველ მზერაზე, ცეცხლზე, რომელიც მუდამ თან დასდევდა, რომელმაც მხოლოდ დღეს მიატოვა და უკვე კვდება. ნუთი ისე მოკვდებოდა როგორც ცხვრები კვდებიან ყელის გამოჭრისას, ნუთუ მისგანაც აღარაფერი დარჩება? არ იცოდა, სიკვდილი არასოდეს ენახა ადამიანისა, მაგრამ მაინც ეგონა რომ იმ თიკანივით მოკვდებოდა თუ ბატკანივით, ვერ არჩევდა, რომელსაც მისი ძმა უკლავდა ხოლმე ღმერთს წელიწარში ერთხელ. ამ ვაცმაც ხომ ისევე უნაკლოდ გაუყარა ნეკნებს შორის და ფილტვი გაუგმირა, როგორც მისი ძმა უყრიდა ხოლმე ყელში ბატკნებს თუ თიკნებს. ისე, რა უცნაური იყო, წელს მსხვერპლი არ შეუწირია, ნეტავ რატომ?
*********
უკვე აღარ შეეძლო სახლში ჯდომა. ნაბოლარას წასვლის შემდეგ, დედამისის უტყვმა მზერამ მასზე გადაინაცვლა. საერთოდ როგორ შეიძლება, ძმის ცოცხალი, მოძრავი და ნაპერწკლებით სავსე თვალები შედარო მისას? ამაზრზენია. უნდა წასულიყო. ყოყმანობდა. ერთ ღამეს დედა ძილში მიეპარა და შუბლზე გახურებული რკინა დაადო. ეს იყო ბოლო წერტილი, უნდა წასულიყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა განწყობაზეც ვიყავი ის გამოვიდა, სულ სხვა მქონდა ჩაფიქრებული და სულ სხვა დაიწერა :)) მადლობა რომ წაიკიტხე. პროსტატაზე არ ვიცი დაავადება ვიგულისხმე, რომ ვერ ფსამენ :დდდ რა განწყობაზეც ვიყავი ის გამოვიდა, სულ სხვა მქონდა ჩაფიქრებული და სულ სხვა დაიწერა :)) მადლობა რომ წაიკიტხე. პროსტატაზე არ ვიცი დაავადება ვიგულისხმე, რომ ვერ ფსამენ :დდდ
1. ფინქ ფლოიდ)) ბევრი ვეცადე და ვერ დავამუღამე ეს ნაწერი. რამდენიმე ალუზია კი შევამჩნიე მარა მაინც ვერ დავამუღამე. პროსტატა ორგანოა და ყველა კაცს აქვს)) ფინქ ფლოიდ)) ბევრი ვეცადე და ვერ დავამუღამე ეს ნაწერი. რამდენიმე ალუზია კი შევამჩნიე მარა მაინც ვერ დავამუღამე. პროსტატა ორგანოა და ყველა კაცს აქვს))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|