ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2020


უბრალო ადამიანის ზედმეტად ჩვეულებრივი ფიქრები

(შეგიძლია არ წაიკითხო)

თუკი 'ჩემი სამყარო' არსებობს სადმე -
ის,
ძალიან უბრალოა და ჩვეულებრივი,
თუ რაიმე 'განსაკუთრებულს' ეძებ
სხვაგან ეძიე...
აქ სიცოცხლე რეალობის -
სიმარტივეში ახლართულ ქაოსად
წვიმს,
ნარინჯისფერო ცა იღვრება,
ღიაა სულის სარქველები,
მაგრამ არ იბრძვის...
არ უარყოფს..
არ არის მტერი...
არ არის წინააღმდეგობა..

მიმღებლობის უკიდურესი დაძაბულობით,
დამშვიდებულ სუნთქვად -
ვარსებობ.

აი ფოთოლი რომ ჩამოვარდება,
მიწაზე დაეცემა,
მეორე დღეს ვიღაც მეეზოვე  მოაქუჩებს ფოთლებს და დაწვავს,
რატომ გვგონია,
რომ ჩვენი სიცოცხლე ,
ამ ფოთლის სიცოცხლეზე ბევრად მნიშვნელოვანია?
......

ცოტა - სიცოცხლით ტკბობას დაუწიე მეგობარო,
ცოტა ბედნიერებასაც დაუწიე,
საკუთარი თავის სიყვარულსაც...
ჩვენს სამყაროში ხომ - თვითსიძულვილი ყველაზე გავრცელებული მოდაა.

შემეცნებისგან მიღებული ჭრილობები,
რატომ გეცოტავება,
საკუთარი თავი რომ აღარ აზარალოთქო,
პირზეხელიამაფარა.

პირიდან ისევ მცვიოდა ვარსკვლავები.
......

ნიჰილიზმი
აბსურდი
დეპრესირობა
შიზოფრენია
მაზოხიზმი
აი სადო მაზო ურთიერთობები ვაფშე ვაფშე ფავორიტია,
კარმული კავშირები,
სოულმეითებეე,
ასტრალმასტრალი,
ინდიგო
და მისთანებია ტრენდული,
შენ რეებს ბოდავ?

რა ადამიანი? რა სიყვარული? რა ღ-მე-რთიო? რა ბუნება? რა ფოთლები? -
რამე აბი გადაყლაპე -
ეზიარე - ჭეშმარიტ ტკბობასო,
მირჩევნია ჟანგბადი ვყლაპოთქო.
ისეთი სახე ჰქონდა
ვეცოდებოდი,
მაგრამ ღრუბლებს გავეკიდე,
იქით,
სადაც ცის დასალიერში,
ტრიალ მინდორზე
მხოლოდ ერთი ხე დგას,
მგზავრის მოლოდინში...
.......

კარგად რატომ მხდი?
რატო მკურნავ?
რა სულიერი ჰარმონია?
მე ღა და ვე ბიიი?
ცოტა ჩამტრავმე,
ცოტა მაჯანჯღარე
დედა მიტირე,
აი ეგ მევასებაო, -
გამანადგურეე-ო !
რა სიცოცხლე-ო? სიკვდილი-ო! (ისე ჩვენ შორის რო დარჩეს,
ეგ არავის აგვცდება 'რაცგიწერიაო' ხოაზრზეხარ, ჰოდა - რა გეჩქარება ? - ვერ გავიაზრე და გამიიასნე, თუ ძმახარ მეთქი, რავუი, შორიდან ისე ჩანს,
სიკვდილის ისე გეშინია, სიცოცხლის ტრაკი აღარ გაქვს, და ამიტომაც
სხვების ცოცხლობაც გაღიზიანებს,
და თუ ვცდები მითხარი, აგერავარ).

ან სიკვდილი რატომ გინდა,
ჯერ სიცოცხლე რაა გაიგეთქო?-
ისე შემომხედა
აუტისტი ვეგონე,
თან იმ ფოთოლის ნაგლეჯებს უყურებდა
ხელში რო ვათამაშებდი.

.....

ბედნიერი რატო უნდა იყო?
ან სიცოცხლე რატომ უნდა გიხაროდეს?
მასე ხო არც ისე საინტერესო გამოჩნდები,
არც ღრმა და არც იდუმალი,
ზედმეტად მარტივია.
იაზრებ? ცოტა სუისაიიიდ ცოტა აივანთთუდაიიი. დ ვაი ბორნ, რატომ გამაჩინე დედა გკითხეეე და ან რამე ეგეთი .

ჰოდა, ნუ ატრაკებ
ცოტა სიყვარულს დაუწიე მეგობარო,
აქ - სიყვარული მოდიდან გადავიდა და ახლა უსიყვარულობაა მოდაში.

დროს ჩამორჩიო
დროს ვუსწრებ მეთქი,
რადგან აი იმ 'დროში'
სადაც დრო - საერთოდ არ არსებობს
არაფერი დაგრჩენია სიყვარულის გარდა.

შენ რა შენი თავი მართლა გაკმაყოფილებსო?
შენ რა შენი - არსებობის იქით აღარაფერს ეძებო?
ამდენი რამეაო
ამდენი ვინმეაო
რა დავტკბე უნდა გავსხივოსნდეო,
რა სიყვარულით ამოვისუნთქო,
ეგისტენციალურ კრიზისში - ვარ ეგოგადახსნილიო.

ეგოისტი თუხარ თქვიო,
აქ ხო საკუთარი თავის სიყვარული - ცოდვის ხარისხამდე აიყვანეს მორალისტებმა
დიაგნოზების დამსმელმა უბედურმა ადამიანებმა
ვისაც აღარაფერი დარჩენია იმის გარდა,
თვითონ ხომ უბედურები არიან და
სხვებიც გააუბედურონ.

მე კი ვეტევი ჩემს თავში,
თუ კარგად დავუფიქრდებით,
ეგეთი ადამიანი ვერ იტევს თავის უბედურებას,
თორე ეს ლექსიც არ დაიწერებოდა ალბათ.

ხეები - იასამნისფერ ყვავილებს გამოისხავენ ამ გაზაფხულზეც.

......

შენო,
რა შენს თავზე ზრუნავო,
აქ ხალხი რომ კვდებაო?
რა გახატინებს - რა გეწერინება
ხალხი კვტეეებააა -
მოუკვტა პატრონს
გავიდა გაღმაა
მარილზე
მარილზე!

ყვავილებს დავუკრეფ,
საფლავზე დავულაგებ.

ჰოდა ასეც შემოგეტენება ქრისტესკომპლექსი თვალსა და ხელს შუა,
არადა
ადამიანი რო საკუთარი სიცოცხლის სიყვარულით
გულგადახსნილი დაიბადები,
რაცარუნდა როლში შეხვიდე
მაინც ის იქნები რაც ხარ.

ჰოდა ი-ბედნიერე ნინოუ,
მაინც -
არ გამოგდის სხვანაირადთქო.

ხის კენწეროდან,
სამყაროსთვის თუ გადმოგიხედავს?
.....

ცოტა საკუთარი თავის სიყვარულს დავუწიოთ მეგობარო,
თორემ მორალის ბურჯები,
ჩვენს ჩაქრობას ეცდებიან,
მასეო შენაო - რანაირი ადამიანი ხარო?
მე თუ სამყარომ გამომჭამა,
შენ რატომ აგაყვავაო?

ერიჰაა,
ლოგიკა ნამდვილად რკინისაა.
წუნს ვერ დასდებ.

მეო
მშობლებმა მიმატოვესო,
ამიტომაო,
ახლაო მკვლელი უნდა ვიყოო,
ჰოდა მომკლეს,
ბევრჯერ -
მერე მე გამოვედი კიდევ ეგოისტი,
ჩემთვის რო ვბედნიერობდი,
სანამ ისინი თავს - საკუთარ უბედურებას უბუქებდნენ.
არადა -
შემომივარდნენ ოთახში და მომკლეს,
მეო,
მიმატოვესო,
შენ რა სიყვარულები მოიწყვეო?
ბუხ !

ჰოდა აი ასე,
ცოტა დავუწიოთ,
რომ -
ზედმეტად არ დავაკომპლექსოთ,
საკუთარი თავის მოძულეები.

დადგებიან მერე ამოგვხოცავენ,
როგორ ვბედავთ არსებობას,
ისინი რომ სიკვდილს ნატრობენ?

არაუშავს,
იავნანას მიმღერებს წითელი მთვარე,
და კვლავ -
თავიდან მშობს
არსთა გამრიგე..
.....

ტკივილი მაგარი რამეა,
მიყვარს,
მაგრამ ისე მიყვარს,
გარეთ არ ვაკადრებ გამოსვლას,
სხვაზე კიარ გადავიტან,
ჩემთვის - გადავმალავ,
სიბნელეში ვუკირკიტებ,
ღამეებს გავუთენებ...
...
ჰოდა, დაჯექი ძმურად,
დაფიქრდი რა გტკივა, რატო გტკივა,
გაგისწორდება,
დაიტიე შენი ტკივილები,
ჩვენ რა შუაში ვართ?...

მარტოა ადამიანიო,
გაბუტული ბავშვის სახით ამბობდა,
თითქოს -
სხვებმა მიატოვეს,
თითქოს სხვებს უნდა ეზიდათ მისი ჯვარიც... თითქოს მარტოობა სასჯელია და არა ჯილდო..

ყველამ რომ საკუთარ ტკივილს მიხედოს
საკუთარი თავი იკვლიოს,
სამყაროში
საერთოდ აღარ იქნებოდა
არც ძალადობა
არც სიძულვილი.

და სხვათაშორის,
ერთი რამეა კიდევ,
ამ სამყაროში არანაირი ცუდად ყოფნა არ არსებობს მეგობარო,
ეგ ყველაფერი - გონების ილუზიებია ხომ გახსოვს,
საკუთარი ხელით დაგრეხილ სახრჩობელებზე ჩამოკიდებული ადამიანები რომ ვნახეთ
სინათლის საუფლოში?

მაგ ცუდად ყოფნებს ჩვენ ვიგონებთ.
დანარჩენი კი
ცხოვრების ის გაკვეთილებია,
უფრო მეტად რომ გვაყვარებს არსებობას.
ამიტომაც მიყვარსთქო ტკივილები,
სიცოცხლის არსში მხლართავენ,
სიმძაფრის სიგიჟეში - მშობენ
ყოველ ჯერზე თავიდან.

ჰოდა
სიყვარულადვიშვი,
სიყვარულად ! - მეტი არაფერი არც შემეძლო, არც შემიძლია, არც მინდა.

უბრალოდ,
ცოტას დავუწევ,
სანამ -
აქ კიდევ დიდხანს გასტანს ილუზია
ადამიანისა,
რომელსაც,
საკუთარი არსებობა - ვერ ეყო,
და ეგომ
განსაკუთრებულად უბედურად,
განსაკუთრებულად - ცუდად გახადა,
ნუ რაღა სამყარომ,
საკუთარმა ისტორიამ,
თორემ აბა
არსებობს ტკივილი
ვინმეს არგანეცადოს?
ან რატომ გვგონია ხოლმე
ჩვენ განსაკუთრებულად ვიტანჯებითო.

ეგო სტუდიაში!

აქ არავინაა განსაკუთრებული მეგობარო,
პროსტა შენ
შენს თანასწორობის იდეებსაც დაუწიე
თორემ,
აბა ამდენი ადამიანი
სადღა დაიკმაყოფილებს ეგოს,
შენ თუ ეტყვი,
ეგ ტკივილი მილიონს განუცდია,
მილიონი განიცდის
და უბრალოდ მარცვალი ხარ,
ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცისთქო...

ათასობით ადამიანი იქნება,
შენზე დიდი ეგოთი,
შენზე დიდი უბედური ისტორიით,
იქნებიან ისეთებიც,
უბედური ფაქტებით დახუნძლულები - მაგრამ -
ბედნიერი არსებობით.

ასე რომ ჩვენ ვირჩევთ
როგორ ვინტერპრეტირებთ, არა?
სულ ესაა მთელი ფილოსოფია.

ნაგვის ბუნკერთან,
ბომჟის ფორმაში გადაცმული ღმერთი,
მათხოვრის კანში შემძვრალ ეშმაკს,
ნაგვიდან ამოღებულ პურს უყოფდა...
ალბათ დღესაც ერთად გამოთვრებიან.
.......

აქ ყველანი იმაზე მეტად ჩვეულებრივები და მარტივები ვართ,
ვიდრე ვიღაცას ვგონივართ, ან
თავს ვასაღებთ,
გახსოვს ამას წინად
ვიღაცამ რომ შემოგჩხავლა -
უი, შენ რა ჩვეულებრივი ყოფილხარო,
იმ სახით,
როუნდამწყენოდა თურმე,
ან რამე ახალს მეუბნებოდა თითქოს.. არადა თვითონ უნდოდა
სადღაც შენი შემოსკუპება -
შენი კიარა,
თავისივე ეგოს საკვებად,
გახედეთ რა მაგარი ადამიანი ვიპოვნე,
როგორი გაცნობიერებული,
როგორი გასხივოსნებულიო... დ

ჰოდა, შენ რომ მაგ თამაშებს არ თამაშობ
არ დაევასე,
და ისევ საკუთარი თავის დასამშვიდებლად შემოგჩხავლა -
შე ჩვეულებრივოო -
სალანძღავი სიტყვაა სხვათაშორის
ჩვენს საუკუნეში
ვიღაცა ხელსაც დაარტყავდა მაგის მთქმელს.. დ

მადლობათქო,
მართლაგამიხარდა..
მთელი ცხოვრებაა განსაკუთრებულობას მტენიან
მთელი ცხოვრებაა იმის მტკიცებაშივარ რო არა ,
მეგობარო,
ზედმეტად ჩვეულებრივი ვარ,
პროსტა ალბათ
როარვცდილობ არაფერს დიდად
და ჩემთვის ვარ
ჩემებურად, ჩემპონტშიიი დ თქო,
ამიტომ მაწებებენ განსაკუთრებულობას..
......

ჰოდა ,
მე სიცოცხლის სიყვარულს დავუწევ,
შენ - განსაკუთრებულობის ილუზიას დაუწიე მეგობარო,
და აი სადღაც შუაში - მოვგვარდებით.

ჩემს უბრალო ცხოვრებას მივხედავ,
ბევრად არაფრით გამორჩეულს,
ბავშვობა - თამაში,
გაზრდა - ვინ ვარ, სად ვარ, რა აზრი აქვს?
არანაირი განსაკუთრებული ტრავმებით,
თუარ გავაბუქებ,
მიყვარდა, ვუყვარდი, მიყვარს, ალბათ ვუყვარვარ,
ვატკინე, მატკინა,
ვუკირკიტე ჩემს ჭრილობებს,
ვიცინი ვტირი, ან ორივე,
ძირითადად ვიღიმი, ვფიქრობ ხო, ვფიქრობ სიტყვებად,
ბოლო დროს სიმშვიდე დავამუღამე...
ან წვიმს
ან თოვს
ან ქარია
ან მზე სინათლის სხივებს მირჭობს თვალებში,
როგორ ვარ?
როგორც ჩემი ძვირფასი ბებო ამბობდა,
მრავალჭირნახული ცინიკოსი იყო,
'ასე რა' -
შენ როგორ გიკითხო-თ?.....

წერტილი.

25/05/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები