ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2020


შემოთენება მთაწმინდაზე

შემოთენება მთაწმინდაზე

დილის გარიჟრაჟმა ნისლი გადარეკა,
უკუნს იმორჩილებს ნაზი განთიადი,
ფიქრის გუბეებმა სხივი გარდატეხა
შვიდფერ ოცნებებად ჩემში გამთლიანდი.
მღვიძარს მესიზმრები, ბაღის ბულბულივით
ისმის შენი ხმა და სულის სიმებს არხევს,
მიღირს გათენება!მტრედის ბუმბულივით
ცაზე მოფარფატე,მე შენ დაგინახე.!
ბრძოლით გამოფიტულს,რულის სიმფონიავ
ყურში მიჩურჩულე,სხეულს განმაშორე
იმედს ჩამახუტე,როგორც სიდონია
იქაც დამიგულე,ნუღარ დაგვაშორებ!

31.05.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები