ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2020


ილოცე ჩემთან ერთად ღამის სიჩუმეში

უფრო მეტად რომ - ავანთო ჩემი სულის სინათლე, ამისთვის გამოჩნდი შენ...
შენ ჩემს არსში მაბრუნებ და არაფერს ითხოვ ჩემგან...
შენ ცოცხალი ხარ, და არ საჭიროებ გაცოცხლებას...
შენ ცოცხალი ხარ და ჩემი არსებობაც გყოფნის იმისთვის, რომ უფრო მეტად ცოცხალი გახდე...

მრავალნატანჯი ჩემი სხეულის ჭრილობებს სიყვარულით - კურნავ...ჩემი დამსხვრეული სხეული - ატირებულ ბავშვად რომ კვნესის ძილისწინ..ჩაიხუტე გულში და ხელს არ უშვებ...

მე შემიძლია ბოლომდე - ჩვილად ვიქცე...რადგანაც არ მეშინია, რომ მატკენ...შენ შეგიძლია ბოლომდე ჩვილად იქცე...რადგანაც არ შემიძლია ტკივილის მოყენება...

ჩემი ჭრილობები სიყვარულისგან მივიღე, სიყვარულისგან რომელსაც...ვერ ვიტევდი....ჭრილობებია რადგანაც ლეშადქცეულ კაცობრიობას....მტრად მიაჩნია სიყვარული....

შენ ჩემს ტკივილებში ჩიტები ააჭიკჭიკე და ჩემი სულის ფრინველებმა დაიწყეს გალობა...

შენ არ ცდილობ ჩემში იცხოვრო, ან შენში გადმომასახლო...

ჩვენ ერთმანეთში საკუთარ არსს ვაძლირებთ და უკან,
საკუთარი არსის გავლით ვერწყმით ფესვს....

არაფერია რასაც ართმევ...ან იღებ....ეს არაა სხეულების ჭამა...ეს არაა სულების ძიძგვნა....

ისე ეხები ჩემს სხეულ-სულს,
თითქოს სულ ახლახანს დავიბადე ჩვილად...ისე იღებ ჩემს ხელს თითქოს ღმერთის წინაშე იხრიდე ქედს...

ჩვენ - ერთმანეთის ტკივილები, საკუთარზე მეტად გვტკივა...ამიტომაც არ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენება...

რაო ?.... მიყ-ვარ-ხარ...

ავყვავდი ჩემი არსის სიღრმიდან...და უფრო და უფრო ღრმად მივიწევ სინათლისკენ....

ერთმანეთის თვალებიდან გამომავალ
იასამნისფერ სხივებს მივყვეთ...მიზანი არ გვაქვს...მხოლოდ სხივი გვიჩვენებს გზას...

უბრალოებისფრად შეიღება ცა და
დაგვათენდა ერთმანეთის ჭრილობების თვალიერებაში...დღეს რამდენჯერ დავიბადეთ?.....

კურნე ჩემი სხეულ-სული,
შენი სხეულ-სულის - შეხებად იქცნენ ჩემი თვალები...ჩემი ხელები....

კარი ღია დავტოვე ისევ....ბომჟის ფორმაში გადაცმული ღმერთი მოვა ისევ, ჩვენთან გამოიძინებს, რომ ხვალ კვლავ ნაგვის ბუნკერიდან ამოქექოს ადამიანების მიერ გადაყრილი ღირებულებები...

მეგობარია ჩემი ღმერთი...მეგობარია შენი ღმერთი...

ღიმილით მეუბნები, როგორ არ გეშინია ღია კარებს რომ ტოვებ, და ჩვილი ბავშვის სიმშვიდით იძინებ...?...გეღიმება...სულელო...იცი , გუშინ ეშმაკი იყო ჩვენთან სტუმრად, კარებთან იწვა..ღამე ტირილის ხმა მესმოდა მისი...

ჩვენ სამყარომ იმისთვის შეგვაერთა, რომ -
ვეღარაფერმა შეძლოს სიყვარულის შეჩერება,
რადგანაც - დაიღალა არსთა გამრიგე,
მძინარენით - და ახლა
მარადიულად ვიჩურჩულებთ მე და შენ -
გაიღვიძე!
გაიღვიძე - კარებზე გიკაკუნებს ჩემი მეგობარი...შემოუშვი...

მთვარე გვიმღერებს -
ძილისწინ სიმღერას და გვეტყვის,
ეული მაძიებელი- აღარაა ეული,
შესაბამისად
აღარ ეძიებს... ახლა ვინ ხარ?... ახლა - არსს გამოები და
სიყვარულად იშვი...

ჩვენს ოთახში ისევ ცვივა პლანეტები და ვარსკვლავები -
ანათებენ ღამის სიჩუმეს...
ჩვენი ოთახის ჭერი - შუშისაა... დღეს რამდენი ვარსკვლავი ჩამოვარდა სიყვარულო?

...უთვალავი...

რა სურვილი ჩაიფიქრე....

სიყვარული...
სიყვარული....

მეტი არაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები